1.2.77 Безумие

Чис.12,11 Вт.28,28; 32,6; 1цар.13,13; 18,8-11; 21,12-16; 2цар.24,10; 3цар.12,8 Пс.13,1; 73,18 Пр.1,7.22; 3,35; 10,8.18.23; 11,12; 12,1.15.16; 13,20; 14,9.16; 17,28; 18,2.6; 20,3; 21,20; 24,7; 28,26; 29,11 Екк.2,13.14; 4,5; 7,17; 10,12-16 Иер.4,22; 10,8.21; 25,16; 50,38; 51,7 Иез.13,3 Дан.4,30.31 Ос.7,11 Зах.12,4 Матф.7,26.27; 17,15; 23,17.19; 25,3 Мар.5,2-5 Лук.6,11.49; 11,39.40; 12,20; 2Пет.2,16 Рим.1,21.22; 1Кор.1,18; 3,18.19 Гал.3,1 Еф.5,17; 2Тим.2,23 Тит.3,9

1.2.77 უგუნურება, სიბრიყვე

სხვა სინონიმები:

სიგიჟე, სიშლეგე, სისულელე, ჭკუათხელობა, უკიდურესი განუსჯელობა

-

დამახასიათებელი ნიშნები:

- ღვთის მცნებებისადმი დაუმორჩილებლობა რჯ.28,28

- უკიდურესი ეჭვიანობა 1მფ.18,8-11

- არანორმალური ქცევა 1მფ.21,12-16

- უფროსების რჩევის არმიღება 3მფ.12,8

- ცოდნის სიძულვილი იგავ.1,7.22

- მთელი შინაგანის გადმომღვრელი იგავ.29,11

- მოუთოკავი ემოციები მარ.5,2-5

- ზნეობრივი დაცემა იერ.50,38

- საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება მათ.17,15

- მრისხანება ლუკ.6,11

- გამოვლენილი სიჯიუტე 2პეტ.2,16

-

უგუნურები არიან:

- უღმერთოები ფს.13,1

- ღვთის მგმობელნი ფს.73,18

- მიამიტობის მოყვარულები იგავ.1,22

- ჭორის გამავრცელებლები იგავ.10,18

- ბოროტმოქმედები იგავ.10,23

- ფუჭად მოსიტყვენი იგავ.11,12; 17,28

- თავის მართლად მგონებელნი იგავ.12,15

- ბრაზიანები იგავ.12,16

- დამცინავები იგავ.1,22; 14,9

- მხილების მოძულენი და განკითხვად ჩამთვლელნი იგავ.12,1

- თავდაჯერებულნი, თავის გონებას მინდობილნი იგავ.14,16; 28,26

- ვინც გაგებას არ ცდილობს და მხოლოდ თავისი აზრების გამოხატვა უნდა იგავ.18,2

- დავის გამომწვევი ბაგეები იგავ.18,6 ეკლ.10,12.13; 2ტიმ.2,23 ტიტ.3,9

- შფოთის ამტეხები იგავ.20,3

- მფლანგველები იგავ.21,20

- ზარმაცები ეკლ.4,5

- თავის მკვლელები ეკლ.7,17

- უაზროდ მშრომელები ეკლ.10,15

- ბავშვური მეფე, ხელმძღვანელები ეკლ.10,16

- კერპისგან ამაო დარიგების მიმღებნი იერ.10,8

- ქვიშაზე სახლის მაშენებელნი მათ.7,26.27

- მომსმენნი და არშემსრულებელნი ლუკ.6,49

- თვალთმაქცნი ლუკ.11,39.40

- მატერიალისტები ლუკ.12,20

- ღმერთის შემცნობელნი და არ მადიდებელნი რომ.1,21

- თავის ბრძენად მგონებელნი რომ.1,22; 1კორ.3,18.19

- ჯვრის სიტყვისგან განდგომილნი 1კორ.1,18

- არ მცდელნი ჩაწვდნენ ღვთის ნებას ეფ.5,17

-

შედეგები:

- დამცირება იგავ.3,35

- დაცემა იგავ.10,8

- უგუნურთა მეგობარი დაზარალდება იგავ.13,20

- მიუწვდომელია სიბრძნე მათთვის იგავ.24,7

- ბნელში დადიან ეკლ.2,13.14

- რელიგიური სიბრმავე აქვთ მათ.23,17.19

- სასჯელი ღვთისგან დან.4,30.31 ზაქ.12,4

-

მაგალითები:

- ღვთის რჩეულის წინააღმდეგნი რიცხ.12,11

- ღვთის ხალხი, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს რჯ.32,6 იერ.4,22

- უფლის ბრძანების არდაცვა 1მფ.13,13

- მონანიება უგუნური ქცევის 2მფ.24,10

- უფლის აღარ მძებნელი მწყემსები იერ.10,21

- საკუთარი ადამიანური სულით მეტყველნი ეზეკ.13,3

- ქვეყნიერებაზე დაბრუნებულნი ოს.7,11

- უგუნური ქალწულები - სული წმიდის ცხებულების უგულებელმყოფელნი მათ,25,3

- ჭეშმარიტებას დაუმორჩილებელნი გალ.3,1

-

გადატანითი მნიშვნელობით:

- ზნეობრივი არამდგრადობის შესახებ იერ.25,16; 51,7

- ღვთის სამსჯავროს შესახებ ზაქ.12,4

-

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 12

11. უთხრა აარონმა მოსეს: გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი ჩვენს სიბრიყვეს და შეცოდებანს.

მეორე რჯული 28

28. მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.

მეორე რჯული 32

6. ამას მიუზღავთ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ მამაა შენი, შენი გამჩენი! ხომ მან შეგქმნა და დაგამყარა!

1მეფეთა 13

13. უთხრა სამუელმა საულს: „უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება, რომელიც გამცნო, რათა საუკუნოდ განემტკიცებინა უფალს შენი მეფობა ისრაელზე.

1მეფეთა 18

8. მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები; თქვა: დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია.

9. ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.

10. მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.

11. მოისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს. მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.

1მეფეთა 21

12. უთხრეს აქიშს მისმა მორჩილებმა: ეს დავითი არ არის ქვეყნის მეფე? მას არ უმღეროდნენ როკვისას: საულმა სძლია ათასს, დავითმა ათი ათასსო?

13. გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.

14. გონება შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა.

15. უთხრა აქიშმა თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი. რისთვის მოიყვანეთ ჩემთან?

16. შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგიყვანიათ და გიჟობს ჩემს წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?

2მეფეთა 24

10. გული აუფორიაქდა დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. და უთხრა დავითმა უფალს: „დიდად შეგცოდე იმით, რაც ჩავიდინე; ახლა, გემუდარები, უფალო, მიუტევე შენს მსახურს ცოდვა, რადგან ძლიერ უგუნურად მოვიქეცი”.

3მეფეთა 12

8. მაგრამ ზურგი აქცია უხუცესთა რჩევას, მას რომ ურჩიეს და მასთან ერთად გაზრდილ და მის წინაშე მდგომ ჭაბუკებს დაეკითხა;

ფსალმუნი 13

1. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი.

ფსალმუნი 73

18. უფალო, გაიხსენე: როგორ გალანძღა მტერმა და უგუნურმა ხალხმა ჰგმო შენი სახელი.

იგავნი 1

7. უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება.

22. "როდემდე გეყვარებათ მიამიტნო გულუბრყვილობა? როდემდე დატკბებით დაცინვით დამცინავნო? როდემდე გეძულებათ ცოდნა ბრიყვებო?

იგავნი 3

35. ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ბრიყვთა მემკვიდრეობა კი დამცირებაა.

იგავნი 10

8. გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგეუგუნური დაეცემა.

18. სიძულვილის დამმალავს ცრუ ბაგეები აქვს; ჭორის გამავრცელებელი ბრიყვია.

23. ბრიყვის გართობა ბოროტის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.

იგავნი 11

12. ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია.

იგავნი 12

1. შეგონების მოყვარულს ცოდნა უყვარს, ბრიყვს კი ეჯავრება მხილება.

15. სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.

16. უგუნური მყისვე ავლენს თავის გაბრაზებას, გონიერი კი არ იმჩნევს წყენას.

იგავნი 13

20. ბრძენთან ერთად მავალი დაბრძენდება, უგუნურთა მეგობარი კი დაზარალდება.

იგავნი 14

9. ბრიყვნი იცინიან ცოდვაზე, წრფელთა შორის კი უფლის სიკეთეა.

16. ბრძენი შიშობს და ერიდება ბოროტებას, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია.

იგავნი 17

28. მდუმარე ბრიყვიც კი ბრძნად ჩაითვლება, ხოლო პირმოკუმული – გონიერად.

იგავნი 18

2. ბრიყვი გაგებას არ ცდილობს, არამედ მხოლოდ თავისი აზრების გამოხატვა უნდა.

6. ბრიყვის ბაგეები დავას იწვევს და მისი პირი დასარტყმელად მოუწოდებს.

იგავნი 20

3. დავისგან თავშეკავება კაცის ღირსებაა, ყველა ბრიყვი კი შფოთის ამტეხია.

იგავნი 21

20. სანუკვარი განძი და ზეთია ბრძენის სახლში, ბრიყვი კაცი კი შთანთქავს მათ.

იგავნი 24

7. მიუწვდომელია სიბრძნე უგუნურისთვის; კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის იგი.

იგავნი 28

26. საკუთარ გონებას მინდობილი უგუნურია, ბრძნულად მოარული კი გადარჩება.

იგავნი 29

11. ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის, ბრძენი კი – თავშეკავებულია.

ეკლესიასტე 2

13. ოდეს ვიკვლიე, რა არის სიბრძნე ანუ სიბრიყვე და უმეცრება, ვნახე, რომ სიბრძნე სიბრიყვეზე უპირატესობს, ისევე როგორც ნათელი ბნელზე.

14. ბრძენი კაცი გონებითა ჭვრეტს, უგუნური კი ბნელში დავალს. და ვუწყი, მაინც მოწევნადი ერთი აქვს ყველას.

ეკლესიასტე 4

5. ბრიყვს გულზე ხელები დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.

კლესიასტე 7

17. დიდად ნუ გაბოროტდები და ნურც გაუგუნურდები – დროზე ადრე რად უნდა მოკვდე?

ეკლესიასტე 10

12. ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს.

13. მისი სიტყვების დასაბამი სიბრიყვეა, ხოლო შედეგი - ავი სიშლეგე.

14. ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ აუწყებს, მის შემდგომ რა იქნება?

15. ბრიყვს დაჰქანცავს თავისი შრომა, რადგან მან არ იცის ქალაქისკენ მიმავალი გზა.

16. ვაი, შენდა, ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ და შენი დიდებულები დილიდანვე რომ იწყებენ ჭამას!

იერემია 4

22. უგუნურია ჩემი ხალხი, არ მიცნობს; ბრიყვი შვილები არიან, გონიერება აკლიათ. ბოროტების ჩასადენად ჰყოფნით გონება, მაგრამ სიკეთის კეთება არ იციან.

იერემია 10

8. ყველანი ერთად გამოსულელდნენ და გაუგუნურდნენ, ხის კერპისგან იღებენ ამაო დარიგებას.

21. რადგან გამოსულელდნენ მწყემსები, აღარ ეძებენ უფალს; ამის გამოა, რომ ხელი აღარ ემართებათ, მთელი სამწყსო გაეფანტათ.

იერემია 25

16. შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის.

იერემია 50

38. გვალვა მის წყლებზე და ამოშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ მრისხანე კერპებისგან.

იერემია 51

7. ოქროს ფიალა იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა, მისგან სვამდნენ ერები ღვინოს, ამიტომაც შეშლილებივით იქცევიან ერები.

ეზეკიელი 13

3. ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი უგუნურ წინასწარმეტყველთ, თავიანთ სულს რომ მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ.

დანიელი 4

30. მალედვე აღსრულდა ნაბუქოდრნოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან; ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო; მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, ისე რომ თმები არწივის ბუმბულივიი გაუხდა, ფრჩხილები კი - ფრინვგლის კლანჭებივით.

31. ის დღეები რომ ჩამოთავდა, თვალები ზეცას მივაპყარ მე, ნაბუქოდონოსორმა, და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და ვადიდე მარადცოცხალი, რომლის ხელმწიფებაც სამარადისო ხელმწიფებაა და ვისი სამეფოც უკუნითი უკუნისამდეა.

ოსია 7

11. ბრიყვი და უგუნური მტრედივით იქცევა ეფრემი – ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან.

ზაქარია 12

4. იმ დღეს - ამბობს უფალი - დავლახვრავ ყველა ცხენს დაბნეულობით და მათზე მჯდომთ - შეშლილობით და თვალს დავიჭერ იუდას ხალხზე და ხალხთა ყოველ ცხენს სიბრმავით დავლახვრავ.

მათე 7

26. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი.

27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი.

მათე 17

15. და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება.

მათე 23

17. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს?

19. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს?

მათე 25

3. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი.

მარკოზი 5

2. ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი,

3. რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა,

4. ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი.

5. დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს.

ლუკა 6

11. ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.

49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა”.

ლუკა 11

39. მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.

40. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?

ლუკა 12

20. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?

2პეტრე 2

16. მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება.

რომაელთა 1

21. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.

22. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.

1კორინთელთა 1

18. ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.

1კორინთელთა 3

18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.

19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“.

გალატელთა 3

1. ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგაჯადოვათ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც აღიწერა ჯვარცმული იესო ქრისტე!

ეფესელთა 5

17. მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ, რა არის ღმერთის ნება.

2ტიმოთე 2

23. სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე, იცოდე, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებებს ბადებენ.

ტიტე 3

9. სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.