4.21.12. Евангелие не человеческое

Гал. 1,11.12.16 Еф. 3,5.7

- не проповедуем себя, а Христа 2Кор. 4,5

- поставлен проповедником Христа 1Тим. 2,7

- благовестие сила Бога Рим. 1,16

- водим Духом Святым к готовому душу Деян. 8,39.40

- Ангел Господен указивает кому проповедовать Деян. 8,26

4.21.12. ხარება არ არის კაცთა მიერი, ნუ ვიტყვით ჩვენსას

გალ. 1,11.12.16 ეფ. 3,5.7

- ნუ ვიქადაგებთ ჩვენს თავს, არამედ ქრისტე 2კორ.4,5

- მის მიერ და მისთვის ვიყოთ დადგენილი მქადაგებლად 1ტიმ.2,7

- ხარება ღვთის მადლია ეფ.3,7.8

- ხარება არის ძალა ღვთისა რომ.1,16

- ვახარებდეთ მის მიერ მზადმყოფ სულებს სული წმიდის მიერ წარგზავნით საქ.8,39.40

- უფლის ანგელოზი მიგვითითებს თუ ვის ვახარებდეთ საქ.8,26

ბიბლიის მუხლები

საქმე 8

26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ..

39. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.

40. ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.

რომაელთა 1

16. რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.

2კორინთელთა 4

5. რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის.

გალატელთა 1

11. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი,

12. ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.

ეფესელთა 3

5. რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ;

7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.

8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,

1ტიმოთე 2

7. რომლისთვისაც დადგენილი ვარ ქადაგად და მოციქულად (ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ), წარმართთა მოძღვრად რწმენითა და ჭეშმარიტებით.