2.1.56 Слово "двенадцать" в Библии

2.1.56 სიტყვა "თორმეტი" ბიბლიაში

- ათასი 2მფ.17,1

- ანგელოზი გმცხ.21,12

- ბელადი დაბ.17,20

- ბჭე გმცხ.21,12

- ვარსკვლავი გმცხ.12,1

- თასი ოქროსი რიცხ.7,86

- თვე დან.4,29

- თხა ეზრ.8,35

- იესო ქრისტეს წლოვანება ლუკ.2,42

- ისრაელის 12 ტომი (შტო) გამ.24,4; 3მფ.18,31 ლუკ.22,30 გმცხ.21,12

- კალათი იოან.6,13

- კაცი იესნ.3,12

- კვერთხი რიცხ.17,2

- კვერი ლევ.24,5

- ლანგარი ვერცხლის რიცხ.7,84

- ლეგიონი ანგელოზების მათ.26,53

- ლოდი 3მფ.18,31

- ლომი 3მფ.10,20

- მამამთავარი საქ.7,8

- მოურავი 3მფ.4,7

- მოციქული გმცხ.21,14

- ნაყოფი გმცხ.22,2

- ნაჭერი 3მფ.11,30

- საათი იოან.11,9

- საძირკველი გმცხ.21,14

- სვეტი გამ.24,4

- ტახტი მათ.19,28

- ძმა დაბ.42,32

- წყარო გამ.15,27 რიცხ.33,9

- წყრთა 3მფ.7,15

- ხარი 2ნეშ.4,15

- ხარი სპილენძის იერ.52,20

- ხბო ეზრ.8,35

ბიბლიის მუხლები

დაბადება 17

20. ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამთავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.

დაბადება 42

32. თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები; ერთი აღარა გვყავს ცოცხალი; უმცროსი ახლა მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში.

გამოსვლა 15

27. მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე. იქ დაიბანაკეს, წყლებთან.

გამოსვლა 24

4. დაწერა მოსემ უფლის სიტყვები; ადგა დილაადრიანად და აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი შტოს მიხედვით.

ლევიანნი 24

5. აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე მისგან თორმეტი კვერი; ეფის ორი მეათედი იყოს ერთი კვერი.

რიცხვნი 7

84. ეს არის შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისათვის მისი ზეთისცხების დღეს, ისრაელის თავკაცებისგან შეწირული თორმეტი ვერცხლის ლანგარი, თორმეტი ვერცხლის ტაშტი, თორმეტი ოქროს თასი;

86. თორმეტი ოქროს თასი, საკმევლით სავსე; თითოეული თასი - ათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). თასების მთელი ოქრო - ასოცი შეკელი.

რიცხვნი 17

2. დაელაპარაკე ისრაელიანებს და გამოართვი მათ კვერთხები - თითო კვერთხი თითოეულ შტოს, ყოველ თავკაცს მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, ყოველ კვერთხს თავისი პატრონის სახელი დააწერე.

რიცხვნი 33

9. გაემგზავრნენ მარადან და ელიმში მივიდნენ; თორმეტი წყარო და სამოცდაათი ფინიკის ხე იყო ელიმში. იქ დაბანაკდნენ.

იესო ნავეს ძე 3

12. ახლა გამოიყვანეთ თორმეტი კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო კაცი თითო ტომიდან.

2მეფეთა 17

1. უთხრა ახითოფელმა აბესალომს: "ნება დამრთე, რომ შევარჩიო თორმეტი ათასი კაცი, ავდგები და ამაღამვე დავედევნები დავითს.

3მეფეთა 4

7. თორმეტი მოურავი ჰყავდა სოლომონს მთელს ისრაელში. ისინი ამარაგებდნენ სარჩოთი მეფესა და მის სახლს; თითოეულს წელიწადში ერთი თვის მანძილზე უნდა ეზიდნა სარჩო.

3ეფეთა 7

15. გამოსახა სპილენძის ორი სვეტი; ერთი სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო; თორმეტი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარშემო მეორე სვეტს.

3მეფეთა 10

20. ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა; არცერთ სამეფოში არ ყოფილა ამის მსგავსი რამ.

3მეფეთა 11

30. აიღო ახიამ ახალი მოსასხამი ზედ რომ ემოსა და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა.

3მეფეთა 18

31. აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო ძეთაგან იაკობისა, რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა, ისრაელი იქნებაო შენი სახელი.

2ნეშტთა 4

15. მის ქვეშ ერთი ზღვა და თორმეტი ხარი.

ეზრა 8

35. ტყვეობიდან დაბრუნებულმა, გადანასახლებმა ხალხმა შესწირა აღსავლენი ისრაელის ღმერთს: თორმეტი ხბო მთელს ისრაელზე, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი ბატკანი, თორმეტი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ყველაფერი აღსავლენ მსხვერპლად შეიწირა უფლისადმი.

იერემია 52

20. ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი ხარი სპილენძისა საკვარცხლბეკედ, რომლებიც მეფე სოლომონმა გააკეთა უფლის სახლისთვის - ამ ჭურჭლის სპილენძს წონა არ ჰქონდა.

დანიელი 4

29. თორმეტი თვის შემდეგ, ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას

მათე 19

28. ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად.

მათე 26

53. ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც.

ლუკა 2

42. და როცა თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში დღესასწაულზე ავიდნენ ისინი.

ლუკა 22

30. რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი.

იოანე 6

13. მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.

იოანე 11

9. მიუგო იესომ: "თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან წუთისოფლის სინათლეს ხედავს.

საქმეები 7

8. და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს.

გამოცხადება 12

1. და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.

გამოცხადება 21

12. ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი.

14. ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი.

გამოცხადება 22

2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.