3.51.7. Нечестивые помышляют зло в душе (в сердце)

Быт.49,5 Иов.5,12.13,, 12,20 Пс.35,4,, 51,3-6 Прит.12,12,, 21,[10] Ис.19,11.12,, 32,6.7 Иер.23,10 Мих.3,2 Мар.7,21.22 Ин.9,41 Иак.4,1-5,, 5,4-6,, 2Пет.2,14,, 1Ин.2,16,, Рим.1,21.22,, 1кор.10,6

**

** Симеон и Левий братья, орудия жестокости мечи их (быт.49,5). ** слова уст его - неправда и лукавство; не хочет он вразумиться, чтобы делать добро (Пс.35,4).Что хвалишься злодейством, сильный? милость Божия всегда со мною;

4 гибель вымышляет язык твой; как изощренная бритва, он у тебя, коварный!

5 ты любишь больше зло, нежели добро, больше ложь, нежели говорить правду;

6 ты любишь всякие гибельные речи, язык коварный (Пс.51,3-6) ** Нечестивый желает уловить в сеть зла; но корень праведных тверд. (Прит.12,12) Душа нечестивого желает зла: не найдет милости в глазах его и друг его.(Прит.21,10). ** Ибо невежда говорит глупое, и сердце его помышляет о беззаконном, чтобы действовать лицемерно и произносить хулу на Господа, душу голодного лишать хлеба и отнимать питье у жаждущего.

7 У коварного и действования гибельные: он замышляет ковы, чтобы погубить бедного словами лжи, хотя бы бедный был и прав. (Ис.32,6.7). **А вы ненавидите доброе и любите злое; сдираете с них кожу их и плоть с костей их (мих.3,2). ** Ибо извнутрь, из сердца человеческого, исходят злые помыслы, прелюбодеяния, любодеяния, убийства,

22 кражи, лихоимство, злоба, коварство, непотребство, завистливое око, богохульство, гордость, безумство,(мар.7,21.22). ** Откуда у вас вражды и распри? не отсюда ли, от вожделений ваших, воюющих в членах ваших?

2 Желаете - и не имеете; убиваете и завидуете - и не можете достигнуть; препираетесь и враждуете - и не имеете, потому что не просите.

3 Просите, и не получаете, потому что просите не на добро, а чтобы употребить для ваших вожделений.

4 Прелюбодеи и прелюбодейцы! не знаете ли, что дружба с миром есть вражда против Бога? Итак, кто хочет быть другом миру, тот становится врагом Богу.

5 Или вы думаете, что напрасно говорит Писание: "до ревности любит дух, живущий в нас "? (Иаков.4,1-5). **Вот, плата, удержанная вами у работников, пожавших поля ваши, вопиет, и вопли жнецов дошли до слуха Господа Саваофа.

5 Вы роскошествовали на земле и наслаждались; напитали сердца ваши, как бы на день заклания.

6 Вы осудили, убили Праведника; Он не противился вам.(Иак.5,4-6). ** Глаза у них исполнены любострастия и непрестанного греха; они прельщают неутвержденные души; сердце их приучено к любостяжанию: это сыны проклятия.(2-е Пет.2,14). ** Ибо все, что в мире: похоть плоти, похоть очей и гордость житейская, не есть от Отца, но от мира сего. (1Иоан.2,16) ** А это были образы для нас, чтобы мы не были похотливы на злое, как они были похотливы. (1-е Кор. 10,6).

3.51.7 ბოროტნი (მოუნანიებელნი) ავს იზრახავენ თავანთ სულში (გულში)

დახასიათებულია:

- როგორც ფიზიკური ზიანის მიმყენებელი გამ.21,22.23

- როგორც მტრობა 3მფ.11,25

- ძალადობის ჭურჭელია მათი გული დაბ.49,5

- კაცის გულიდან გამოვლენ ბოროტი ზრახვანი 3მფ.20,7 ნეემ.6,2 ფს.61,4 იგავ.6,14.18; 12,12; 21,[10] ეს.32,6.7 იერ.23,10 მარ.7,21.22

- ზნეობრივად მიუღებელი ფს.35,4

- ტრაბახობენ ბოროტით ფს.51,3-6

- სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი მიქ.3,2

- ხედავენ და ცოდვაც თანა აქვთ ინ.9,41

- ბოროტად ითხოვენ იაკ.4,1-4

- ამ ქვეყნისაგან არის 1ინ.2,16

.

უკეთურნი:

- აკავებს ღმერთი იობ.5,12.13

- დაისჯებიან ეს.19,11.12 იაკ. 5,4-6

- ძენი წყევლისა 2პეტ.2,14

- რომელთაც არ შეიცნეს ღმერთი რომ.1,21.22

.

ქრისტიანები

- მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს 1კორ.10,6

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 49

5. სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული!

გამოსვლა 21

22. თუ ჩხუბისას ორსულ ქალს დაჰკრავენ და ნაადრევად იმშობიარებს იგი, მაგრამ ზიანი არ მიადგება, მაშინ დაეკისროს დამნაშავეს რასაც იმ ქალის ქმარი მოითხოვს და გადაიხადოს მსაჯულების დადგენილებისამებრ.

23. მაგრამ თუ რაიმე ზიანი მიადგა, მაშინ სიცოცხლე სიცოცხლის წილ ზღონ.

3მეფეთა 11

25. ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის დღეებში; იმ ხანად ისრაელს ჰადადიც მტრობდა. სძულდა მას ისრაელი და არამზე გამეფდა იგი.

3მეფეთა 20

7. მოუხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის ყველა უხუცესს და უთხრა: "შეიგნეთ და დაინახეთ, რომ ბოროტებას გვიპირებს ეს კაცი, რადგან ხალხი გამომიგზავნა ჩემი ცოლებისა და ძეების, ჩემი ვერცხლისა და ოქროსთვის, მე კი უარი არ მითქვამს მისთვის”.

ნეემია 6

2. კაცი მომიგზავნეს სანბალატმა და გაშმუმ და შემომითვალეს: "წამო, ონოს დაბლობის რომელიმე სოფელში შევიკრიბოთ”. განზრახული ჰქონდათ, რომ ბოროტება შეემთხვიათ ჩემთვის.

იობი 5

12. ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს.

13. ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება.

ფსალმუნი 35

4. მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.

ფსალმუნი 51

3. რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველდღეოა.

4. ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.

5. გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა.

ფსალმუნი 61

4. განიზრახეს სიმაღლიდან მისი გადმოგდება; სიცრუეს მიმართავენ, პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან.

იგავნი 6

14. უკუღმართობაა მის გულში, გამუდმებით ბოროტს განიზრახავს და შუღლს ავრცელებს.

18. ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები,

იგავნი 12

12. ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება, მართალთა ფესვი კი გაიხარებს.

იგავნი 21

10. ბოროტეულის სულს ავი სწადია; წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მახლობელი.

ესაია 19

11. შეიშალნენ ცოყანის მთავრები, გაცუდდა ფარაონის ბრძენი მრჩევლების თათბირი. როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა შვილი ვარ მე, აღმოსავლეთის მეფეთა შვილიო?

12. სად არიან შენი ბრძენები, რომ გამცნონ და გაგაგებინონ, რა გადაუწყვიტა ცაბაოთ უფალმა ეგვიპტეს?

ესაია 32

6. რადგან უგვანი უგვანად ლაპარაკობს და მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უკეთურება ჩაიდინოს და უფალზე მრუდედ ილაპარაკოს, ცარიელზე დატოვოს მშიერი და მწყურვალს სასმელი წაართვას.

7. ძუნწს ბოროტი აქვს იარაღი, მზაკვრობას იზრახავს, რომ ბედშავი ცრუ სიტყვებით დაღუპოს, მართალსაც რომ ამბობდეს გლახაკი.

იერემია 23

10. რადგან გარყვნილი ხალხით გაივსო ქვეყანა; რადგან წყევლისაგან მოთქვამს მიწა, გადახმა უდაბნოს საძოვრები. ბოროტია მათი ზრახვები, მათი ძლიერება უკეთურებაა.

მიქა 3

2. სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.

მარკოზი 7

21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,

22. სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.

იოანე 9

41. უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ.

იაკობი 4

1. საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან?

2. გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ.

3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.

4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.

იაკობი 5

4. აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს.

5. ხარობდით ამ ქვეყნად და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისათვის დაასუქეთ თქვენი გულები.

6. მსჯავრი დასდეთ და მოკალით მართალი, ის კი წინაც არ აღგდგომიათ.

2პეტრე 2

14. მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.

1იოანე 2

16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

რომაელთა 1

21. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;

22. ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;

1კორინთელთა 10

6. ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს.

__თემაზე წერდნენ__

***

რაც უფრო ძლიერი და მცოდნეა სული, მით უფრო მეტად შესწევს იმის უნარი, რომ იცრუოს, ითვალთმაქცოს, იავკაცოს, უსამართლობა თუ ბოროტება ჩაიდინოს.

__ სოკრატე __

***

უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა დ ღმრთის მოშიშობა არ ახლავს თან.

__ ჭაბუა ამირეჯიბი __

***

შემიმჩნევია, ავებს მუდამ ეჯავრებათ მზე!

__ ლევან გოთუა __