1.1.117 Гром - звук, сопровождающий молнию

Исх.9,23; 19,16; 20,18; 1цар.2,10; 7,10; 12,17.18; 2цар.22,14.15 Иов.26,14; 28,26; 36,29.33; 37,4.5; 38,25; 40,9 Пс.17,13; 28,3; 76,17; 103,7 Ис.29,6; 30,30; 42,13 Иер.25,30.31 Иоил.3,16 Ам.1,2 Мар.3,17 Ин.12,29 Отк.4,5; 6,1; 8,5; 10,3.4; 11,19; 14,2; 16,18; 19,6

1.1.117 ჭექა-ქუხილი, გრგვინვა

(ელვის წინმსწრები ხმა)

.

დადგენილია ღმერთისგან იობ.28,26; 38,25

.

ზებუნებრივად წარმოქმნილი:

- ეგვიპტელებზე გამ.9,22-34

- სინაიზე გამ.19,16; 20,18

- ფილისტიმელებზე 1მფ.7,10

- სამუელის მოხმობით გამოიწვია უფალმა 1მფ.12,17.18

- დავითის დასაცავად 2მფ.22,14.1512

- ჯვარცმისას იოან.12,29

- ხმა პირველი ბეჭდის ახსნისას გმცხ.6,1

- გამოწვეული ანგელოზისგან გმცხ.8,5

- ხმა ზეციდან ხილვაში გმცხ.14,2

.

გადატანით ნიშნავს:

- ღვთის ძლიერებას იობ.26,14

- მის დიდებულებას იობ.36,29.33; 37,4.5; 40,9 ფს.28,3 იოვ.3,16 გმცხ.4,5

- მის მსჯავრს 1მფ.2,10 ფს.17,13 ეს.29,6; 42,13 იერ.25,30.31 ამ.1,2 გმცხ.11,19

- მის რისხვას ფს.76,17 ეს.30,30 გმცხ.16,18

- მის ძალაუფლებას ბუნების ძალებზე ფს.103,7

- მის ხმას - "შვიდი ქუხილი" გმცხ.10,3.4

- უფლის გამეფების აღსანიშნავად გმცხ.19,6

.

იესომ ზებედეს ძეებს უწოდა ქუხილის ძენი მარ.3,17

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 9

23. გაიწოდა მოსემ კვერთხი ზეცისკენ და წარმოქმნა უფალმა გრგვინვა და სეტყვა და გადმოიღვარა ცეცხლი დედამიწაზე, და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.

გამოსვლა 19

16. მესამე დღეს, დილიდანვე ატყდა ჭექა-ქუხილი და მძიმე ღრუბელი ჩამოწვა მთაზე, მეტისმეტად ძლიერად ისმოდა რქის საყვირის ხმა და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.

გამოსვლა 20

18. ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს, აკვამლებულ მთას, ცეცხლის ალს და ისმენდა საყვირის ხმას; იხილა ხალხმა, შეკრთა და დადგა მოშორებით.

1მეფეთა 2

10. უფალი მოსპობს მის მოწინააღმდეგეთ, ციდან იგრგვინებს მათზე. უფალი განსჯის ქვეყნის კიდეებს, ძალას მისცემს თავის მეფეს და მოამაღლებს თავისი ცხებულის რქას!”

1მეფეთა 7

10. როცა სრულადდასაწველს აღავლენდა სამუელი, ფილისტიმელნიც მიუახლოვდნენ ისრაელს საომრად; დიადი ქუხილით დაიქუხა უფალმა ფილისტიმელებზე იმ დღეს, შეაძრწუნა ისინი და დამარცხდნენ ისრაელიანთა წინაშე.

1მეფეთა 12

17. ხომ ყანის მკის დროა ახლა? მოვუხმობ უფალს და მოავლენს იგი ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე იმის გამო, რომ მეფე მოითხოვეთ”.

18. მოუხმო სამუელმა უფალს და მოავლინა იმ დღეს უფალმა ქუხილი და წვიმა; ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.

2მეფეთა 22

14. ზეციდან დაიქუხა უფალმა, ხმა გამოსცა უზენაესმა.

15. ისრებით გაფანტა ჩემი მტრები, ელვით გაანადგურა ისინი.

იობი 26

14. აჰა, ეს არის კიდეები მისი გზებისა და რა ცოტა რამ გვსმენია მასზე! ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?”

იობი 28

26. წვიმას საზომი დაუდგინა და ჭექა-ქუხილს გზა-სავალი!

იობი 36

29. თუ ხვდება ვინმე ღრუბლების გაშლას, ქუხილს - მისი კარვიდან?

33. ქუხილი გვაუწყებს მასზე და ჯოგი - გრიგალის ამოვარდნას.

იობი 37

4. ელვას თან მოსდევს მისი ხმის გრგვინვა; ქუხს თავისი დიადი ხმით და არა წყვეტს ელვას, როცა მისი ხმა ისმის.

5. გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიად საქმეებს, ვერ ჩავწვდებით მისი სიდიადის ძალას.

იობი 38

25. ვინ გაიყვანა არხი ნიაღვრისთვის და გზა - ელვისა და ქუხილისთვის?

იობი 40

9. ან იქნებ ღვთის სადარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?

ფსალმუნი 17

13. ზეცაში დაიგრგვინა უფალმა და თავისი ხმა გამოსცა უზენაესმა სეტყვით და ნაკვერჩხლებით.

ფსალმუნი 28

3. წყლებზეა ხმა უფლისა; გრგვინავს დიდების ღმერთი; ხმა უფლისა მრავალ წყალზეა.

ფსალმუნი 76

17. წყლები ჩამოღვარეს ღრუბლებმა, იქუხეს ცებმა, აქეთ-იქით დაქროდნენ შენი ისრები.

ფსალმუნი 103

7. გაკიცხე და უკუიქცნენ, შენი ქუხილის ხმაზე გაქანდნენ.

ესაია 29

6. ქუხილით მოგინახულებს ცაბაოთ უფალი - მიწისძვრითა და დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და მშთანმთქმელი ცეცხლის ალით.

ესაია 30

30. უფალი მოასმენინებს თავისი ძალაუფლების ხმას და შემართულ მკლავს გაიწვდენს მძვინვარე რისხვაში, მშთანმთქმელი ცეცხლის ალში, ქუხილსა და ღვართქაფში, ქვის სეტყვაში.

ესაია 42

13. მებრძოლივით გამოვა უფალი, მოშურნეობით აღივსება როგორც მეომარი, დაიგრგვინებს, დიახ, ყიჟინას დასცემს თავის მტრებს და გაიმარჯვებს მათზე.

იერემია 25

30. "იწინასწარმეტყველებ მათზე ყველა ამ სიტყვას და ეტყვი: მაღლიდან იგრგვინებს უფალი, თავისი წმიდა სამყოფელიდან გამოსცემს ხმას; ძლევამოსილად იგრგვინებს თავის სამკვიდროზე, საწნახელში ყურძნის მწურავივით დასძახებს დედამიწის ყველა მცხოვრების წინააღმდეგ.

31. ქვეყნის კიდემდე მიაღწევს გრგვინვა, ვინაიდან დავა აქვს უფალს ერებთან, განიკითხავს ყველა ხორციელს, ბოროტმოქმედთ კი მახვილს გადასცემს” - ამბობს უფალი.

იოველი 3

16. სიონიდან დაიგრგვინებს უფ­­ალი და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას; ცანი და მიწა თრთიან; მაგრამ თავშესაფარია უფალი თავისი ხალხისთვის და ციხე-სიმაგრე ისრაელის ძეთათვის.

ამოსი 1

2. თქვა: უფალი დაიგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; მწყემსთა საძოვრები გახმება და ქარმელის მწვერვალი გამოშრება.

მარკოზი 3

17. იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს ქუხილის ძეებს;

იოანე 12

29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო.

გამოცხადება 4

5. ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი; ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ანთია, რომლებიც შვიდი სულია ღვთისა.

გამოცხადება 6

1. შემდეგ ვიხილე, რომ ახსნა კრავმა შვიდთაგან ერთი ბეჭედი და გავიგონე ოთხიდან ერთი არსება თითქოს ქუხილის ხმით ამბობდა: "მოდი!”

გამოცხადება 8

5. აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლით და ჩამოაგდო დედამიწაზე; და შეიქმნა ქუხილი და გრგვინვა, ელვა და მიწისძვრა.

გამოცხადება 10

3. და დაიღრიალა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს და რომ დაიღრიალა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი.

4. და როცა ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, ჩაწერა დავაპირე, მაგრამ ჩამომესმა ხმა ზეციდან, რომელმაც მითხრა: "დაბეჭდე, შვიდი ქუხილის ნათქვამი და ნუ ჩაწერ ამას”.

გამოცხადება 11

19. მაშინ გაიღო ღვთის ტაძარი, რომელიც ზეცაშია, და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში; და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა, და ძლიერი სეტყვა.

გამოცხადება 14

2. გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა; და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.

გამოცხადება 16

18. იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ისეთი დიდი იყო ის მიწისძვრა!

გამოცხადება 19

6. და გავიგონე ხმა, როგორც ხმა დიდძალი ხალხისა და მრავალი წყლისა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი.