3.43.15 Не заботьтесь о завтрашнем дне

3.43.15 ნუ ვიზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, იმედი დავდოთ ღმერთზე

დაბ.28,20 გამ.16,18-20; 3მფ.17,4-6.14-16; 4მფ.7,1.2 იობ.38,39-41 ფს.146,9 მათ.6,25-[34]; 16,8.9 ლუკ.12,26-31 რომ.14,17 ფლპ.4,6.7.10-17 კოლ.3,2; 1ტიმ.6,6-8 ებრ.6,3; 13,5.6

ბიბლიის მუხლები

დაბადება 28

20. დადო იაკობმა აღთქმა და თქვა: "თუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიცავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგავარ, მომცემს პურს საჭმელად, სამოსს შესამოსად

გამოსვლა 16

18. არწყეს გომერით; არც ბევრის შემგროვებელს აღმოაჩნდა ზედმეტი და არც მცირეს შემგროვებელს კლებია რამე. თითოეულს იმდენი ჰქონდა შეგროვილი, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.

19. უთხრა მათ მოსემ: დილისთვის არვინ მოიტოვოს ნარჩენები.

20. არ დაუჯერეს მოსეს. და დილისთვის მოიტოვეს ნარჩენები. გაუჩნდა მატლი და ამყრალდა, და გაურისხდა მათ მოსე.

3მეფეთა 17

4. ამ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანებ, რომ გკვებონ მანდ.

5. წავიდა ისიც და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.

6. მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა.

14. რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამქვეყნად.

15. წავიდა ქალი და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა: ჭამდა თვითონ, მისი სახლიც და ელიაც რამდენიმე ხანს.

16. ქოთანში ფქვილი არ ილეოდა და დოქში ზეთი არ იკლებდა უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას პირით.

4მეფეთა 7

1. თქვა ელისემ: ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ხვალ ამ დროს ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთან.

2. მიუგო ღვთისკაცს კარისკაცმა, რომლის მკლავს ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა: აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი? თქვა ღვთისკაცმა: აჰა: შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.

იობი 38

39. ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს,

40. როცა ბუნაგებში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში?

41. საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ?

ფსალმუნი 146

9. აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.

მათე 6

25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?

26. შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?

27. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?

28. ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ.

29. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.

30. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

31. ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო?

32. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.

33. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.

34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი.

მათე 16

8. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო?

9. ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?

ლუკა 12

26. ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის?

27. შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.

28. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

29. მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ.

30. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.

31. მაშ, ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ.

რომაელთა 14

17. რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.

ფილიპელთა 4

6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.

7. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.

10. დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ.

11. იმიტომ როდი ვამბობ, რომ მიჭირს, რადგანაც ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს.

12. გაჭირვებაც ვიცი რა არის და დალხინებაც, ყველაფერი გამომიცდია: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც.

13. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.

14. მაგრამ კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი.

15. თქვენ ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაბამს, როცა მაკედონიიდან გამოვედი, თქვენს გარდა არცერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა: არც რა მომცა და არც რა მიიღო ჩემგან.

16. თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა.

17. იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად.

კოლასელთა 3

2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.

1ტიმოთე 6

6. თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.

7. რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ.

8. თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.

ებრაელთა 6

3. და ამასაც გავაკეთებთ, თუ ღმერთი ინებებს.

ებრაელთა 13

5. ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.

6. ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“

__თემაზე წერდნენ__

***

ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება.

__ წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი __

***

უფალი, ღმერთი, ყოველთა შემოქმედი და ყოვლისმპყრობელი, გლახაკ, უქონელ ადამიანად შეიქნა! და შენც, მისი ჭეშმარიტი მორწმუნე და მიმდევარი, ამქვეყნად მოსული ღმერთის მსგავსად ყოფნას უნდა ეცადო, ანუ მასავით გლახაკი და უქონელი უნდა იყო ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს, გლახაკად კი იესო ქრისტე იმისთვის შეიქნა, რომ შენ განემდიდრებინე, ანუ რათა შენთვის გადმოეცა თავისი ულევი საღმრთო მადლის ნაწილი; კვალად ხორციც იმისთვის შეიმოსა და ადამიანური ბუნებაც სწორედ იმისთვის შეიძინა ქრისტემ, რომ შენ შეგძლებოდა მისი ღმრთაების თანამოზიარე გამხდარიყავი . . . და როცა მართლაც მიიღებ საღმრთო მადლს, მაშინ თვით ქრისტეს შეიძენ შენს არსებაში. ამიტომ თუკი შენ ნამდვილად ქრისტესადმი სიყვარული გშია და გწყურია, იგი უსათუოდ შეიწყნარებს ამ შენს შიმშილსა და წყურვილს, და თავის საზრდოდ და სასუმელად მიიღებს მას . . .

__ წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი __

***

ბევრის მოსურნეს ბევრიც აკლია. ნეტავ იმას, ვისაც მომჭირნე ხელით ღმერთი უბოძებს მხოლოდ იმდენს, რამდენიც უნდა.

__ ფლაკუსი __

***

ღამით, როდესაც ცხოვრებას უნდა დაუფიქრდე, ღმერთი ათავისუფლებს ადამიანს ქონებაზე ზრუნვისგან.

__ ეკზიუპერი __

***

[უფალი შენთანაა და გეუბნება] გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს, გახსოვდეს ყოველთვის, ეს ჩემგან იყო. ჩემს ხელშია შენი მატერიალური კეთილდღეობა, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული, ჩემი მარაგი ულევია.

__ მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცელი – იერუსალიმის თემის თავმჯდომარის წერილი რომის სენატს (1937 წ.) __

***

იკმარო ის, რაც გაქვს, ხელოვნებაა, რისი მიზანიც კმარვაშივე დევს, მიღწევადია ძალიან ადვილად და ბედნიერების თანაზიარი სიტყვა გცდება კაცს - კმაყოფილება.

__ მ.ბ. __