1.2.109 Гражданские власти

Исх.22,28 Вт.1,17; 25,1 Лук.12,11 Деян.23,5; 1Пет.2,13.14 Рим.13,1.2; 1Тим.2,1.2

1.2.109 სამოქალაქო ხელისუფლება

დახასიათებულია როგორც:

- ხელისუფალნი ლუკ.12,11

.

მათი მსახურება:

- ღმერთისგანაა დადგენილი რომ.13,1.2

- იმსახურებს პატივისცემას საქ.23,5

.

მოვალენი არიან:

- იყვნენ მიუკერძოებელნი რჯ.1,17

- სამართლიანნი რჯ.25,1

.

ქრისტიანების დამოკიდებულება მათდამი:

- ლოცულობენ მათთვის 1ტიმ.2,1.2

- პატივს სცემენ გამ.22,28

- ემორჩილებიან 1პეტ.2,13.14

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 22

28. ღმერთს ნუ დაგმობ და შენი ხალხის თავკაცს ნუ დასწყევლი.

მეორე რჯული 1

17. მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.

მეორე რჯული 25

1. "თუ კაცთა შორის დავაა, წარუდგნენ სასამართლოს; იქ განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ, დამნაშავეს ბრალს დასდებენ.

ლუკა 12

11. სინაგოგებში რომ შეგიყვანენ მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იდარდებთ, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ.

საქმეები 23

5. უთხრა მათ პავლემ: "არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.

1პეტრე 2

13. დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი,

14. თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.

რომაელთა 13

1. ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.

2. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.

1ტიმოთე 2

1. ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,

2. მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;