1.9.31 Аргументы сушествования Бога

Случай в

парикмахерской

"Один человек пришёл в

парикмахерскую, чтобы

его, как обычно,

подстригли и побрили.

Он разговорился с

парикмахером который

его обслуживал.

Говорили о разном, и

вдруг, разговор зашёл о

Боге.

Парикмахер сказал:

-- Что бы вы мне ни

говорили , а я не верю,

что Бог есть.

-- Почему? -- спросил

клиент.

-- Ну ведь это ж и так ясно . Достаточно выйти на улицу, чтобы

убедиться, что Бога нет.

Вот скажите, если Бог

существует, откуда столько больных людей?

Откуда беспризорные

дети? Если бы он

действительно

существовал, не было бы

ни страданий, ни боли.

Трудно представить

себе любящего Бога,

который допускает всё

это. Клиент на мгновение

задумался, но решил

промолчать, чтобы не

вступать в спор. Когда

парикмахер закончил

свою работу, клиент

ушёл. Выйдя из

парикмахерской, он увидел на улице

заросшего и небритого

человека (казалось, что

тот не стригся целую

вечность, настолько

неряшливо он выглядел).

Тогда клиент вернулся в

парикмахерскую и сказал парикмахеру:

-- Знаете, что я вам скажу? Парикмахеров не существует.

-- Как это так? -- удивился парикмахер. --

А я разве не в счёт? Я же

парикмахер.

-- Нет! -- воскликнул

клиент. -- Их не

существует, иначе не

было бы заросших и

небритых людей, как вон

тот человек, который

идёт по улице.

-- Ну, мил человек, дело

ж не в парикмахерах.

Просто люди сами ко мне

не приходят.

-- В том то и дело! --

подтвердил клиент. -- И

я о том же: Бог есть. Просто люди не ищут

его и не приходят к

нему . Вот почему в мире

так много боли и страданий"

1.9.31 არგუმენტები ღმერთის არსებობის შესახებ

__თემაზე წერდნენ__

***

ერთი კაცი დალაქთან მივიდა რათა თმა შეეჭრა, მათ დაიწყეს საუბარი როგორც სჩვევიათ და ცოტა ხანში დისკუსია შეეხო ღმერთს, დალაქი კი ათეისტი იყო, ამიტომ თქვა მან:

- მაინც არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს.

- რატომ? - ჰკითხა კლიენტმა.

- ეს ხომ ისედაც ნათელია. საკმარისია გახვიდე ქუჩაში და დარწმუნდები, რომ ღმერთი არ არსებობს. აბა მითხარით, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არის ამდენი ავადმყოფი ადამიანი? ამდენი მიტოვებული ბავშვი? ის რომ მართლა არსებობდეს, არ იქნებოდა ამდენი ტკივილი, ტანჯვა. რთულია წარმოიდგინო ღმერთი, რომელიც უშვებს ამ ყველაფერს.

კლიენტი წუთით დაფიქრდა, მას არ სურდა

კამათი ამ თემაზე. როცა დალაქმა დაასრულა თავისი საქმე, კლიენტი წავიდა. ქუჩაში გასვლისთანავე მან დაინახა თმაგაბურძგნული და გაუპარსავი კაცი,

რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ამის დანახვაზე კლიენტი უკან მობრუნდა და დალაქს უთხრა:

- იცით მე თქვენ რას გეტყვით? დალაქები არ არსებობენ.

- როგორ? - გაუკვირდა დალაქს - მე ვერ მხედავთ? მე დალაქი არ ვარ?

- არა! - უპასუხა კლიენტმა - ისინი არ არსებობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებდა ამდენი გაუპარსავი ადამიანი. აი როგორიც ის არის, ქუჩაში.

- ადამიანო, მერე საქმე ხომ ჩემში არ არის, ისინი თვითონ არ მოდიან ჩემამდე.

- საქმეც მაგაშია - დაუდასტურა კლიენტმა - მეც ზუსტად ამას ვამბობ: ღმერთი არის. უბრალოდ ადამიანები თავად არ ეძებენ მას და არ მიდიან მასთან. აი ამიტომ არის ადამიანებში ამდენი ტკივილი და ტანჯვა.

 

***

ჩემი აზრით ყველა ადამიანს სულის სიღრმეში სწამს ღმერთის, უბრალოდ უჭირთ ამის აღიარება,თვით ჩარლზ დარვინმაც კი სიკვდილის წინ აღიარა ღმერთის არსებობა, ალბათ შეზარა იმის გაფიქრებამ რომ სიკვდილის მერე მისი სხეული სულთან ერთად გაქრებოდა. ადრე თუ გვიან ადამიანი შეიძლება დადგეს ისეთი განსაცდელის წინაშე როდესაც უძლურია თანამედროვე მეცნიერება (თუნდაც მედიცინა). ასეთ დროს ღმერთის რწმენა და ლოცვაა ნუგეში.

 

***

როდესაც პიროვნება ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამტკიცებს იმას, რომ არ არსებობს ღმერთი, ის არად აგდებს მსოფლიოში მცხოვრები უამრავი ადამიანის განცდას, რომლებიც დარწმუნებულნი არიან ღმერთის არსებობაში.

ეს არის იმისი მტკიცება, რომ თუ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას სწამს რაღაც, ეს რაღაც ჭეშმარიტებაა. მილიონობით ადამიანს გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული შეხედულება ღმერთის არსებობაზე – რაც მომდინარეობს მათი სუბიექტური, პერსონალური ურთიერთობებით ღმერთთან. მილიონობით მათგანს შეუძლია დეტალური ანგარიში მოგვცეს საკუთარი გამოცდილების შესახებ ღმერთთან მიმართებაში. ისინი მოგითხრობენ ნაპასუხებ ლოცვებზე და იმ საოცარ გზებზე, რა გზებითაც შეხვდა ღმერთი მათ გასაჭირებს, და წაუძღვა მნიშვნელოვანი პერსონალური გადაწყვეტილებებისაკენ. ისინი შემოგთავაზებენ არა მხოლოდ საკუთარი რწმენა-წარმოდგენების აღწერას, არამედ დაწვრილებით მოგითხრობენ ღმერთის ჩარევაზე და მოქმედებაზე მათ ცხოვრებაში. მრავალი მათგანი დარწმუნებულია რომ მოსიყვარულე ღმერთი არსებობს და ერთგულებით წარმოაჩენს საკუთარ თავს მათდამი დამოკიდებულებაში. თუ თქვენ სკეპტიკოსი ბრძანდებით, შეგიძლიათ ხელაღებით თქვათ: ~ მე აბსოლუტურად სწორი ვარ და ყველა მათგანი ცდება ღმერთთან მიმართებაშიო.

__ მერილინ ადამსონი __

 

***

როდესაც ჩვენ რაიმე ახალს ვიგებთ ადამიანის გენომის შესახებ, ყოველ ჯერზე მოწიწებას ვგრძნობ იმის გამო, რომ ახლა კაცობრიობამ იცის რაღაც ისეთი, რაც აქამდე მხოლოდ ღმერთმა იცოდა. მე არ მჯერა, რომ სამეცნიერო გამოკვლევები რამენაირად ემუქრება ღმერთს, პირიქით, ვფიქრობ, ღმერთი მხოლოდ მოიგებს ჩვენი ცნობისმოყვარეობიდან.

__ ფრენსის კოლინზი - გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი __

 

***

ბუნებრივი კანონის ჰარმონია ისეთ ჩვენზე ბევრად აღმატებულ გონებას გვიჩვენებს, რომ მასთან შედარებით ადამიანური არსებების ნებისმიერი სისტემატური აზროვნება და მოქმედება უმაღლესი დონის წაბაძვაა მხოლოდ”.

__ აინშტაინი __

 

__ თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის შესახებ __

● უძრავი მამოძრავებლის არგუმენტი. სამყაროში არსებული მოძრაობების სერიის ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს თავდაპირველი მამოძრავებელი, ანუ ღმერთი.

● პირველადი მიზეზის არგუმენტი. არსება საკუთარ თავს ვერ წარმოქმნის (რადგან ამ შემთხვევაში უნდა ეარსება მანამდე, ვიდრე თავის თავს შექმნიდა და საბოლოოდ აბსურდი გამოდის), შესაბამისად, შეუძლებელია არსებობდეს მიზეზების უსასრულო ჯაჭვი, რისთვისაც საჭიროა შემოვიტანოთ თავდაპირველი, უმიზეზო მიზეზის ცნება, ანუ ღმერთი.

● კოსმოლოგიური არგუმენტი. სამყაროში ყველაფერი შექმნილია, ამიტომ შესაძლებელია, ისინი არსებობდნენ ან არ არსებობდნენ. მაგრამ თუკი ეს ყველაფერს ეხება, მაშინ უნდა არსებულიყო დრო, როცა საერთოდ არაფერი იყო. ხოლო რადგანაც დღეს უამრავი რამ არსებობს, უნდა იყოს ისეთი რამ, რაც/ვინც არ წარმოშობილა სხვა რამისგან, არამედ თავად მისცა დასაბამი დანარჩენებს და ეს არის ღმერთი.

● საფეხურის არგუმენტი. რაღაც ქმედებას კარგს ვეძახით იმიტომ, რომ ის ჰგავს უმაღლეს სიკეთეს. მაგალითი ბუნებაში: თუკი რაღაც არის ცხელი, ესეიგი ჰგავს იმას, რაც ყველაზე ცხელია. ამიტომ უნდა არსებობდეს ისეთი რამ, რაც თავისთავად იქნება სიკეთის უმაღლესი დონე და დასაბამს აძლევს სამყაროში არსებულ ყველანაირ სიკეთეს, ეს კი ღმერთია.

● ტელეოლოგიური არგუმენტი გამომდინარეობს სამყაროს მოწყობიდან. ისეთი რამეები, რომლებსაც არ გააჩნიათ ინტელექტი, მოქმედებენ რაღაც დანიშნულებით. უინტელექტო საგანი ვერ შეასრულებს ბრძანებას რაიმეს გაკეთების შესახებ, თუკი ის თავიდანვე არაა ამგვარად შექმნილი მოაზროვნე არსების მიერ, რაც ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ინტელექტუალური არსება, რომლის გამოც ყველა სხეული მიმართულია მიზნისკენ და ეს არის ღმერთი.

 

__ წმ. ანსელმისა და რენე დეკარტის ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტი __

ღმერთის არსებობა თვითცხადია. მისი მარტივი ფორმულირება ასეთია:

1. ღმერთი ყველაზე დიადი აღქმადი არსებაა.

2. არსებობა უფრო დიადია, ვიდრე არარსებობა.

3. შესაბამისად, ღმერთი არსებობს.

წმ. ანსელმი ღმერთს განიხილავდა, როგორც უდიადეს არსებას, რომელსაც შეგვიძლია ჩავწვდეთ და რომელიც ჩვენს გონებაში არსებობს. ხოლო თუკი ყველაზე დიადი არსების წარმოდგენა შესაძლებელია გონებაში, ის უნდა არსებობდეს რეალობაშიც.

 

__არგუმენტი ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე__

● ქრისტიანობასა და იუდაიზმში მიჩნეულია, რომ ღმერთი ისტორიის გამორჩეულ მომენტებში ერეოდა და მიმართულებას უცვლიდა მას. მაგალითად, ასე მოხდა ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლისა და ებრაელთა ტომებისთვის 10 მცნების მიცემისას. აქედან გამომდინარე, ასკვნიან, რომ ეს არის ემპირიული სახის მტკიცებულება და რადგან არსებობს უამრავი მოწმე, შესაბამისად, ღმერთის არსებობაც რეალურია.

 

__ხილვაზე დაფუძნებული არგუმენტები__

ეს არგუმენტი მოწმეთა მონაყოლზეა დამყარებული და რომელიმე რელიგიის მოძღვრებების გამყარებას ემსახურება.

● მოწმის არგუმენტი გამომდინარეობს თანამედროვე და ზოგადად ისტორიაში მცხოვრები თვითმხილველების ნაამბობიდან. მისი ერთ-ერთი ვარიაციაა სასწაულების არგუმენტი, რომელიც ზებუნებრივ მოვლენებს ღმერთის არსებობის მხარდამჭერად აცხადებს.

● უმრავლესობის არგუმენტი იშველიებს ისტორიულ მონაცემებს და გვამცნობს, რომ თეიზმს ყოველთვის უფრო მეტი ადამიანი ემხრობოდა, ვიდრე ათეიზმს და ეს ხდებოდა პლანეტის მრავალ სხვადასხვა კუთხეში, რაც ღმერთის არსებობაზე უნდა მიანიშნებდეს.

 

__პიროვნულ განცდებზე დაფუძნებული არგუმენტები__

● ღმერთის სასარგებლო არგუმენტად ხშირად გამოიყენება ისეთი შემთხვევები, როცა პიროვნების ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა და ღმერთის მსახური გახდა. მაგალითად, პავლე მოციქული წარსულში ქრისტიანებს დევნიდა, მოგვიანებით კი თავად გახდა ქრისტიანი დევნილი.

● შოტლანდიელი ფილოსოფოსი ტომას რაიდი მიიჩნევდა, რომ ღმერთისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებრივი იმპულსია და სწორედ ამიტომაა ბევრი მორწმუნე ისე, რომ ხშირად არც ფიქრობენ ამ პოზიციის მიზეზებზე. შესაბამისად, ღმერთის არსებობაზე ჩვენი შეგრძნებები მიგვანიშნებენ.

● ბევრი თანამედროვე პროტესტანტი თეოლოგი ანალოგიურ პოზიციაზეა და აცხადებს, რომ ღმერთის არსებობის დემონსტრირება ვერ მოხდება, რადგან ეს არის მოვლენა, რომელსაც ადამიანი აღიქვამს შინაგანი გრძნობებით.

● მოდერნისტული ქრისტიანობა ასევე ემხრობა მოსაზრებას, რომ ღმერთის არსებობა არაა დემონსტრირებადი და ამისთვის ან ადამიანმა უნდა განავითაროს მასში დამალული ქვეცნობიერი შეგრძნებები ან თავად ღმერთი გამოეცხადოს პიროვნებას.

 

__ეგზისტენციალური არგუმენტი__

რატომაა, რომ ყველაფერი, რაც არის, უმეტეს შემთხვევაში არსებობს, ვიდრე არ არსებობს?

რადგან რაიმეს შექმნა, ასევე ამ შექმნილის არსებობის მხარდაჭერა გაცილებით ძნელია, ვიდრე არაფრის ქონა. სცადეთ, მაგალითად, დამოუკიდებლად დააპროექტოთ კოტეჯი, ამოარჩიოთ მისთვის შესაფერისი ადგილი, ააშენოთ და მუდმივად წესრიგში გქონდეთ…ან, მაგალითისათვის, თქვენი ბოსტანი რომ ნამდვილ ბოსტანს ჰგავდეს, რეგულარულად უნდა დაიბაროს, დაირგოს, დაიმარგლოს, მოირწყოს და ა.შ. ეს რომ არ გააკეთოთ, ბოსტანი სარეველებით დაიფარება, გატყიურდება და ჩვეულებრივ მინდვრად გადაიქცევა გონიერი ზრუნვის კვალის გარეშე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაიმე ნივთისა თუ სტრუქტურის არსებობა ითხოვს ენერგიის მუდმივ ხარჯვას, როცა მისი შიდა მარაგი იწურება ანდა გარედან მოწოდება ფერხდება, სტრუქტურა ირღვევა. ამიტომაც სამყაროს მუდმივი არსებობა წინააღმდეგობაშია, მაგალითად, თერმოდინამიკის მეორე საწყისთან, რომლის თანახმადაც, სამყაროს ყველა ვარსკვლავი უკვე უნდა ჩამქრალიყო და ატომებიც დაშლილიყო, თუკი, როგორც მატერიალისტი ათეისტები ამტკიცებენ, ბუნება მუდამ არსებობდა.

და მაინც რატომ არსებობს იგი , როგორც ყოფიერება, როგორც მშვენიერი და საოცარი კოსმოსი? უეჭველად, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის მიერ შეიქმნა და დღემდე მის მიერვე იმართება.

 

***

ყველა მეცნიერს, რომლებმაც თავისი აღმოჩენებით ხელი შეუწყვეს თანამედროვე მეცნიერების განვითარებას (კოპერნიკი, კეპლერი, ნიუტონი, ბოილი, ბეკონი, პასკალი, პასტერი, აინშტაინი) ღმერთის არსებობის სჯეროდათ.

 

***

ღმერთის ყოფიერების უცილობელ მტკიცებას წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში წმინდანთა და რელიგიურ მოღვაწეთა რეგულარული გამოჩენა, რომელთაც აქვთ უშუალო სულიერი გამოცხადებები ზევიდან და ამით მოწმობენ მის ყოფიერებაზე.

 

***

ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე ღმერთის ყოფიერების მტკიცებულებამ სახელწოდებით “ესთეტიკური არგუმენტი”, რომელშიც ვკითხულობთ: ბუნებაში არსებობს ვარსკვლავური ცის, აისისა და დაისის, ჩრდილოეთის ციალის, ცისარტყელის, ბუნების ჰარმონიული სურათების, ცოცხალი არსებების მშვენიერი სხეულების სრულყოფილი აგებულების და ა.შ. საოცარი ზებუნებრივი სილამაზე, რაც თითქოს სპეციალურადაა განკუთვნილი გონიერი არსების, ადამიანის ესთეთიკური ტკბობისათვის, რადგანაც მის გარდა თვით ბუნებაში მისი მჭვრეტელი არავინაა.