1.2.70 Развратилась земля

6,11-12. В этой главе вновь говорится о порочности того поколения, то ли для контраста с благочестием Ноя – он был праведен и совершенен, когда вся земля стала порочной, – то ли для дальнейшего оправдания решения Бога погубить мир, о котором Он собирался сообщить Своему слуге Ною.

– Комментарии Мэтью Генри

 

Стих 11

Разумеющий дело таким образом может спросить меня в ответ: был ли Адам – первый человек, сотворенный Богом в начале мира, – осужден за неверность или за грех? Я не нахожу здесь никакого неверия, но одно только непослушание, из-за которого он и был осужден, а по его примеру подвергаются осуждению и все остальные. И Каин был осужден не за неверие, а за убийство брата. Да чего же больше, если я читаю, что весь этот мир был погублен потопом не из-за неверия, но из-за преступления.

 – Толкования Августина

1.2.70 წაირყვნა ქვეყანა და აივსო უსამართლობით

წარღვნის წინ ამბობს ამას ღვთის სიტყვა და ამასვე ხედავს ჩვენს დღეებში, ბოლო ჟამს, ამიტომ ვეშუროთ, მოვინანიოთ და შევუდგეთ ქრისტეს, ნუ დავრჩებით ამ ბლანტ მასაში დაბ.6,[11]-13; 3ეზრ.3,8-10

 

შევიდეთ მის კიდობანში - ეკლესიაში, ვიდრე დროა დაბ.7,1

 

ღვთის სხვა მსგავსი წუხილები დასაღუპად განწირულებზე დაბ.13,13 ფს.10,5 იერ.6,7 ოს.4,1-3

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 6

11. წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით.

12. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე.

13. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ.

 

დაბადება 7

1 და უთხრა უფალმა ნოეს: “შედი შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში.

 

დაბადება 13

13. ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.

 

ფსალმუნი 10

5 უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.

 

იერემია 6

7. როგორც ჭაში გროვდება წყალი, ასე დაგროვდა მასში ბოროტება. ძალადობა და ძარცვა ისმის იქ, სნეულება და ჭრილობებია ჩემს წინაშე მუდამ.

 

ოსია 4

1. ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან არ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.

2. წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს.

3. ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ.

 

3ეზრა 3

8. დადიოდა ყოველი ხალხი თავის ნებაზე და საოცრებებს სჩადიოდა შენს წინაშე და შეიძულა შენი მცნებები.

9. იმ დროს რომ მოუვლინე წარღვნა წუთისოფლის მკვიდრებს და ამოწყვიტე ისინი.

10. თითოეულ მათგანში მოხდა ეს, როგორც ადამისთვის სიკვდილი, ასევე მათთვის წარღვნა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.6,11 - საქმეში ჩახედულ ვინმეს ამგვარად შეეძლო ეკითხა: ადამი – პირველი კაცი, ქვეყნიერების დასაწყისში ღმერთისგან შექმნილი, – განკითხულ იქნა უერთგულობისთვის თუ ცოდვისთვის? მე აქ ვერანაირ ურწმუნოებას ვერ ვხედავ, მხოლოდ ერთი დაუმორჩილებლობაა ის, რისთვისაც დაისაჯა, ხოლო მისი მაგალითით განიკითხებიან ყველა დანარჩენნიც. კაენიც განისაჯა არა ურწმუნოებისთვის, არამედ ძმის მოკვლისთვის. და აქაც იმასვე ვკითხულობთ, რომ მთელი ქვეყნიერება დაიღუპა წარღვნით არა ურწმუნოების, არამედ დანაშაულის გამო.

__ ავგუსტინის კომენტარი __

 

***

დაბ.6,11-12. საუბარია თაობის გახრწნაზე, კეთილმსახურ ნოესთან კონტრასტში – იგი იყო მართალი და სრულყოფილი, როცა რომ მთელი დედამიწა გაირყვნა, – ნათქვამია იმ გადაწყვეტილების გასამართლებლად, რომლის გაცნობასაც აპირებს თავის მსახურ ნოესთვის.

__ მეთიუ ჰენრის კომენტარი __