3.50.18 Прелюбодеяние духовное

Суд.2,17 Иез.16,15-63 Ос.1,2.3 Иак.4,4 Отк.2,14.20-22; 17,1-5

3.50.18 მრუშობა სულიერი

- "ისრაელის ძენი" მსაჯ.2,17

- "სიონის ასული" ეზეკ.16,15-63

- სახიერად იქნა ნაჩვენები ოსიას ქორწინებით ოს.1,2.3

- ქვეყნიერების მსგავსად ცხოვრება იაკ.4,4

- ცრუმოძღვრებას და ცრუწინასწარმეტყველს გაყოლა გმცხ.2,14.20-22

- სიმბოლიზირებულია ბოლო განდგომილებაში გმცხ.17,1-5

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 2

17. მაგრამ მსაჯულებისაც არ შეისმინეს, მრუშობდნენ სხვა ღმერთების კვალდაკვალ და ეთაყვანებოდნენ მათ; მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომელზეც უფლის მცნებათა მორჩილი მათი მამები დადიოდნენ. ესენი მათსავით არ იქცეოდნენ.

ეზეკიელი 16

15. "შენ კი, შენს სილამაზეს მიენდე და გაგამეძავა შენმა სახელმა, ყოველ გამვლელს უწვებოდი და მისი ხდებოდი.

ოსია 1

2. როცა იწყო უფალმა ოსიას პირით ლაპარაკი, უთხრა ოსიას: "წადი, მოიყვანე ცოლად გარყვნილი ქალი და იყოლიე გარყვნილების შვილები; რადგან საშინელი მრუშობით გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს”.

3. წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი.

იაკობი 4

4. მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!

გამოცხადება 2

14. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ.

20. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ.

21. მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული.

22. აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს.

გამოცხადება 17

1. მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, შვიდი თასი რომ ჰქონდათ, დამელაპარაკა და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სამსჯავროს.

2. რომელთანაც მეძავობდნენ დედამიწის მეფენი და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი”.

3. სულში გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, რომელიც ღვთისმგმობი სახელებით სავსე, შვიდთავიან და ათრქიან მეწამული ფერის მხეცზე იჯდა.

4. დედაკაცი შემოსილი იყო პორფირითა და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი ქვებითა და მარგალიტებით და ხელში მისი სიძვის სიბილწითა და უწმინდურებით სავსე ოქროს თასი ეჭირა.

5. შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: "დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”.