3.43.18 Двор

3.43.18 ეზო

- სავანის გამ.27,9

- ტაძრის 3მფ.6,36

- სასახლის 3მფ.7,8

- სასახლის ეზო-ბაღი ესთ.1,5

- სახლის 2მფ.17,18

- საყარაულოს იერ.32,2

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 27

9. სამხრეთის მხარეს სავანის ეზო მოაწყვე, ასი წყრთის სიგრძის გრეხილი ბისონის ფარდები ჰქონდეს ეზოს ერთ მხარეზე.

2მეფეთა 17

18. დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა ბიჭმა და შეატყობინა აბესალომს. საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მივიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში. იმ კაცს ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ.

3მეფეთა 6

36. შიდა ეზო თლილი ქვის სამი მწკრივისა და კედარის ძელების მწკრივისგან მოაწყო.

3მეფეთა 7

8. მეორე ეზო ჰქონდა სახლს, დარბაზის უკან, სადაც სოლომონი ცხოვრობდა და ასევე იყო აგებული საცხოვრებელი სახლი ფარაონის ასულისთვის, რომელიც ცოლად მოიყვანა სოლომონმა.

ესთერი 1

5. ეს დღეები რომ ჩათავდა მეფემ ყველა იმ ხალხს, ვინც შუშანში, სატახტო ქალაქში, იმყოფებოდა, დიდიდან პატარამდე, შვიდდღიანი ნადიმი გაუმართა მეფის სასახლის ეზო-ბაღში.

იერემია 32

2. ბაბილონის მეფის ლაშქარს იერუსალიმი ალყაში მოექცია, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი დამწყვდეული იყო საყარაულო ეზოში, რომელიც იუდას მეფის სახლთანაა.