3.49.27. Не возвращайся в мирскую жизнь

Быт.19,17.18.26,, 24,6.8 Исх.16,2.3 Втор.17,16 Лук.9,62,, 10,42,, 1Кор.9,24.25 Гал.5,13 Флп.3,[13] Евр.6,1,, 12,1.2

**

** Авраам сказал ему: берегись, не возвращай сына моего туда;

Если же не захочет женщина идти с тобою, ты будешь свободен от сей клятвы моей; только сына моего не возвращай туда. (Быт. 24, 6.8).

Только чтоб он не умножал себе коней и не возвращал народа в Египет для умножения себе коней, ибо Господь сказал вам: "не возвращайтесь более путем сим"; (Втор. 17,16).

3.49.27. უკან არ დაბრუნდე ქვეყნიერებაზე

- ნუ შენატრი უგუნურ წარსულს. უკანა დაივიწყე, ესწრაფე წინ

დაბ.19,17.18.26,, 24,6.8 გამ.16,2.3 რჯ.17,16 ლუკ.9,62,, 10,42,, 1კორ.9,24.25 გალ.5,13 ფლპ.3,[13] ებრ.6,1,, 12,1.2

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

17. როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა: თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები.

18 . და უთხრა ლოტმა: "არა, ბატონო!

26. უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად.

დაბადება 24

6. უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.

8. თუ არ წამოგყვა ქალი, თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისგან, ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი.

მეორე რჯული 17

16. ოღონდ არ იყოლიოს ბევრი ცხენი და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტისკენ ცხენების მოსამრავლებლად, უფალმა გიბრძანათ, რომ აღარ დაბრუნდეთ ამ გზით -

ლუკა 9

62. მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.

ლუკა 10

42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.

1კორინთელთა 9

24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.

25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.

გალატელთა 5

13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.

ფილიპელთა 3

13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი;

ებრაელთა 6

1. ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი. ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,

ებრაელთა 12

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.

2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.