3.21.4. Что откроешь, откроется, закроешь — закроется.

Чис.16,15.17.29-31 Сир.48,3 Матф.16,19

Моисей весьма огорчился, и сказал Господу: не обращай взора Твоего на приношение их; и не взял ни у одного из них осла, и не сделал зла ни одному из них. (Чис.16,15).

И возьмите каждый свою кадильницу, и положите в них курения, и принесите прё лице Господне каждый свою кадльницу, двестипятьдесят кадильниц; ты и Аарон, каждый свою кадильницу. (Чис.16,17).

И сказал обществу: отойдите от шатров нечестивых людей сих, и не прикасайтесь ни к чему, что принадлежит им, чтобы не погибнуть вам во всех грехах их. (Чис. 16, 26).

Если они умрут, как умирают все люди, и постигнет их такое наказание, какое постигает всех людей: то не Господь послал меня. (Чис.16,29).

А если Господь сотворит необычайное, и земля разверзнет уста свои и поглотит их и все, что у них, и они живые сойдут в преисподнюю...

Лишь только он сказал слова сии, расселась земля под ними (Чис.16, 30.31).

словом Господним он заключил небо и три раза низводил огонь.(Сир.48,3)

и дам тебе ключи Царства Небесного: и что свяжешь на земле, то будет связано на небесах, и что разрешишь на земле, то будет разрешено на небесах. (Матф.16,19).

3.21.4. რასაც გახსნი (თუ შეკრავ) დედამიწაზე, გახსნილი (ან შეკრული) იქნება ზეცაში

რიცხ.16,15.17.29-31 ზირ.48,3 მათ.16,[19]; 18,18

- ვისაც მიუტევებთ ცოდვებს მიეტევებათ, ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ ინ.20,23; 2კორ.2,10

- სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული დახსნილ იქნეს უფლის დღეს 1კორ.5,5

P.S. დამატებით თემასთან მიმართებაში:

- დავითის სახლის კლიტე აქვს ქრისტეს ეს.22,22 გმცხ.3,7

- ქრისტეს აქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი გმცხ.1,18; 9,1

- ორ ძაძით მოსილ მოწაფეს ექნება ხელმწიფება ზეცის დახშვისა გმცხ.11,6

- ანგელოზი უფსკრულის გასაღების მქონე კეტავს სატანას ათასი წელი გმცხ.20,1-3

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 16

15. დიდად გაჯავრდა მოსე და უთხრა უფალს: ნუ მიხედავ მათ ძღვენს. ერთი ვირიც არ წამირთმევია მათთვის, ერთი მათგანისთვისაც არ მიწყენინებია.

17. აიღეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები, საკმეველი ჩადეთ მასში და მიიტანეთ უფლის წინაშე თქვენ-თქვენი საცეცხლურები, ასორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აარონმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები.

29. თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.

30. თუ არნახულ რასმე ჩაიდენს უფალი, მიწა დ პირს დააღებს შთანთქავს მათ და მთელს მის საბადებელს, და ცოცხლივ ჩავლენ ქვესკნელში, იცოდეთ, უფალი დაუგმია ამ ხალხს.

31. დაამთავრა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ.

ზირაქი 48

1. გამოჩნდა ელია წინასწარმეტყველი და მისი სიტყვა ლამპარივით ანათებდა;

2. ვინც მათ შიმშილი თავს დაატეხა და თავისი შურით შეამცირა მათი რიცხვი;

3. უფლის სიტყვით ჩაკეტა ზეცა და სამგზის ჩამოიტანა ცეცხლი.

ესაია 22

22. მხარზე გადავკიდებ დავითის სახლის გასაღებს და მის გაღებულს ვერავინ დაკეტავს; დაკეტავს და ვერავინ გააღებს.

მათე 16

19. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.

მათე 18

18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.

იოანე 20

23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ.

1კორინთელთა 5

5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.

2კორინთელთა 2

10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.

გამოცხადება 1

18. აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.

გამოცხადება 3

7. ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს:

გამოცხადება 9

1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;

გამოცხადება 11

6. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.

გამოცხადება 20

1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.

2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.

3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.