3.33.6. Говоряший на незнакомом языке тайны говорит Духом Святым

1Кор.12,10; 14,2

.

1Кор 12:10

Иному чудотворения,иному пророчества,иному различение духов,иному разные языки,иному истолкование языков.

1Кор 14:2

Ибо,кто говорит на незнакомом языке,тот говорит не людям,а Богу,потому что никто не понимает его,он тайны говорит духом;

3.33.6. უცხო ენებზე მეტყველი ღვთის სულით საიდუმლოს ამბობს

- ღვთის სულისადმი მორჩილებით გონებითაც და უცხო ენებითაც ვამბობთ იმას, რაც მის ნებაშია და გვეძლევა კონკრეტული ჟამისთვის მარ.13,11 საქ.2,4

- ღმერთი თავისი სულით გვიცხადებს საიდუმლოებებს 1კორ.2,10

- რომლებიც არავის ესმის 1კორ.14,[2]

- და რომელთაც ენების განმმარტებლის ნიჭის მქონე პიროვნება განმარტავს 1კორ.12,10.11

- მაგრამ თუ არ არის განმმარტებელი ეკლესიაში, ენებით მოლაპარაკე უნდა გაჩუმდეს, რათა არავინ დააბრკოლოს 1კორ.14,2-28

- დაე ენებით მოლაპარაკემ განმარტების ნიჭის მიღებისთვის ილოცოს.

1 კორ. 14,13

ბიბლიის მუხლები

მარკოზი 13

11. ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა.

საქმეები 2

4. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

1კორინთელთა 2

10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.

1კორინთელთა 12

10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.

11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.

1კორინთელთა 14

2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.

3. ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად, გასამხნევებლად და სანუგეშებლად.

4. ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს ეკლესიას აშენებს.

5. მე მსურს, რომ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ არ განმარტავს კიდეც, რათა აშენდეს ეკლესია.

6. ახლა კი, ძმებო, თუ მოვალ თქვენთან და ენებით ვილაპარაკებ, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ანდა სწავლებით?

7. ასევე უსულო საგნებიც, ხმას რომ გამოსცემენ - სალამური ან ებანი, თუ ხმებში განსხვავებას არ იძლევიან, როგორ გავიგოთ, რას უკრავენ სალამურზე თუ ებანზე?

8. საყვირი თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?

9. ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამთ, როგორ გაიგონ ნათქვამი? ჰაერზე მოლაპარაკენი იქნებით.

10. რამდენგვარი ბგერაა წუთისოფელში და მათგან უმნიშვნელო არცერთი არ არის.

11. თუ არ ვიცი სიტყვის მნიშვნელობა, მე მოლაპარაკესთვის ვიქნები უცხო და მოლაპარაკე - ჩემთვის.

12. ასევე თქვენც, როცა სულიერ ნიჭებს ეშურებით, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად იუხვოთ.

13. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტოს კიდეც.

14. ვინაიდან, ენით რომ ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.

15. მაშ, რა ვქნა? ვილოცებ სულით და ვილოცებ გონებითაც; ვიგალობებ სულით და ვიგალობებ გონებითაც.

16. ვინაიდან, თუ სულით ჰმადლობ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე იმ ადგილზე მყოფი უმეცარი, რადგან არ იცის, რას ამბობ შენ?

17. შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება.

18. ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.

19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი - ენებით.

20. ძმებო! ნუ იქნებით გონებით ბავშვები, არამედ ბოროტებისთვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი - ზრდასრულნი.

21. რჯულში სწერია: სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს და მაინც არ მომისმენენ, ამბობს უფალი.

22. ენა მორწმუნეებისთვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. წინასწარმეტყველება კი ურწმუნოებისთვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის.

23. თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ენებით ილაპარაკებენ, უვიცნი ან ურწმუნონი რომ შემოვიდნენ, არ იტყვიან, შეშლილები ხართო?

24. მაგრამ, თუ ყველა წინასწარმეტყველებს და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უვიცი, ყველა მას ამხელს და განსჯის.

25. გამომჟღავნდება მისი გულის საიდუმლო და პირქვე დამხობილი თაყვანს სცემს ღმერთს და განაცხადებს: ჭეშმარიტად თქვენ შორის არისო ღმერთი!

26. მაშ, რაღა ძმებო? შეკრებისას თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება. ყოველივე ეს ხდებოდეს ასაშენებლად.

27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ-ორმა, ან დიდი-დიდი სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს.

28. თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს.