2.1.43 Верно - то, на что можно положится

2.1.43 სარწმუნო, მართებული, ჭეშმარიტი - რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ

ნათქვამია

- დავითის სახლისთვის მიცემულ აღთქმაზე 2მფ.23,5

- ღვთის სიტყვაზე ფს.18,8; 110,7 იგავ.30,5; 1ტიმ.1,15 ტიტ.1,9; 3,8

- მესიაზე ეს.22,23-25

- წინასწარმეტყველურ სიტყვაზე 2პეტ.1,19

- აღთქმებზე რომ.4,16

- მტკიცე საფუძველზე 2ტიმ.2,19

.

სარწმუნოა

- სწორი გზით მატარებელი დაბ.24,27

- აღმთქმელი ღმერთი 1კორ.10,13; 2თეს.3,3 ებრ.11,23; 11,11

- ჩვენი მღვდელმთავარი ებრ.2,17

- ჩვენი მოწმე გმცხ.1,5

- მიძღვნა ნეემ.9,38

- რწმენით ცხოვრება ეს.32,18

- ღვთის სიტყვა ლუკ.1,4; 1ტიმ.4,9; 2ტიმ.2,11.13

- რწმენა იოან.6,69

- მოწოდება და რჩეულობა 2პეტ.1,10; 1კორ.1,9; 1თეს.5,24

- მართლობის საზღაური იგავ.11,18

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

27. თქვა: "კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით; სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში”.

2მეფეთა 23

5. ჭეშმარიტად, განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი სურვილი?

ნეემია 9

38. ყოველივე ამის გამო, მტკიცე აღთქმას ვდებთ წერილობით, ჩვენი მთავრები, ლევიანნი და მღვდლები კი ბეჭედს უსვამენ”.

ფსალმუნი 18

8. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.

ფსალმუნი 110

7. მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.

იგავნი 11

18. უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს.

იგავნი 30

5. უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.

ესაია 22

23. სოლივით ჩავარჭობ მტკიცე ადგილზე და დიდების ტახტად იქნება თავისი მამის სახლისთვის.

24. მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელ დიდებას, შთამომავალსა და ნაშიერს, ყველა მცირე ჭურჭელს თასებიდან ქოთნამდე.

25. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, შეირყევა მტკიცე ადგილზე ჩასობილი სოლი, გადატყდება და დაეცემა. მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფლის ნათქვამია ეს”.

ესაია 32

18. დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის სავანეში, უსაფრთხო სამკვიდრებელსა და უზრუნველ სადგომში.

ლუკა 1

4. რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.

იოანე 6

69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.

2პეტრე 1

10. ამიტომ, ძმებო, კიდევ უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ,

19. ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.

რომაელთა 4

16. ამიტომ რწმენით, რათა მადლით ყოფილიყო, რომ მთელი შთამომავლობისთვის ურყევი ყოფილიყო აღთქმა, არა მარტო მათთვის ვინც რჯულისგანაა, არამედ მათთვისაც, ვისაც აბრაჰამის მსგავსი რწმენა აქვს, აბრაჰამისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მამაა.

1კორინთელთა 1

9. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.

1კორინთელთა 10

13. სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა.

1თესალონიკელთა 5

24. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას.

2თესალონიკელთა 3

3. მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან.

1ტიმოთე 1

15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.

1ტიმოთე 4

9. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.

2ტიმოთე 2

11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ.

13. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება.

19. ღვთის მტკიცე საფუძველი კი ურყევი რჩება და აქვს ეს ბეჭედი: "იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს”.

ტიტე 1

9. სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება.

ტიტე 3

8. სარწმუნოა ეს სიტყვა, და მე მინდა, რომ მტკიცედ იდგე ამ აზრზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილ საქმეთა კეთებას, რაც სარგო და სასიკეთოა კაცთათვის.

ებრაელთა 2

17. ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად.

ებრაელთა 10

23. მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი.

ებრაელთა 11

11. რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.

გამოცხადება 1

5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,