1.1.69 Блестки

Быт.32,31 Исх.34,29.30.35 Чис.24,17 Вт.23,2.17 2цар.23,4; 4цар.3,22; 1Пар.29,25 Езд.8,27 Есф.1,4 Иов.37,22 Пес.1,11 Иез.1,7; 40,3 Дан.10,6 Наум.3,3

1.1.69 ბრწყინვა, ბზინვა, ელვარება, ციალი

- ღმერთის 2მფ.22,13 იობ.40,10 ფს.17,12; 30,16; 49,2; 66,1; 79,1.7.19; 89,16; 103,1; 118,135 ეს.2,10.19.21; 4,5; 35,2; 49,3; 60,2.19 ეზეკ.10,4 აბაკ.3,3.11

- უფლის ხმის ფს.28,4

- ღვთის სამყოფლის ფს.95,6

- ღვთის საქმის იობ.26,13 ფს.110,3; 144,5

- ღვთის მეფობის ფს.144,12

-

- ვარსკვლავის (მესიის) რიცხ.24,17

- უფლის მოსვლის რჯ.33,2 იობ.25,3 ეს.30,26

- მესიის 2მფ.23,4

- მესიის გვირგვინის ფს.131,18

- უფლის ყლორტის ეს.4,2

- ისრაელის დიდების ეს.60,1.3.5; 62,1

- სიმართლის მზის მალ.4,2

- ნათელის მათ.4,16

- იესოს სახის მათ.17,2 გმცხ.1,16

- იესოს სამოსის მარ.9,3; 23,11

- ღვთის დიდების ანარეკლის - იესოს ებრ.1,3

- იუდასგან ამობრწყინებულის ებრ.7,14

-

- უფლის დღის საქ.2,20

- ზეციური ნათელის საქ.22,6; 26,13

- სიცოცხლის წყლის მდინარის გმცხ.22,1

-

- რჯულის ცეცხლის რჯ.33,2

- სახარების 2კორ.4,4

-

- ანგელოზის ეზეკ.1,7.16; 8,2; 10,9; 40,3 დან.10,6 ლუკ.24,4

- უფლის ანგელოზის ლუკ.2,9 საქ.12,7

-

- სატანის ეზეკ.28,17; 31,18

-

- სიონის ასულის გოდ.1,6

-

- იოსებზე ნაწინასწარმეტყველების რჯ.33,17

- სოლომონის მეფობის 1ნეშ.29,25

-

- სახის კანის უფალთან შეხვედრით გამ.34,29.30.35

- სიცოცხლის იობ.11,17

- სულიერი ნათელის იობ.22,28 ფს.111,4 ეს.9,2 1იოან.2,8; 2კორ.4,6

- ღვთის თაყვანისცემის ფს.28,2

- მორწმუნის სახის ფს.33,5 ეს.58,8 ზაქ.9,16

- სასძლოს ქებ.6,10 გმცხ.19,8

- გონიერნი მეორედ მოსვლისას დან.12,3

- მართალნი მათ.13,43

-

- მზის დაბ.32,31; 4მფ.3,22 იობ.3,4; 31,26; 37,21

- ჩრდილოეთის ციალის იობ.37,22

- თოვლის ფს.67,14

- ვარსკვლავების ეს.13,10

-

- ჭურჭელის 3მფ.7,45; 2ნეშ.4,16 ეზრ.8,27

- სამკაულის ქებ.1,11

- იარაღის რჯ.32,41 იობ.39,23 ეზეკ.21,15; 27,10; 38,4 ნაუმ.2,4; 3,3

- ღვინის იგავ.23,31

- სამოსელის ეზეკ.23,12 იაკ.2,2.3

- საწოლის ეზეკ.23,41

-

- ახაშვეროშის სამეფოს სიდიადის ესთ.1,4

- ტვიროსის მთავრის ეზეკ.28,7

- ნაბუქოდონოსორის დან.4,36

- ბაბილონის გმცხ.18,14

-

- კაცის სახის ფს.103,15

-

- ოდინდელი ეს.14,11

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 32

31. როგორც კი ფენუელს გასცდა, მზე ამოუბრწყინდა. და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.

გამოსვლა 34

29. სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.

30. დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.

35. ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.

რიცხვნი 24

17. ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა, ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან, ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან და აღიმართება კვერთხი ისრაელიდან, შემუსრავს მოაბის საზღვრებს და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს.

მეორე რჯული 33

2. თქვა: "უფალი მოვიდა სინაიდან და სეყირიდან ამობრწყინდა მათთვის, ფარანის მთიდან ამოანათა და მოვიდა ათი ათასობით წმიდანით; მარჯვნივ რჯულის მოელვარე ცეცხლი ჰქონდა მათთვის.

17. პირველმონაგები ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქაა მისი რქები, ერთიანად ურქენს ყველა ხალხს ქვეყნის კიდეებამდე; ესენია ათი ათასები ეფრემისა და ათასეულნი მენაშესი”.

2მეფეთა 23

4. იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მზის ბრწყინვალებით მიწიდან აღმოცენებული ბალახი.

4მეფეთა 3

22. ადგნენ დილაადრიან და როცა მზე წყალზე გაბრწყინდა, მოაბელებს შორიდან წყალი სისხლივით წითელი მოეჩვენათ.

1ნეშტთა 29

25. დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრაელის თვალში და ისეთი მეფური ბრწყინვალება მისცა, როგორიც არც ერთ მის წინამორბედ მეფეს არ ჰქონია ისრაელში.

ეზრა 8

27. ოცი ათასდრაქმიანი ოქროს თასი და ბრწყინვალე სპილენძის ორი საუკეთესო ჭურჭელი, რომელთაც ოქროს ფასი აქვთ.

ესთერი 1

4. ას ოთხმოცი დღის განმავლობაში აჩვენებდა თავისი დიდი სამეფოს სიმდიდრესა და სიდიადის ბრწყინვალებას.

ქებათა ქება 1

11. ვერცხლით დაწინწკლული ოქროს საყურეებით შეგამკობ.

ეზეკიელი 1

7. სწორი ფეხები ჰქონდათ, ხოლო ფეხის ტერფები - ხბოს ჩლიქებივით; გაპრიალებული სპილენძივით ბრწყინავდნენ.

ეზეკიელი 40

3. და მიმიყვანა იქ. და, აჰა, ვნახე კაცი, რომელსაც სახე ბრიჯაოსავით უბზინავდა; ხელში სელის ლარი და საზომი ლერწამი ჰქონდა და იდგა იგი კარიბჭეში.

დანიელი 10

6. ტანი ქრიზოლითს მიუგავდა, სახე – ელვას, თვალები – ანთებულ ლამპრებს, მკლავები და წვივები – მბზინვარე ბრინჯაოს, სიტყვის ბგერადობა – ბევრი ხალხის გუგუნს.

ნაუმი 3

3. მხედრები მიჰქრიან, მახვილები ელავენ, შუბები ბრწყინავენ; ბევრია განგმირული, გვამების გროვაა! არ დაითვლება ცხედრები, გვამებზე ბრკოლდებიან მეომრები.

-----------------

სურათზე

ჩრდილოეთის ციალი, რაც იობის წიგნში იხსენიება