4.17.8 Ближний

4.17.8 მოყვასი

აკრძალულია მის მიმართ:

- გამოსვლა ცრუ მოწმედ, გაჭორვა, ბეზღება; განკითხვა გამ.20,16 ფს.14,3; 100,5 იაკ.4,12

- შური; ნდომა მისი ქონების გამ.20,17 რჯ.19,14; 23,24.25; 24,10

- სიცრუე ლევ.6,2

- სიძულვილი, მოკვლა რჯ.19,11; 27,24 ფს.27,3 იერ.9,8

- მრუშობა რჯ.22,24.26 იერ.29,23 ეზეკ.18,6.11.15; 22,11

- ძალადობა იგავ.16,29 ეზეკ.22,12

- მოტყუება იგავ.26,19

- მლიქვნელობა იგავ.29,5

- ვალის გადაუხდელობა იერ.22,13

-

ვალდებულება მის მიმართ:

- პატიება რჯ.15,2

- სიყვარული რჯ.19,4.5 მათ.5,43.46; 19,19; 22,39 მარ.12,31.33 ლუკ.6,32; 10,27 იაკ.2,8 რომ.13,8-10 გალ.5,14

- სწავლება იერ.31,34

- დახმარება ლუკ.10,36.37

- ჭეშმარიტებას ელაპარაკებოდეს, აამებდეს სასიკეთოდ, ასაშენებლად რომ.15,2 ეფ.4,25

- ემსახურებოდეს 1კორ.10,33

- კეთილს უყოფდეს გალ.6,10

-

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20

16. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.

17. არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.

ლევიანნი 6

2. "თუ შესცოდავს ვინმე, იმუხთლებს უფლის წინაშე და უპატიოსნოდ მოექცევა თავის მოყვასს, უარს იტყვის შესანახად ან გირაოდ მიცემულ ნივთზე, ან მოსტაცებს რასმე, ან გაძარცვავს თავის მოყვასს;

მეორე რჯული 15

2. აი, პატიების რაობა: აპატიოს გამსესხებელმა, ვისაც უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნუ მოსთხოვს თავის მოყვასს ან ძმას, რადგან პატიება ცხადდება უფლის სახელით.

მეორე რჯული 19

4. ესაა წესი მკვლელისა, რომელმაც უნდა შეაფაროს იქ თავი, რათა იცოცხლოს: ვისაც უნებურად შემოაკვდება თავისი მოყვასი, ისე, რომ არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ;

5. წავა თავის მოყვასთან ერთად ტყეში შეშის მოსაჭრელად, ცულს მოიქნევს ხის წასაქცევად, გასძვრება ტარს რკინა, მოხვდება მოყვასს და მოკლავს; გაიქცეს ეს კაცი ერთ ამ ქალაქთაგანში და იცოცხლოს.

11. მაგრამ თუ კაცს სძულს თავისი მოყვასი, მტრობს მას, აღდგება მის წინააღმდეგ, დაჰკრავს სასიკვდილოდ, მოკლავს მას და გაიქცევა ერთ ამ ქალაქთაგანში,

14. არ გადაწიო შენი მოყვასის მიჯნა, წინაპრებმა რომ გამიჯნეს შენს სამკვიდრებელში, რომელიც დაიმკვიდრე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

მეორე რჯული 22

24. მაშინ იმ ქალაქის კარიბჭესთან გამოიყვანეთ ორივე და სასიკვდილოდ ჩაქოლეთ: ყმაწვილქალი იმისთვის, რომ კივილით არ უხმო მშველელს, მამაკაცი კი იმისთვის, რომ თავისი მოყვასის ცოლს ნამუსი ახადა; ასე ამოშანთავთ ბოროტს თქვენგან.

26. ყმაწვილქალს კი ნურაფერს დაუშავებთ: ცოდვა არ ჩაუდენია მას, რადგან ეს იგივეა, კაცი რომ თავის მოყვასზე აღდგეს და მოკლას;

მეორე რჯული 23

24. როცა შენი მოყვასის ვენახში შეხვალ, ჭამე ყურძენი გაძღომამდე, რამდენიც გენდომება, ჭურჭელში კი ნუღარ ჩაიწყობ.

25. როცა შენი მოყვასის სამკალში მიხვალ, ხელით მოწყვიტე თავთავები, მაგრამ ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.

მეორე რჯული 24

10. თუ რაიმეს ასესხებ მოყვასს, არ შეხვიდე მასთან სახლში გირაოს წამოსაღებად,

მეორე რჯული 27

24. წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!

ფსალმუნი 14

3. ვინც თავისი ენით არავის გასჭორავს, ცუდს არ უკეთებს მოყვასს და აუგს არ ამბობს ახლობლებზე.

ფსალმუნი 27

3. ნუ დამღუპავ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელებთან, რომლებიც მშვიდობაზე ლაპარაკობენ მოყვასთან, გულში კი სიავე უდევთ.

ფსალმუნი 100

5. თავისი მოყვასის ფარულად ცილისმწამებელს მოვსპობ, ამპარტავან თვალსა და გაუმაძღარ გულს ვერ ავიტან.

იგავნი 16

29. მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე ატარებს.

იგავნი 26

19. და რაღა ის, ვინც თავის მოყვასს ატყუებს და თან ეუბნება, გეხუმრეო.

იგავნი 29

5. მოყვასთან მლიქვნელი, ბადეს უგებს მას ფეხქვეშ.

იერემია 9

8. მომსვრელი ისარია მათი ენა, მზაკვრულად ლაპარაკობენ, პირით მშვიდობას უსურვებენ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ.

იერემია 22

13. ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით - ზედათვლებს! მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ უხდის;

იერემია 29

23. რადგან უგუნურად იქცეოდნენ ისრაელში, მრუშობდნენ მოყვასთა ცოლებთან და სიცრუეს ლაპარაკობდნენ ჩემი სახელით, რაც მე არ მიბრძანებია; მე ვარ ამის მოწმე, ამბობს უფალი.

იერემია 31

34. და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას - შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.

ეზეკიელი 18

6. მთებზე შეწირულისგან არ ჭამს, თვალს არ აპყრობს ისრაელის ტაძრის კერპებს, მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალს არ ეკარება,

11. კარგი არაფერი ჰქონდეს ჩადენილი, მაღლობებზე შენაწირს კი ჭამდეს და მოყვასის ცოლს ბილწავდეს,

15. მთაზე შენაწირს არ შეჭამს, თვალს არ მიაპყრობს ისრაელის ტაძრის კერპებს, მოყვასის ცოლს არ შებილწავს,

ეზეკიელი 22

11. ზოგი თავისი მოყვასის ცოლთან სჩადიოდა სისაძაგლეს, ზოგი თავის რძალს ბილწავდა გარყვნილებით და ზოგიც - თავის დას, თავისი მამის შვილს ხდიდა ნამუსს.

12. ქრთამს იღებდნენ შენში სისხლის დასაღვრელად, ვახშსა და სარგებელს იღებდნენ, ძარცვავდნენ და ძალადობდნენ მოყვასზე, მე კი დამივიწყე!” - ამბობს უფალი ღმერთი.

მათე 5

43. გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.

46. რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?

მათე 19

19. პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.

მათე 22

39. და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

მარკოზი 12

31. მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს”.

33. და უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით და მთელი ძალით; და უნდა გვიყვარდეს მოყვასიც, ვითარცა თავი ჩვენი, ეს ყველა სრულადდასაწველზე და შესაწირზე მეტია”.

ლუკა 6

32. თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.

ლუკა 10

27. მან უპასუხა: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.

36. როგორ ფიქრობ, იმ სამიდან რომელი იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?”

37. უპასუხა: "რომელმაც წყალობა უყო მას”. მაშინ უთხრა იესომ: "წადი და შენც ასევე მოიქეცი”.

იაკობი 2

8. თუ ასრულებთ სამეფო რჯულს წერილის მიხედვით: "შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”, კარგს შვრებით.

იაკობი 4

12. ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?

რომაელთა 13

8. არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.

9. რადგან მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუ მოწმე, არ ინდომო და სხვა ამგვარნი შედის ამ სიტყვაში: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.

10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.

რომაელთა 15

2. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს თავის მოყვასს სასიკეთოდ, ასაშენებლად.

1კორინთელთა 10

33. ისევე, როგორც მეც ვაამებ ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.

გალატელთა 5

14. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.

გალატელთა 6

10. მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.

ეფესელთა 4

25. ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.