1.9,21 Адам

Быт.1,26.27; 2,7.8.15-25; 3,6-12; 4,1 Вт.32,8 Екк.7,29 Ин.3,16 Рим.5,12.14; 1Кор.15,45; 1Тим.2,13.14

1.9.21 ადამი

(წითელი მიწა)

 

შექმნილია

- ღვთის ხატად და მსგავსად დაბ.1,26.27

- მიწის მტვერისაგან დაბ.2,7

- ღმერთმა შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა დაბ.2,7

- შექმნილია წმინდად ეკლ.7,29

- გონიერად დაბ.2,19.20

- ცოცხალ მშვინვად 1კორ.15,45

- პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა 1ტიმ.2,13

 

დასაწყისში

- მშრომელი დაბ.2,8.15

- მიიღო ღმერთისგან მცნება დაბ,2,16.17

- ქმარი დაბ,2,18-25

- ცოდვილი დაბ.3,6-12

- მამა დაბ.4,1

- კაცობრიობის მამამთავარი რომ.5,14

 

მისი ცოდვა

- პროვოცირებულია სატანისგან და ცდუნებულია ევასგან დაბ.3,6

- ადამი კი არ შემცდარა, არამედ ევა 1ტიმ.2,14

ადამის ყველა შთამომავალი

- ცოდვილია რომ.5,12

- მოკვდავია რომ.5,12.14

- მოფენილია მთელ დედამიწაზე რჯ.32,8

- საჭიროებს ხსნას ინ.3,16

 

ადამის სახელთან დაკავშირებული ქალაქები

- ადამი, ქალაქი ცართანის მახლობლად, სადაც მდინარე იორდანეს წყალი გაჩერდა და კედლად აღიმართა, რათა გაევლოთ ისრაელიანებს იესნ.3,16

- ადამა (წითელი ნიადაგი) და ადამი-ნეკები (მიწიერი) ნაფთალიანების ციხე-ქალაქები იესნ.19,33.36

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 1

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

 

დაბადება 2

7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.

8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.

15. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.

16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.

17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.

18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.

19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.

20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.

21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.

22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.

23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.

24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.

25. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.

 

დაბადება 3

6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.

7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.

8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.

9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?

10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.

11. უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?

12. უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.

 

დაბადება 4

1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.

 

მეორე რჯული 32

8. როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.

 

ეკლესიასტე 7

29. აჰა, ეს ვპოვე მხოლოდ: ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ.

 

იოანე 3

16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

 

რომაელთა 5

12 ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.

14 მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა.

 

1კორინთელთა 15

45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად.

 

1ტიმოთე 2

13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.

14. ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.2,7 - რას ნიშნავს ცოცხალი არსება? - მოქმედ სულს, რომლისთვისაც სხეულის ნაწევარნი მის ნებას ჰმორჩილებენ და სულის სამოქმედო იარაღნი არიან.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

 

,***

დაბ.2:7 გამოსახა: საწყის თავებში დაბადების პროცესის აღსაწერი ექვსი ებრაული სიტყვა მნიშვნელობით ერთმანეთს საკმაოდ წააგავს. თანამედროვე მთარგმნელები სხვადასხვა სინონიმებს იყენებენ. ამით მკითხველი იგებს, რომ დედანში რამდენიმე ებრაული სიტყვა იქნა გამოყენებული. ექვსივე მათგანი, ჩვეულებრივ, ღვთის შემოქმედებით საქმიანობას ასახავს:

‘ბარა (1:1) _ `შექმნა~;

‘ასა (1:7) _ `გაკეთება~;

ნათან (1:17) _ `დადგენა~;

იაცარ (2:7) _ `გამოსახვა~;

ბანა (2:22) _ `აშენება~

და ქანა (4:1; 14:19) _ `შექმნა~, `ფლობა~, `შეძენა~.

ყველაზე ინტიმური მომენტი მაშინ დადგა, როცა შემოქმედმა შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა. `მასში იყო სიცოცხლე~ (იოან.1:4); და მან კაცობრიობას უმშვენიერესი სიცოცხლე უბოძა, რომლის მიცემაც მხოლოდ ღმერთს შეეძლო.

***

დაბ.2:7 ადამიანის უნიკალურობა და ფასეულობა; ადამიანის ღირსება; ღვთიური ხვედრი. შეიქმნა რა მიწის მტვრისგან, ადამიანიც, სხვა ქმნილებების მსგავსად, ბიოლოგიური არსებაა. მიუხედავად ამისა, მისი, როგორც ქმნილების არსებობა, საკმარისი არ არის ადამიანის აღსაწერად, რადგან იგი ქმნილების გვირგვინია. ამ განსხვავებას საფუძვლიანი მიზეზი აქვს _ ადამიანს უშუალოდ ღმერთმა ჩაჰბერა სიცოცხლე.

დანარჩენი ქმნილებისგან განსხვავებით, ადამიანი ღმერთთან აღთქმით ურთიერთობაში შეიქმნა. სწორედ ამიტომ მას გამორჩეულად დიდი ფასი აქვს და განსაკუთრებული ხვედრი ელოდება. ადამიანის შემოქმედთან მსგავსება (1:26, 27) პირადი ერთობის ფორმით და ფუნქციით ხორციელდება. ღმერთის ჩანაფიქრით, ადამიანის პიროვნება შინაგანი ცნობიერებისა და თვითგაცნობიერების უნარისგან შედგება, რასაც თან ახლავს ორი რამ _ თავისუფლება და ღმერთის, სხვა ადამიანებისა და გარე სამყაროს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა.

ღმერთმა ადამიანს სხვა ქმნილებებზე გაცილებით უმჯობესი და კეთილშობილური ხვედრი განუსაზღვრა. როცა თქვა, `შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად~. ამ სიტყვებით მან სამყაროს საძირკვლის ჩაყრისთანავე განიზრახა დიდებული მომავლის შექმნა მათთვის, ვინც იესო ქრისტეს გამომსყიდველ მადლს აირჩევდა (ეფ. 1:4-6). (ფს. 8:4-8/საქ. 17:26-29)

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

----------------------

სურათი "ადამი და ევა შვილებთან ერთად" მხატვარი ივანოვი