2.2.76 Бог равно благословит праведных и неправедных

2.2.76 ღმერთი თანაბრად აკურთხებს მართლებსაც და უსამართლოებსაც

- ყველას უნათებს მისი ნათელი და წვიმას უგზავნის იობ.25,3 მათ.5,45 საქ.14,17

- კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ ლუკ.6,35

- მივბაძოთ უფალს სიყვარულში ლუკ.6,36

ბიბლიის მუხლები

იობი 25

3. თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?

მათე 5

43. გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.

44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

ლუკა 6

32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.

33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.

34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.

35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.

36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.

საქმეები 14

16. რომელმაც წარსულ თაობებში ყველა ერი, თავის გზაზე სასიარულოდ მიუშვა,

17. თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს”.

__თემაზე წერდნენ__

***

უკეთურ ადამიანს, როცა ის გაბოროტებულია, შეუძლია მოკლას სხვა ადამიანი. შემოქმედი ღმერთი კი, უსაზღვროდ მოყვარული თავისი ქმნილებისა, განუწყვეტლივ მოჰმადლის სიცოცხლის ნიჭს თვით უღირს ადამიანსაც კი, რამეთუ სწორედ იგია ერთადერთი უშურველი, ყველას მიმართ უხვი და კეთილი, კეთილად ინება მან, რომ არსებულიყო სამყარო, და იგიც შეიქმნა – არსებობა იწყო და აი, კვლავაც არსებობს და მარადის იარსებებს. და ეს ყოველივე ადამიანისთვის და მისი უკვდავი ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი სულისთვის იქმნა!

__წმ. ანტონი დიდი __

***

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების.

__ შოთა რუსთაველი __