3.49.46 Защита от хищных птиц

***

15:11 хищные птицы. Символ нечистых народов, которые будут препятствовать овладению землей обетованной.

отгонял их. Аврам защищает обещанное ему наследие.

Бытие 15 глава — Библия — Женевская Библия

***

Аврам продолжал ждать; по мере задержки его ожидания возрастали. Когда налетели на трупы хищные птицы, как на обычные пренебрегаемые объекты, то Аврам отгонял их (ст. 11), веря, что видение, в конце концов сбудется, не отменится. Отметьте: мы должны очень внимательно следить за нашими духовными жертвами, не допускать, чтобы хищники набрасывались на них и делали их неподходящими для Бога. Когда суетные мысли, подобно этим птицам, набрасываются на наши жертвы, мы должны отгонять их, не позволять им поселяться в нас, а служить Господу без развлечения.

Бытие 15 глава — Библия — Комментарии Мэтью Генри

***

17:3 большой орел с большими крыльями. Символ имперской мощи Вавилона, возглавляемого Навуходоносором.

17:7 И еще был орел с большими крыльями. Под лозой, простершей свои ветви к другому большому орлу, подразумевается отказ Седекии от союза с Навуходоносором и заключение союза с Египтом (ст. 15-17). Последствия не заставили себя ждать: лозу вырвали из земли с корнем, и она засохла. Седекия, вероятно, надеялся на помощь фараонов Псамметиха II (595-589 гг. до Р.Х.) или Гофры (589-570 гг. до Р.Х.).

Иезекииль 17 глава — Библия — Женевская Библия

3.49.46 დაცვა მტაცებელი ფრინველებისგან

- ჩვენი შესაწირავის, სავედრებელის დაბ.15,[11]

- კურთხევების ეზეკ.17,3.7-10

- მოსმენილის მათ.13,[4.19] მარ.4,4.15 ლუკ.8,5.12 ებრ.2,1

- მიღებული მადლის 1იოან.5,18

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

11. და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორს, მაგრამ განდევნა ისინი აბრამმა.

ეზეკიელი 17

3. უთხარი: ასე ამბობს-თქო ისრაელის ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი, გრძელნაკრტენიანი და ხშირ და ჭრელბუმბულიანი, მოვიდა ლიბანში და კედარის კენწერო წაიღო.

7. და იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და ხშირბუმბულიანი; და, აჰა, ვაზმა თავისი კვალიდან ფესვები მისკენ მიმართა და ლერწები მისკენ გაიშვირა დასარწყულებლად.

8. ნოყიერ ნიადაგზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ ლერწები გაეკეთებინა და ნაყოფი გამოეღო. დიდებული ვაზი რომ გამხდარიყო.

9. უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გაიხარებს თუ არა? განა არ ამოძირკვავენ მის ფესვებს და არ მოგლეჯენ მის ნაყოფს, რომ ყველა მისი გამოღებული ფოთოლი გახმეს? ძლიერი მკლავი და ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, რომ ფესვიდან მოგლიჯონ.

10. თუნდაც დარგონ, განა იხარებს და გაიზრდება? ვითომ არ გახმება, აღმოსავლეთის ქარი რომ დაუბერავს? განა იმ კვალშივე არ გახმება, სადაც გაიზარდა?”

მათე 13

4. თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.

19. ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი.

მარკოზი 4

4. თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.

15. გზის პირას ისინი არიან, ვისშიც ითესება სიტყვა; მაგრამ როგორც კი მოისმენენ მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას.

ლუკა 8

5. "გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად; თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.

12. გზის პირას დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ; მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.

1იოანე 5

18. ვიცით, რომ ყოველი, ვინც ღმერთისგან იშვა, არ სცოდავს; რადგან ღმერთისგან შობილი იცავს თავის თავს და ბოროტი არ ეკარება მას.

ებრაელთა 2

1. ამიტომ, მეტი გულისყური გვმართებს მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.15,11 სვავები. იმ უწმიდური ხალხების სიმბოლო, რომლებიც აღთქმულ მიწაზე დამკვიდრებაში წინააღმდეგობებად იქცევიან.

მოუგერია ისინი. აბრამი იცავს მისთვის აღთქმულ მემკვიდრეობას.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

***

აბრამი აგრძელებდა მოლოდინს და იგერიებდა მტაცებელ ფრინველებს (მუხ. 11), სწამდა, რომ ხილვას აუცილებლად მიიღებდა. გვახსოვდეს: ყურადღებით უნდა ვადევნებდეთ თვალს ჩვენს სულიერ შესაწირავებს, რათა მტაცებლები არ დაეცნენ და არ აქციონ ისინი ღმერთისთვის მიუღებლად. ესენი შეიძლება იყოს ამაო ფიქრები, უნდა გავდევნოთ, არ მივცეთ საშუალება დასახლდნენ ჩვენში, არამედ ყოველგვარი შექცევის გარეშე ვემსახუროთ უფალს.

__ მეთიუ ჰენრის კომენტარები __

***

ეზეკ.17:3 დიდი არწივი ბაბილონის ძლიერების სიმბოლოა.

17:7 კიდევ იყო სხვა არწივი. ვაზში, რომელიც უწვდის მას თავის რტოებს, იგულისხმება ციდკიას უარი ნაბუქოდონოსორთან კავშირის შეკვრაზე და დაკავშირება ეგვიპტესთან (მუხ. 15-17). შედეგებმაც არ დააყოვნა: ვაზი მოთხარეს და გახმა. ციდკია, როგორც ჩანს, მოელოდა დახმარებას ფარაონ ფსამეტიხ II -გან (595-589 წწ. ქრ. -მდე.) ან გოფერისგან (589-570 წწ. ქრ. -მდე.).

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი__