2.2.38.Чудеса - переход на море и реке, как на суше

Исх.14,16.[21],, 15,8 иисн.З,13-16,, 4,23 неем.9,11 Ивд.5,13 Иов.26,12 Пс.65,6; 73,13;, 77,13 105,7-10; 113,3.5; 135,13 Прем.10,18 Ис.11,15; 43,2; 51,10

2.2.38. ზღვასა და მდინარეზე მშრალად გადაყვანის სასწაულები

გამ.14,16.[21],, 15,8 იესნ.З,13-17,, 4,23 ნეემ.9,11 ივდ.5,13 ფს.65,6; 77,13; 105,7-10; 113,3.5; 135,13-15 სიბრ.10,18 ეს.11,15.16; 43,2; 51,10

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 14

16. შენ კი კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში.

21. დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა და გაიპო წყალი.

გამოსვლა 15

8. შენი ნესტოების ქარით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ზვირთები, შენივთდა მორევი შუაგულ ზღვაში.

იესო ნავეს ძე 3

13. როგორც კი მღვდლები, რომლებიც უფლის, მთელი ქვეყნის პატრონის კიდობანს ატარებენ, ფეხს ჩადგამენ იორდანეს წყალში, გაიპობა დაღმა იორდანის წყალი და ერთ კედლად აღიმართება.

14. როცა დაიძრა ხალხი თავ-თავისი კარვებიდან, რომ გადაელახათ იორდანე, მღვდლებმაც წაიღეს ხალხის წინ აღთქმის კიდობანი.

15. როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში (მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე),

16. დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ქალაქ ადამიდან, ცართანის გვერდით რომ არის. უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი.

17. უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მყარად იდგნენ მშრალზე შუაგულ იორდანეში. ასე გადიოდა მთელი ისრაელი მშრალზე, ვიდრე მთელმა ერმა არ გადალახა იორდანე.

იესო ნავეს ძე 4

23. რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს, თქვენს ღმერთს, იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო ჩვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით,

ნეემია 9

11. მათი თვალწინ გააპე ზღვა და შუაგულ ზღვაში ხმელეთზე გაიარეს, მათი მხედრები კი ღურღუმელში ისე ჩაძირე, როგორც ლოდი აბობოქრებულ წყლებში.

ივდითი 5

13. დააშრო ღმერთმა მეწამული ზღვა მათ წინაშე,

ფსალმუნი 65

6. გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.

ფსალმუნი 77

13. გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.

ფსალმუნი 105

7. ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.

8. მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.

9. და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.

10. და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.

ფსალმუნი 113

3. ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.

5. რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?

ფსალმუნი 135

13. რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

14. და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

15. და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

სიბრძნე სოლომონისა 10

18. გადაიყვანა ისინი მეწამულ ზღვაზე და ადიდებულ წყლებს გაღმა გადაუძღვა.

ესაია 11

15. ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს.

16. გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა.

ესაია 43

2. როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება.

ესაია 51

10. განა შენ არ ამოაშრე ზღვა, დიდი უფსკრულის წყლები? და ზღვის სიღრმეები გზად გადააქციე თავდახსნილთა გადასავლელად?