1.1.104 Ворота

Исх.32,26.27 Суд.16,3 Руф.4,1; 2цар.18,24; 3цар.22,10; 2Пар.26,9 Неем.2,3.8.13.17; 3,1; 8,16; 12,31.37.39 Пс.232,7; 106,16; 117,19.20 Ис.38,10 Иер.17,19.20; 20,2; 31,40 Иез.44,1.2 Соф.1,10 Матф.7,13; 16,18; 27,60 Деян.12,6.10 Отк.21,12.25

1.1.104 კარიბჭეები

მზადდებოდა:

- ხის ნეემ.2,3.17

- სპილენძის ფს.106,16

- რკინის საქ.12,10

.

შესასვლელი:

- ბანაკის გამ.32,26.27

- ქალაქის მსაჯ.16,3

- ციხე-სიმაგრის ნეემ.2,8

- ტაძრის ეზეკ.44,1.2

- სამარხის მათ.27,60

- სატუსაღოს საქ.12,6

- ქალაქის საქ.12,10

.

ემსახურებოდა:

- დაცვას 2მფ.18,24

- საქმიანი წინადადებების განხილვას რუთ.4,1; 3მფ.22,10

- დღესასწაულობებს ფს.23,7

- გამოცხადებებს იერ.17,19.20

.

სიმბოლურად:

- მართლობა (სიმართლე) ფს.117,19.20

- სიკვდილი ეს.38,10

- ხსნა მათ.7,13

- სატანური ძალები მათ.16,18

- ზეცა გმცხ.21,25

.

იერუსალიმის 12 კარიბჭე:

1. კუთხეთა 2ნეშ.26,9

2. სანაგვის ნეემ.12,31

3. ეფრემის ნეემ.8,16

4. თევზთა სოფ.1,10

5. წყაროსთვალის ნეემ.12,37

6. ცხენთა იერ.31,40

7. ბენიამინის ნეემ.12,39

8. საპყრობილეს ნეემ.12,39

9. ცხვრის ნეემ.3,1

10. ზემო იერ.20,2

11. ხევის ნეემ.2,13

12. წყლის ნეემ.8,16

.

ზეციური იერუსალიმის 12 კარიბჭე გმცხ.21,12

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 32

26. ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა, ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები.

27. უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.

მსაჯულნი 16

3. შუაღამემდე ეძინა სამსონს. შუაღამით ადგა, მოხვია ხელი ქალაქის კარსა და ორივე ბჭეს, ურდულიანად მოგლიჯა, მხარზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა ხებრონს გადაღმა.

რუთი 4

1. ავიდა ბოყაზი კარიბჭესთან და იქ დაჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ნათესავმა კაცმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა: მოდი, სახელით მოუხმო, აქ დაჯექიო. ისიც მივიდა და დაჯდა.

2მეფეთა 18

24. დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა; ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა; ასწია თავი და ხედავს, ვიღაც კაცი მორბის მარტო.

3მეფეთა 22

10. ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ- თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.

2ნეშტთა 26

9. კოშკები ააშენა ყუზიამ იერუსალიმში, კუთხეთა კარიბჭეებზე, ხეობის კარიბჭესა და ყველა კიდეზე და გაამაგრა ქალაქი.

ნეემია 2

3. ვუთხარი მეფეს: საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?

8. ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეთა ასაფიცრად, ასევე ტაძრისათვის, ქალაქის კედლისათვის და იმ სახლისათვის, რომელშიც მე ვიცხოვრებ. მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის მოწყალე ხელი იყო ჩემზე.

13. ღამიანად გავედი ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისკენ, დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.

17. ვუთხარი მათ: ხომ ხედავთ რა უბედურ დღეში ვართ, როგორ არის გაპარტახებული იერუსალიმი და როგორ არის მისი კარიბჭეები ცეცხლშიგადაბუგული. წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი, და ნუღარ ვიქნებით შერცხვენილნი.

ნეემია 3

1. ადგნენ მღვდელმთავარი ელიაშიბი და მისი ძმანი, მღვდლები და ააშენეს ცხვრის კარიბჭე; წმიდა ჰყვეს იგი, კარი ჩაუყენეს და წმიდა ჰყვეს მეას გოდოლამდე და ხანანელის გოდოლამდე.

ნეემია 8

16. გავიდა ხალხი, მოიტანეს და გაიკეთეს კარვები, თითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე.

ნეემია 12

31. კედელზე ავიყვანე იუდას მთავრები და დავაყენე ორი დიდი გუნდი, რომლებიც მადლობას სწირავდნენ და მარჯვენა მხარეს მიუყვებოდნენ სანაგვის კარიბჭისკენ.

37. წყაროსთვალის კარიბჭესთან, მოპირდაპირე მხარეს მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალ კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლების კარიბჭისკენ, აღმოსავლეთით.

39. ეფრემის კარიბჭეზე, ძველ კარიბჭეზე და თევზის კარიბჭეზე, ხანანელის გოდოლისა და ასეულის გოდოლზე გავლით ცხვრის კარიბჭემდე; და დადგნენ საპყრობილეს კარიბჭესთან.

ფსალმუნი 23

7. მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.

ფსალმუნი 106

16. რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა.

ფსალმუნი 117

19. გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,

20. ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ.

ესაია 38

10. ვიფიქრე, შავეთის ბჭეებს მივადექი-მეთქი ჩემი ცხოვრების შუაძალზე, წამერთვა- მეთქი დარჩომილი წლები;

იერემია 17

19. ასე მითხრა უფალმა: წადი და დადექი საერთო კარიბჭესთან, რომლითაც შემოდიან და გადიან იუდას მეფეები, და იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან,

20. უთხარი მათ: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფეებო, მთელო იუდავ და იერუსალიმის მკვიდრნო, ამ კარიბჭეებში შემომსვლელნო!

იერემია 20

2. აცემინა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველი და დილეგში ჩააგდო, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლთან.

იერემია 31

40. გვამებისა და ფერფლის მთელი ხეობა, მთელი მინდორი კედრონის ნაკადულამდე, ცხენების კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - წმიდაა უფლისთვის, არ აღმოიფხვრება და აღარასოდეს დაინგრევა”.

ეზეკიელი 44

1. დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.

2. მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება.

სოფონია 1

10. იმ დღეს გაისმება - ამბობს უფალი - გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან, მოთქმა საპირისპირო მხრიდან და დიდი ნგრევის ხმა მაღლობებიდან.

მათე 7

13. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე.

მათე 16

18. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.

მათე 27

60. და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა.

საქმეები 12

6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.

10. პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი.

გამოცხადება 21

12. დიდი და მაღალი გალავანი აქვს, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებში - თორმეტი ანგელოზი; და ზედ დაწერილი სახელები, რომლებიც ისრაელიანთა თორმეტ ტომს ეკუთვნის.

25. არ დაიკეტება დღისით მისი კარიბჭენი, რადგან ღამე აღარ იქნება იქ.

-----------------------

სურათზე: სანაგვის კარიბჭე