4.15.65 Дом (семья, семейный очаг)

4.15.65 სახლი - სიტყვის მნიშვნელობანი ბიბლიაში

სახლში ოჯახური ყოფის ზოგიერთი ასპექტი:

- ოჯახის საქორწინო დალოცვა რუთ.4,11.12

- მისვლა 2მფ.14,24

- ავადმყოფების მოვლა მათ.8,6

- ხარება მარ.5,19

- საჭმლის მიღება 1კორ.11,34

- ცოლქმრის საუბარი 1კორ.14,35

- შვილების სულიერი აღზრდა 1ტიმ.5,4

- ზრუნვა ტიტ.2,5

- საოჯახო კერპები ჰქონდა ლაბანს დაბ.31,19

.

სიტყვის გამოყენების სხვადასვა მნიშვნელობები:

- საცხოვრებელი ადგილი მსაჯ.11,34 საქ.16,34

- ოჯახი დაბ.14,14 საქ.16,31

- შთამომავლობა დაბ.18,19 ლუკ.2,4

- რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი ეს.7,13 იერ.31,31

- სავანე ან ტაძარი გამ.34,26; 3მფ.6,3 ეზრ.5,2 ფს.41,5 ლუკ.6,4

- სამლოცველო სახლი მათ.21,13 მარ.11,17

- ეკლესია 1ტიმ.3,15

.

სახლებს არ იშენებდნენ და კარვებში ცხოვრობდნენ რექაბიანები იერ.35,5-10

.

სიმბოლურად:

- საფლავი იობ.30,23

- უსაფრთხოება და ხიფათი მათ.7,24-27

- გაყოფა მარ.3,25

- სხეული (კარავი) 2კორ.5,1

- მიწიერი ცხოვრება ფს.118,54; 2კორ.5,1.2

- მთელი ეკლესია ებრ.10,21

- ზეცა იოან.14,2

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

14. როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი კაცი და სდია მტერს დანამდე.

დაბადება 18

19. რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.

დაბადება 31

19. ცხვრის გასაპარსად იყო ლაბანი წასული და მოჰპარა რახელმა მამამისს საოჯახო კერპები.

გამოსვლა 34

26. შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.

მსაჯულნი 11

34. დაუბრუნდა იფთახი მიცფას, თავის სახლს და, აჰა, თავისი ასული გამოეგება სიმღერითა და ცეკვით; ის ერთი ჰყავდა იფთახს, მის გარდა არც ძე ჰყავდა და არც ასული.

რუთი 4

11. უთხრეს ქალაქის კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: "მოწმენი ვართ! უფლის მიერ იყოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და როგორც ლეა, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი; შეგძინოს სიმდიდრე ეფრათში და სახელი გაგითქვას ბეთლემში!

2მეფეთა 14

24. თქვა მეფემ: "თავის სახლში დაბრუნდეს, ჩემს სახეს ვერ იხილავს”. და დაბრუნდა აბესალომი თავის სახლში, მეფის სახე კი არ უხილავს.

3მეფეთა 6

3. ტაძრის წინა კარიბჭე ოცი წყრთა იყო სახლის სიგანის შესაბამისად და ათი წყრთა იყო სივრცე სახლის წინ.

ეზრა 5

2. მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შეალთიელის ძე და იეშუა იოცადაკის ძე და დაიწყეს ღვთის სახლის შენება იერუსალიმში. მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და ეხმარებოდნენ მათ.

იობი 30

23. ვიცი, რომ სასიკვდილოდ მიგყავარ, ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში.

ფსალმუნი 41

4. გული მეღვრება, როცა მახსენდება, როგორ მივყვებოდი ხალხის გუნდს, მივუძღვოდი მათ უფლის სახლამდე, მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.

ფსალმუნი 118

54. სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.

ესაია 7

13. თქვა ესაიამ: "ისმინე ახლა, დავითის სახლო: ცოტაა თქვენთვის კაცთა მოთმინებას რომ სცდით, ახლა ჩემი ღმერთის მოთმინების გამოცდაც რომ გინდათ?

იერემია 31

31. "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელისა და იუდას სახლებს.

იერემია 35

7. სახლები არ აიშენოთ, ნურც თესლს დათესავთ, ნურც ვენახს გააშენებთო და არც შეიძინოთო! კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღეების განმავლობაში, რათა დიდხანს იცოცხლოთ იმ მიწაზე, რომელზეც ხიზნობთო!

მათე 7

24. ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი.

25. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.

26. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი.

27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი.

მათე 8

6. უთხრა: "უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”.

მათე 21

13. უთხრა მათ: "დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”

მარკოზი 3

25. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი.

მარკოზი 5

19. მაგრამ ნება არ დართო, არამედ უთხრა: "წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა”.

მარკოზი 11

17. ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: "განა არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ერში? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.

ლუკა 2

4. იოსებიც ავიდა გალილეიდან, ნაზარეთის ქალაქიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ბეთლემი ეწოდება, რადგან დავითის სახლისა და ტომისა იყო იგი.

ლუკა 6

4. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?”

იოანე 14

2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?

საქმეები 16

31. მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.

34. სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.

1კორინთელთა 11

34. და თუ ვინმეს შია, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ.

1კორინთელთა 14

35. თუ რამის შესწავლა სურთ, სახლში თავიანთ ქმრებს ჰკითხონ; ვინაიდან სამარცხვინოა დედაკაცისთვის ეკლესიაში ლაპარაკი.

2კორინთელთა 5

1. რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი - კარავი, ღვთისგან გვაქვს შენობა ზეცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო.

2. ამიტომაც ვოხრავთ, და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას,

1ტიმოთე 3

15. მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.

1ტიმოთე 5

4. ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.

ტიტე 2

5. გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

ებრაელთა 10

21. და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში,