4.18.8 Что в человеке - как знал Иисус

4.18.8 რა არის ადამიანში - ცოდნა იესოს მსგავსად

ჩვენს გარშემო მყოფი პიროვნებების შესახებ ვიღებთ ცოდნას...

- ვიცით უშუალოდ ჩვენი თვალისა და ყურის მეშვეობით, იმის მიხედვით, რასაც ავლენს პიროვნება ჩვენთვის სააშკარაოდ: ცრუობს ჩვენთვის ცნობილი სიმართლის საწინააღმდეგოდ, აჩენს ვინმეს მიმართ თავის სასარგებლოდ გამოყენების მანიპულაციებს და სხვ.

-

- ვიცით ინტუიციით, მიხვედრით, - ჩვენ ხომ გენიალური ქმნილებანი ვართ და ხშირად ერთი შეხედვითვე ვგრძნობთ და ამოვიცნობთ, რაც არის კაცში.

-

- ვიცით სხვებისგან: ჩურჩულით, ჭორით, ვითომ კეთილმოსურნეობით თქმულის მიხედვით. ზოგჯერ ცნობისმოყვარეობით წაგრძელებული ყურითაც. როდესაც ღმერთი გვიგზავნის ადამიანს, რომ გავხდეთ მისთვის ღმერთის სიყვარულის გამტარად, ნუ მივცემთ ადგილს ჭორებსა და დაყრილ ხმებს

-

- და ვიცით ღმერთისგან, სულიწმიდით, ლოცვით, ღმერთისადმი დაკითხებით და მისდამი მორჩილების შედეგად.

-

როდესაც არ ვიცით, რა არის კაცში...

ვმადლობდეთ ღმერთს მისი სიბრძნისთვის, რომ არ ვიცით და არ გვიმხელს ბევრ რამეს, რომ არ ვართ გულთამხილავები. ჩვენ თუ გვეცოდინებოდა ვინმეს ფიქრები, გულის მდგომარეობა, მოტივები, არასიწრფელე - ვცდუნდებოდით ჩვენი ადამიანური ცოდვილი ბუნებით - აღარ გვექნებოდა ისეთივე ურთიერთობა, როგორც მანამდე. ვერ მოვიქცეოდით ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, აღარ დავხარჯავდით მათზე ჩვენს რესურსებს: დროს, ძალას, ფულს. სრული ცოდნა ზეგავლენას მოახდენდა ჩვენს მათდამი მსახურების ხარისხზე. ვიფიქრებდით, რომ უმჯობესია ისეთებს დავუთმოთ დრო, ვინც გვაფასებს და მადლიერია. ყურადღების კონცენტრირებას მოვახდენდით მხოლოდ ჩვენი თვალთახედვით "კარგებზე" და არ დავუთესდით სიტყვას ყველას. ღმერთს სურს ყველას გადარჩენა რომ მან იმოქმედოს მათზე ჩვენი მეშვეობით.

-

როდესაც გვიხსნის ღვთის სული და გვაწვდის ინფორმაციას პიროვნების შესახებ, ეს არ ნიშნავს, რომ ახლავე უნდა გავაკეთოთ რამე. ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენება ყოველი ჟამისთვის არ არის სასარგებლო, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს. მანამდე კი უნდა გვახსოვდეს, რომ დუმილი ოქროა ძვირფასი.

-

თუ გვაქვს ინფორმაცია პიროვნებაზე, ნუ განვსჯით და ნუ განვიკითხავთ, ნურავის შევატყობინებთ. დაველოდოთ ღმერთს, მოვა დრო ამ კაცისგან ნაყოფების გამოვლენისა. ყველა დაინახავს და შეამჩნევს. ახლა არავინ დაგვიჯერებს. მოვინიშნოთ მხოლოდ და გავაგრძელოთ მომსახურება მის მიმართ სიყვარულით, გავაგრძელოთ თესვა იმავე გულმოდგინებით როგორც მანამდე, როგორც ყველასთვის. მივცეთ შანსი მპატიებელი გულით, რადგან მიღებული გვაქვს არა ამქვეყნის, არამედ ღვთის სული, რომელიც არის ჩვენში (1კორ.2,11-13). ღმერთს სურს უბრალოდ მოვდუნდეთ და მივენდოთ მას, დავემორჩილოთ მის ხელმძღვანელობას და როცა საჭირო იქნება ის მოგვცემს ყველაფრის ცოდნას.

-

იმისათვის, რომ სწორი დამოკიდებულება გვქონდეს მოყვასის მიმართ, უმჯობესია...

მივბაძოთ ქრისტეს, ხორცში მოსულ ღმერთს, ისეთს, როგორიც იყო პირველი ადამი შეცოდებამდე, რომელიც ემორჩილებოდა და დამოკიდებული იყო ღმერთზე. ყველაფერი იცის მამამ და როცა დრო მოდის, ეუბნება სულით ხორცში მყოფ ძეს. ქრისტემ იცის ყველაფერი, მაგრამ დუმს საჭირო დრომდე და მხოლოდ იმას ამბობს, რისი საჭიროებაცაა იმჟამად. მისი დამოკიდებულება არ იცვლება პიროვნების მიმართ. უყვარს იგი და აგრძელებს მის მიმართ მსახურებას. თესავს ოთხივე სახის ნიადაგზე: გზის პირზე, ქვიანზე, ეკლიანზე და პოხიერზე. ქრისტეს ადამიანური ბუნება ყველაფრის ცოდნის მიუხედავად ირჩევს და იქცევა ისე. თითქოს არაფერი არ იცის წინასწარ. ის ხორცში ყოფნის დროს ემორჩილება და აკეთებს იმას, რასაც მამასთან ხედავს. ეკითხება მას და იგებს, რა უნდა გააკეთოს შემდგომ. ქრისტემ იცოდა, რომ მისი ერთერთი მოწაფე გასცემდა. იგი არ ესაუბრებოდა მას წინასწარ, არ განსჯიდა, არ განიკითხავდა, არ ეუბნებოდა თავის მოწაფეებს თუ ვინ იყო და როგორ იმოქმედებდა, მხოლოდ უკანასკნელ საღამოს მიუბრუნდა იუდას, რომელიც, როგორც ჩანს, თვითონ დასვა თავის გვერდით. იგი ბოლომდე აკაკუნებდა მის გულის კარზე და აჩვენებდა თითქოს არაფერი არ იცოდა, რადგან ასეთია ღმერთის გული. ღმერთმა იცის, ვინც არ მიიღებს, მაგრამ ბოლო მომენტამდე მიჰყვება მას მოთმინებით. ის თითქოს ემორჩილება მის ნებას, მისი ცხოვრების პროცესს. იცის რა იქნება მისი შემდგომი აზრი, გადაწყვეტილება. მასთან ერთად გადის ყველაფერს და აგრძელებს მის გულზე კაკუნს. ცდილობდა მის წამოყენებას, შანსის მიცემას. ვნახოთ მდიდარი ჭაბუკის მაგალითი. თუმცა ის იყო თვალთმაქცი, თითქოს მართლა ეძიებდა სხვა ცხოვრებას, მაგრამ მას ჰქონდა კერპი, ფული, მატერიალური კეთილდღეობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჭაბუკმა იხილა უფლისგან სიყვარულიც, მაგრამ... სამწუხაროდ მან არ დათმო პრივილეგიები უფლის გულისთვის, რომ ყოფილიყო მთლიანად დამოკიდებული ღმერთზე!

-

იესო გვაძლევს ღმერთისადმი მორჩილების თვალსაჩინო მაგალითებს ადამიანებისადმი მიმართებით, რაც უხვადაა ღვთის სიტყვაში.

-

ბიბლიის მუხლები

მათე 9

4. ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?

მათე 12

25. მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.

მათე 16

17. იესომ პასუხად უთხრა: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია.

მათე 24

36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.

მარკოზი 10

21. იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

22. ხოლო ის შეაკრთო ამ სიტყვამ და დამწუხრებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

ლუკა 5

22. მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში?

ლუკა 9

47. იესომ იცოდა მათი გულის ფიქრები, მოიყვანა ბავშვი და გვერდით დაიყენა.

იოანე 2

24. თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავის თავს, რადგან ყველას იცნობდა.

25. არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.

იოანე 3

1. ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი,

2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.

3. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს.

იოანე 5

17. მან კი მიუგო: "მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ”.

იოანე 6

15. იესომ იცოდა, რომ მოსვლას, მის შეპყრობას და გამეფებას აპირებდნენ, ამიტომ, კვლავ განმარტოვდა მთაზე.

61. იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: "ეს გაცდუნებთ თქვენ?

64. მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ”. რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.

იოანე 8

38. მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”.

იოანე 13

1. პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები, წუთისოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.

3. იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მას მისცა ხელთ, რომ ღმერთისგან გამოვიდა და ღმერთთანვე მიდის,

იოანე 15

15. მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.

იოანე 16

12. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ.

იოანე 18

4. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ?

1კორინთელთა 2

11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.

12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.

13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.