4.18.18 Гнев человеческий

4.18.18 რისხვა ადამიანური

გამოწვეული:

- ძმის მოტყუებით დაბ.27,45

- ცოლის ჩივილით დაბ.30,1.2

- ცრუ ბრალდებით დაბ.31,36

- გაუპატიურებით დაბ.34,7

- მხეცური საქციელებით დაბ.49,6.7

- ლიდერის გაბრაზებით გამ.11,8

- ხალხის კერპთაყვანისმცემლობით გამ.32,19.22

- დაუმორჩილებლობით რიცხ.31,14-16

- სულით განრისხება 1მფ.11,6

- ძმაზე გაბრაზება 1მფ.17,28 ლუკ.15,28

- ეჭვიანობით 1მფ.18,8

- შურით 1მფ.20,30

- სიმართლის მიუღწევლობით 1მფ.20,34

- ღვთისმსახურის განკითხვით 2ნეშ.26,19

- უკეთური მიმართვით ნეემ.5,6.7

- ცოლის დაუმორჩილებლობით ესთ.1,12

- უპატივცემულობით ესთ.3,5

- ასტროლოგების უძლურებით დან.2,12

- ხორცის საქმეა გალ.5,19.20

- გაღიზიანებით ეფ.6,4

.

სამართლიანი რისხვა:

- იაკობის დაბ.31,36

- მოსესი გამ.32,19

- სამსონის მსაჯ.14,19

- საულის 1მფ.11,6

- სამუელის 1მფ.15,17-31

- იონათანის 1მფ.20,34

- ქრისტესი მარ.3,5

.

უკეთური რისხვა:

- კაენის დაბ.4,5.6

- ფოტიფარის დაბ.39,19

- სიმონის და ლევის დაბ.49,6.7

- ბალაამის რიცხ.22,27.28

- საულის 1მფ.20,30

- ნაყამანის 4მფ.5,11.12

- ასას 2ნეშ.16,10

- ყუზიას 2ნეშ.26,19

- ახაშვეროშის ესთ.1,12

- ჰამანის ესთ.3,5

- ნაბუქოდონოსორის დან.3,13

- იონას იონ.4,1-9

- ჰეროდეს მათ.2,16

- ებრაელების ლუკ.4,28

.

შედეგები:

- შეთქმულება და მეფის მოკვლის მცდელობა ესთ.2,21

- მკვლელობა იობ.5,2

- დასჯა იგავ.19,19

- ბრბოს განუკითხაობა საქ.19,28.29

.

მშვიდდება:

- კეთილი რჩევით 4მფ.5,13

- სამართლიანი სასჯელით ესთ.7,10

- ტკბილი პასუხი იგავ.15,1

.

ქრისტიანის დამოკიდებულება რისხვასთან:

- იყოს ნელი რისხვაში იაკ.1,19

- არ შესცოდოს რისხვაში ეფ.4,26

- განიშოროს რისხვა ეფ.4,31

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4

5. კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.

6. ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?

დაბადება 27

45. შენი ძმის რისხვა რომ დაცხრება და შენს საქციელს დაივიწყებს, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან: ორივე ერთ დღეს რატომ დაგკარგოთ?”

დაბადება 30

1. დაინახა რახელმა, რომ ვერ გაუჩინა შვილი იაკობს, შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: "მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები”.

2. განრისხდა იაკობი რახელზე და უთხრა: "ღმერთი ხომ არ ვარ, რომელმაც მუცლის ნაყოფი დაგიბრკოლა?”

დაბადება 31

36. განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: "რა დავაშავე, რა შეგცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?

დაბადება 34

7. იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.

დაბადება 39

19. როცა მოისმინა იოსების ბატონმა ცოლის ნათქვამი: შენი მონა ასე მომექცაო! ძალიან განრისხდა.

დაბადება 49

6. ნუ მივა მათ თათბირზე სული ჩემი, ნუმც ზიარებულა მათ საკრებულოს ღირსება ჩემი! რადგან მრისხანებაში მოკლეს კაცი და თავისი ჟინით გამოძარღვეს ხარი!

7. წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან დაუნდობელია; და გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!

გამოსვლა 11

8. ჩამოვლენ ჩემთან შენი მსახურნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: ‘გადით შენ და შენი ხალხი, რომელიც მოგყვება!’ და ამის შემდეგ გავალ”. და გამოვიდა მოსე ფარაონისგან განრისხებული.

გამოსვლა 32

19. ბანაკს რომ მიუახლოვდა, დაინახა ხბო და მოცეკვავენი, აინთო მოსე რისხვით, მოისროლა ხელიდან ქვის დაფები და დაამსხვრია მთის ძირას.

22. უთხრა აჰარონმა: "ნუ აინთება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.

რიცხვნი 22

27. დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი და გაწვა ბილყამის ქვეშ. აღინთო ბილყამის რისხვა და ჯოხით ცემა დაუწყო ვირს.

28. პირი გაუხსნა ვირს უფალმა და უთხრა ვირმა ბილყამს: "რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ?”

რიცხვნი 31

14. და განრისხდა მოსე ჯარის სარდლებზე, ათასისთავებსა და ასისთავებზე, რომლებიც საომარი ლაშქრობიდან მობრუნდნენ.

15. უთხრა მათ მოსემ: "რად დატოვეთ ცოცხალი ყველა ქალი?

16. განა, ბილყამის რჩევით არ აცდუნეს მათ ისრაელის ძენი? რათა ემუხთლათ უფლისთვის ფეღორზე და მომსვრელი სენი მოედო უფლის კრებულს?

მსაჯულნი 14

19. გადმოვიდა მასზე უფლის სული, ჩავიდა აშკელონში, დახოცა ოცდაათი იქაური კაცი, გახადა სამოსელი და მისცა გამოცანის გამომცნობთ. რისხვით აღენთო და წავიდა თავისი მამის სახლში,

1მეფეთა 11

6. ღვთის სული დაეშვა საულზე, როცა ეს სიტყვები მოისმინა და განრისხდა ფრიად.

1მეფეთა 15

17. უთხრა სამუელმა: "განა უღირსად არ მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა თავად და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა?!

1მეფეთა 17

28. გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, დავითის ლაპარაკი ხალხთან, გაუბრაზდა და უთხრა: "აქ რისთვის ჩამოხვედი? რატომ მიატოვე მცირედი ფარა უდაბნოში? ვიცი შენი სიამაყისა და ბოროტი გულის ამბავი, ბრძოლის სანახავად ჩამოხვიდოდი”.

1მეფეთა 18

8. დიდად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები და თქვა: "დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. სამეფოღა აკლია!”

1მეფეთა 20

30. რისხვით აინთო საული იონათანის მიმართ და უთხრა: "უკუღმართობისა და სიჯიუტის ძეო! განა არ ვიცი, რომ იესეს ძე აირჩიე მეგობრად შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?

34. განრისხებული ადგა იონათანი სუფრიდან, აღარ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე და იმაზე, რომ ასე შეურაცხყო მამამისმა.

4მეფეთა 5

11. განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: "აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი.

12. განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული.

13. მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: "მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”.

2ნეშტთა 16

10. განურისხდა ასა მხილველს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაბრაზდა; ავიწროებდა ასა ზოგიერთებს ხალხიდან იმ ხანებში.

2ნეშტთა 26

19. განრისხდა ყუზია, ხელში კანდელი ეპყრა საკმევლად; აჰა, მღვდლებზე განრისხებისას კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.

ნეემია 5

6. ძალიან გავბრაზდი, როცა მათი მოთქმა და ასეთი სიტყვები მოვისმინე.

7. გულმა მიკარნახა, ვედავე დიდებულებსა და მთავრებს და ვუთხარი, თქვენს ძმებს ვახშს ახდევინებთ-მეთქი! დიდი კრებული მოვიწვიე მათ წინააღმდეგ.

ესთერი 1

12. მაგრამ არ ინება დედოფალმა ვაშთიმ მისვლა, საჭურისთა მეშვეობით მისთვის გადაცემული მეფის ბრძანებისამებრ. ძლიერ განრისხდა მეფე და გამძვინვარდა.

ესთერი 2

21. იმ დღეებში, როდესაც მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი, გაბრაზდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, მისი კარის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჩაიდეს გულში.

ესთერი 3

5. იხილა ჰამანმა, რომ არ უჩოქებს და არც თაყვანს სცემს მას მორდექაი და აღივსო რისხვით ჰამანი.

ესთერი 7

10. და ჩამოკიდეს ჰამანი ძელზე, რომელიც მან მორდექაის გაუმზადა და დაცხრა მეფის რისხვა.

იობი 5

2. რადგან უგუნურს რისხვა სრავს, ბრიყვს კი შური კლავს.

იგავნი 15

1. ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.

იგავნი 19

19. ფიცხი და მრისხანე კაცი მკაცრად დასაჯე, რადგან თუ დაინდობ, მაინც მოგიწევს დასჯა.

დანიელი 2

12. ყოველივე ამის გამო ძლიერ განრისხდა მეფე და ბრძანა ბაბილონის ყველა ბრძენი დაეხოცათ.

დანიელი 3

13. მაშინ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა; და მოიყვანეს ეს კაცები მეფის წინაშე.

იონა 4

1. ძლიერ გაღიზიანდა იონა და გამწარდა.

2. შეღაღადა უფალს და უთხრა: "გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას.

3. ახლა კი, უფალო, გემუდარები, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს!”

4. და ჰკითხა უფალმა: "ნუთუ ასე გეწყინა შენ?”

5. გამოვიდა იონა ქალაქიდან, დაჯდა ქალაქის აღმოსავლეთით; საჩრდილობელი გაიკეთა და დაჯდა მის ქვეშ; რომ ენახა, რა მოუვიდოდა ქალაქს.

6. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა აყირო, აღმოცენდა იგი იონას თავს ზემოთ, რათა საჩრდილობლად ყოფილიყო და წყენა გაექარვებინა მისთვის. დიდად გაიხარა იონამ იმ აყიროს გამო.

7. და მოუხმო უფალმა მატლს მეორე დილას, რათა გამოეჭამა მცენარე და დააჭკნო იგი.

8. მზე რომ ამოვიდა, მოუხმო ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელ ქარს და დასიცხა მზემ იონა, ისე დასუსტდა, რომ სიკვდილს ნატრობდა; ამბობდა: სიკვდილი მიჯობს ასეთ სიცოცხლესო!

9. ჰკითხა ღმერთმა იონას: "ნუთუ ასე გაბრაზდი იმ აყიროს გამო?” უპასუხა: "ძალიან გავბრაზდი, სიკვდილიც კი ვინატრე!”

მათე 2

16. როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა.

მარკოზი 3

5. იესომ რისხვით გადახედა მათ მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და მოურჩა იგი.

ლუკა 4

28. ეს რომ სინაგოგაში მყოფებმა მოისმინეს, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ.

ლუკა 15

28. ის გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა.

საქმეები 5

17. აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.

საქმეები 19

28. ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და იყვირეს: "დიდია ეფესელთა არტემისი!”

29. მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს მაკედონელი არისტარქოსი და გაიუსი, პავლეს თანამგზავრნი, და ერთსულოვნად თეატრონისკენ გაეშურნენ.

იაკობი 1

19. ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში - მძიმე და რისხვაში - ნელი.

გალატელთა 5

19. ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,

20. კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება,

ეფესელთა 4

26. განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.

31. ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

ეფესელთა 6

4. თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.