3.40.38. Препояшьте чресла ума вашего

Исх.12,11; 3цар.18,46; 4цар.4,29 Иов.38,3; 40,7 Ис.11,5 Иер.1,17 Лук.12,35; 17,8; 1Пет.1,[13]; 3,15; 4,7; 5,8 Рим.13,12-14 Еф.5,8.15; 6,[14]; 1Фес.5,8 Тит.2,11-13 Евр.3,6; 9,28; 10,35

.

Тогда один из слуг его сказал: вот, я видел у Иессея Вифлеемлянина сына, умеющего играть, человека храброго и воинственного, и разумного в речах и видного собою, и Господь с ним.(1-я Цар.16,18). **И Давид действовал благоразумно везде, куда ни посылал его Саул, и сделал его Саул начальником над военными людьми; и это понравилось всему народу и слугам Сауловым. (1-я Царств 18,5) **И Давид во всех делах своих поступал благоразумно, и Господь был с ним.

И Саул видел, что он очень благоразумен, и боялся его.(1-я Царств 18, 14.15). И когда вожди Филистимские вышли на войну, Давид, с самого выхода их, действовал благоразумнее всех слуг Сауловых, и весьма прославилось имя его. (1-я Царств 18,30). Я стал разумнее всех учителей моих, ибо размышляю об откровениях Твоих. (Пс.118,99).И во всяком деле мудрого уразумения, о чем ни спрашивал их царь, он находил их в десять раз выше всех тайноведцев и волхвов, какие были во всем царстве его. (Дан.1,20). Ибо Я дам вам уста и премудрость, которой не возмогут противоречить ни противостоять все, противящиеся вам. (лук.21,15). **Если же у кого из вас недостает мудрости, да просит у Бога, дающего всем просто и без упреков, - и дастся ему.(Иак.1,5).Но мудрость, сходящая свыше, во-первых, чиста, потом мирна, скромна, послушлива, полна милосердия и добрых плодов, беспристрастна и нелицемерна. (Иак. 3.17) **5 Итак, смотрите, поступайте осторожно, не как неразумные, но как мудрые, **Со внешними обходитесь благоразумно, пользуясь временем. (Кол.4,5).

3.40.38. მოვისარტყლოთ ჩვენი გონების წელი

მოსარტყვლა, სარტყელი სიმბოლოა გზად დგომის, დაკვირვებულობის, დაუყოვნებლობის, მზად ყოფნის, მტკიცედ დგომის, ფრთხილობის, ფხიზლობის გამ.12,11; 3მფ.18,46; 4მფ.4,29 იობ.38,3; 40,7 იერ.1,17 ლუკ.12,35; 17,8

- იესო ქრისტეს სიმართლე და სიწრფელე ჰქონდა სარტყლად, რაც ჩვენც გვმართებს გვერტყას ეს.11,5 ეფ.6,[14]

- მოვისარტყლოთ გონების წელი, შევიმოსოთ ნათლით, რადგან დღეა და აღარ ვართ ღამის შვილები, ნუ მივეცემით უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს 1პეტ.1,[13] რომ.13,12 ეფ.5,8; 1თეს.5,8 ტიტ.2,11-13

- მზად ვიყოთ ავუხსნათქ მთხოვნელს ქრისტესადმი რწმენის სასოება 1პეტ.3,15

- ვიფხიზლოთ ლოცვებისთვის 1პეტ.4,7

- მზად ვიყოთ აღვუდგეთ წინ ჩვენს მტერს, ეშმაკს 1პეტ.5,8

- ვიფრთხილოთ, ხორცზე ზრუნვა არ ვაქციოთ ავხორცობად რომ.13,13.14

- დავუკვირდეთ ჩვენს ქცევას არა როგორც უგუნური, არამედ როგორც ბრძენი ეფ.5,15

- მტკიცედ დავიცვათ სითამამე (მხნეობა) და სასოების (მისი მოლოდინის) სიქადული ებრ.3,6; 9,28; 10,35

ბიბლიის მუხლები

 

გამოსვლა 12

11. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გეცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.

3მეფეთა 18

46. და უფლის ხელი იყო ელიასთან, და შეიკრა ქამარი თავისი და რბოდა აქაბის წინ იზრეყელამდე. 

4მეფეთა 4

29. უთხრა გეხაზის: სარტყელი შემოირტყი წელზე, ჩემი არგანი დაიჭირე ხელში და წადი. შემხვედრს არავის არ მიესალმო; თუ ვინმე მოგესალმა, პასუხი არ გასცე. სახეზე დაადე ბავშვს ეს ჩემი არგანი.

იობი 38

3. წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე:

იობი 40

7. შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:

ესაია 11

5. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე,

იერემია 1

17. შენ, კი წელზე სარტყელი შეირტყი, ადექი და ყველაფერი უთხარი მათ, რასაც გიბრძანებ. ნუ გეშინია მათი, არ შევაშინებინებ შენს თავს.

ლუკა 12

35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული.

ლუკა 17

8. თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო.

1პეტრე 1

13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.

1პეტრე 3

15. არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.

1პეტრე 4

7. თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ.

1პეტრე 5

8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.

რომაელთა 13

12. ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

13. და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით,

14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.

ეფესდლთა 5

8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.

15. მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. 

ეფესელთა 6

14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 

1თესალონიკელთა 5

8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.

ტიტე 2

11. რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი,

12. ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად,

13. და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,

ებრაელთა 3

6. ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს.

ებრაელთა 9

28. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.

ებრაელთა 10

35. მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის