1.6.37 Мысли допушенные в страсти для размышления

Быт.18,28; 19,19-21; 24,39.40; 50,15.19.20 Вт.15,16.17 Руф.3,13; 1цар.16,2; 20,7 Есф.4,14-16 Пр.24,12 Иер.22,14-16 Иак.4,13-16; 1Ин.2,4.6.9

1.6.37 განცდაში განსასჯელად დაშვებული აზრები

- საშველის ძიება უფალთან შეკითხვით დაბ.18,28; 1მფ.16,2 ესთ.4,14-16

- შიში მათგან, რომელთაც არ იციან ღმერთის ნება დაბ.19,19-21; 50,15

- რომ არ მოხდეს ასე? - თუ დაუშვებ კითხვას, რწმენით დადექ და მოხდება დაბ.24,[39]

- სხვისი აზრის მოსმენის დალოდება რჯ.15,16.17 რუთ.3,13

- სხვისი გულში ნადების გამოცნობა 1მფ.20,7

- თუ იტყვი, არ ვიცოდიო, უფალს მოატყუებ? იგავ.24,12

- ვინც ამბობს გაუაზრებლად, ჯერ დაფიქრდეს იერ.22,14-16 იაკ.4,13-16; 1იოან.2,4.6.9

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

28. იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”

დაბადება 19

19. აჰა, რადგან მადლი ჰპოვა შენმა მსახურმა შენს თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და მოვკვდე!”

20. აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.

21.უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.

დაბადება 24

39. და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამომყვეს-თქო ქალი?

40. მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლენს ანგელოზს, რომელიც გზას წარგიმართავს, და ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, მამაჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს.

დაბადება 50

15. და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მოკვდა მათი მამა, და თქვეს: “ვაითუ გვიმტროს იოსებმა ყველა იმ ბოროტებისათვის, რაც გავუკეთეთ მას!”

19. და უთხრა მათ იოსებმა: “ნუ შიშობთ, რამეთუ მე ღმერთის მეშინია.

20. აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა გაეკეთებინა ის, რაც ახლა არის: სიცოცხლე შეენარჩუნებინა უამრავი ხალხისათვის.

მეორე რჯული 15

16. და თუ გეტყვის: არ წავალო, რადგან შეგიყვარა შენ და შენი სახლი, ვინაიდან კარგი იყო მისთვის შენთან ყოფნა,

17. მაშინ აიღე სადგისი, ყური გაუხვრიტე კარზე და შენი მონა იქნება სამუდამოდ; შენს მხევალსაც ასე მოექეცი.

რუთი 3

13. აქ დარჩი ამაღამ, დილით კი, თუ ის გამოგისყიდის, კეთილი, გამოგისყიდოს; ხოლო, თუ არ მოისურვა შენი გამოსყიდვა, მაშინ ცოცხალია უფალი, მე გამოგისყი­დი! იწექი აქ დილამდე”.

1მეფეთა 16

2. და თქვა სამუელმა: “როგორ წავიდე? გაიგებს საული და მომკლავს.” და უთხრა უფალმა: “წაიყვანე ნახირიდან ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო.”

1მეფეთა 20

7. თუ იტყვის: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა - იცოდე, ბოროტება აქვს განზრახული.

ესთერი 4

14. რადგან ახლა თუ დადუმდები, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა, შენ და შენი მამის სახლი კი დაიღუპებით. ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისათვის ეწიე შენ დედოფლობას?”

15. მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის:

16. “წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელ იუდაელობას და იმარხულეთ ჩემთვის; და ნუ ჭამთ და ნუ სვამთ სამ დღეს, ნურც ღამით და ნურც დღისით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად; ასე წავალ მეფესთან, თუმცა ეს კანონს ეწინააღმდეგება. და, თუ დავიღუპები, დავიღუპო!”

იგავნი 24

12. თუ იტყვი: აჰა, არ ვიცოდიო ეს! განა ის, ვინც გულს წონის, ვერ მიხვდება? განა შენი სულის მცველმა არ იცის? განა კაცს თავისი საქმეებისამებრ არ მიუზღავს?

იერემია 22

14. ვინც ამბობს: ფართო სახლს და ვრცელ ზემო ოთახებს ავიშენებ; სარკმლებს გამოჭრის თავისთვის, კედრით მოაპირკეთებს და წითლად შეღებავს.

15. იმიტომ მეფობ, რომ კედრით აშენო? მამაშენიც კი ჭამდა და სვამდა, მაგრამ ამასთან ერთად სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა; ამიტომ ჰქონდა სიკეთე.

16. ჩაგრულსა და ღარიბ-ღატაკს განიკითხავდა და სიკეთე ჰქონდა. განა ეს არ არის ჩემი შეცნობა? ამბობს უფალი.

იაკობი 4

13. ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო;

14. თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.

15. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.

16. თქვენ კი ამპარტავნობაში ტრაბახობთ; ყოველი ასეთი ტრაბახი ბოროტებაა.

1იოანე 2

4. ვინც ამბობს, შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.

6. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.

9. ვინც ამბობს, რომ სინათლეშია, თავისი ძმა კი სძულს, ის ჯერ კიდევ სიბნელეშია.