3.46.3. Бог закаляет испытаниями

Пр.17,3 Ис.1,25; 48,10 Иез.22,20-22 Зах.13,9 Мал.3,2.3; 1Пет.1,6.7

- Бог заранее повествует о испытании Быт.2,17 Втор..13,3 Кол.2,4.8

- Бог испытивает любяших Его Быт.22,1 Евр.11,17

- Свой народ Исх.15,25; 16,4; 20,20 Втор.8,2.3 Суд.2,22; 3,1-4

- как человек испытивает своего сына Втор.8,5 Пр.3,11.12 Евр.5,8; 12,5 Отк.3,19

- для нашего блага в будушем Втор.8,16 Рим.8,28

- обличает Иов.5,17 Пр.3,11.12 Евр.12,5 Отк.3,19

- учит с наказанием Пс.93,12; 118,67.71

- будем готовыми испытанию от Господа Пс.25,2; 65,10

- Бог спасает Пс.137,7

- справедлив Пс.118,75

- очишает Ис.4,4 Зах.13,9 Мал.3,2.3

- напрасное закаливание Ис.48,10 Деян.5,1-3

- кто потерпит - спасется Матф.10,22; 1Кор.9,19.25 Евр.10,32 Отк.2,10

- находяший в испытании ожидает награда Лук.22,28-30 Иак.1,[12] Отк.2,10; 3,21

- горесть не прекратится, но не унивйте Ин.16,33 флп.1,29 Евр.11,36-38

- радостью примите испытание Иак.1,2.3; 1Пет.4,13 Рим.5,3

- испытание для полноценности 1Пет.5,10

- последнее время наший дела будет испытан с огнем 1Кор.3,13-15

- уподобляемся смертью Его флп.3,10

- наставляйте друг друга, чтобы кто из вас не ожесточился Евр.3,13

* И было, после сих происшествий Бог искушал Авраама и сказал ему: Авраам! Он сказал: вот я. (Быт.22,1. **Иаков жил в земле странствования отца своего, в земле Ханаанской.

2 Вот житие Иакова. Иосиф, семнадцати лет, пас скот вместе с братьями своими, будучи отроком, с сыновьями Валлы и с сыновьями Зелфы, жен отца своего. И доводил Иосиф худые о них слухи до отца их.

3 Израиль любил Иосифа более всех сыновей своих, потому что он был сын старости его, - и сделал ему разноцветную одежду.

4 И увидели братья его, что отец их любит его более всех братьев его; и возненавидели его и не могли говорить с ним дружелюбно.

5 И видел Иосиф сон, и рассказал братьям своим: и они возненавидели его еще более.

6 Он сказал им: выслушайте сон, который я видел:

7 вот, мы вяжем снопы посреди поля; и вот, мой сноп встал и стал прямо; и вот, ваши снопы стали кругом и поклонились моему снопу.

8 И сказали ему братья его: неужели ты будешь царствовать над нами? неужели будешь владеть нами? И возненавидели его еще более за сны его и за слова его.

9 И видел он еще другой сон и рассказал его братьям своим, говоря: вот, я видел еще сон: вот, солнце и луна и одиннадцать звезд поклоняются мне.

10 И он рассказал отцу своему и братьям своим; и побранил его отец его и сказал ему: что это за сон, который ты видел? неужели я и твоя мать, и твои братья придем поклониться тебе до земли?

11 Братья его досадовали на него, а отец его заметил это слово.

12 Братья его пошли пасти скот отца своего в Сихем.

13 И сказал Израиль Иосифу: братья твои не пасут ли в Сихеме? пойди, я пошлю тебя к ним. Он отвечал ему: вот я.

14 И сказал ему: пойди, посмотри, здоровы ли братья твои и цел ли скот, и принеси мне ответ. И послал его из долины Хевронской; и он пришел в Сихем.

15 И нашел его некто блуждающим в поле, и спросил его тот человек, говоря: чего ты ищешь?

16 Он сказал: я ищу братьев моих; скажи мне, где они пасут?

17 И сказал тот человек: они ушли отсюда, ибо я слышал, как они говорили: пойдем в Дофан. И пошел Иосиф за братьями своими и нашел их в Дофане.

18 И увидели они его издали, и прежде нежели он приблизился к ним, стали умышлять против него, чтобы убить его.

19 И сказали друг другу: вот, идет сновидец;

20 пойдем теперь, и убьем его, и бросим его в какой-нибудь ров, и скажем, что хищный зверь съел его; и увидим, что будет из его снов.

21 И услышал сие Рувим и избавил его от рук их, сказав: не убьем его.

22 И сказал им Рувим: не проливайте крови; бросьте его в ров, который в пустыне, а руки не налагайте на него. Сие говорил он, чтобы избавить его от рук их и возвратить его к отцу его.

23 Когда Иосиф пришел к братьям своим, они сняли с Иосифа одежду его, одежду разноцветную, которая была на нем,

24 и взяли его и бросили его в ров; ров же тот был пуст; воды в нем не было.

25 И сели они есть хлеб, и, взглянув, увидели, вот, идет из Галаада караван Измаильтян, и верблюды их несут стираксу, бальзам и ладан: идут они отвезти это в Египет.

26 И сказал Иуда братьям своим: что пользы, если мы убьем брата нашего и скроем кровь его?

27 Пойдем, продадим его Измаильтянам, а руки наши да не будут на нем, ибо он брат наш, плоть наша. Братья его послушались

28 и, когда проходили купцы Мадиамские, вытащили Иосифа изо рва и продали Иосифа Измаильтянам за двадцать сребренников; а они отвели Иосифа в Египет.

29 Рувим же пришел опять ко рву; и вот, нет Иосифа во рве. И разодрал он одежды свои,

30 и возвратился к братьям своим, и сказал: отрока нет, а я, куда я денусь?

31 И взяли одежду Иосифа, и закололи козла, и вымарали одежду кровью;

32 и послали разноцветную одежду, и доставили к отцу своему, и сказали: мы это нашли; посмотри, сына ли твоего эта одежда, или нет.

33 Он узнал ее и сказал: это одежда сына моего; хищный зверь съел его; верно, растерзан Иосиф.

34 И разодрал Иаков одежды свои, и возложил вретище на чресла свои, и оплакивал сына своего многие дни.

35 И собрались все сыновья его и все дочери его, чтобы утешить его; но он не хотел утешиться и сказал: с печалью сойду к сыну моему в преисподнюю. Так оплакивал его отец его.

36 Мадианитяне же продали его в Египте Потифару, царедворцу фараонову, начальнику телохранителей. (Быт. 37.1,36).

3.46.3. ღმერთი გვაწრთობს განსაცდელებით

იგ.17,3 ეს.1,25; 48,10 ეზ.22,20-22 ზაქ.13,9 მალ.3,2.3; 1პეტ.1,6.7

- ღმერთი წინასწარ გვამცნობს განსაცდელს დაბ.2,17 რჯ.13,3 კოლ.2,4.8

- ღმერთი სცდის თავის მოყვარულთ დაბ.22,1 ებრ.11,17

- თავის ხალხს გამ.15,25; 16,4; 20,20 რჯ.8,2.3 მსაჯ.2,22; 3,1-4

- როგორც კაცი წვრთნის თავის შვილს რჯ.8,5 იგ.3,11.12 ებრ.5,8; 12,5 გმცხ.3,19

- ჩვენდა სასიკეთოდ, მომავლისთვის რჯ.8,16 რომ.8,28

- ამხილებს იობ.5,17 იგ.3,11.12 ებრ.12,5 გმცხ.3,19

- დასჯით ასწავლის ფს.93,12; 118,67.71

- ვიყოთ მზად გამოგვცადოს უფალმა ფს.25,2; 65,10

- ღმერთი იხსნის ფს.137,7

- სამართლიანად შეგვაჭირვებს ფს.118,75

- გვწმენდს ეს.4,4 ზაქ.13,9 მალ.3,2.3

- ამაო წრთობა ეს.48,10 საქ.5,1-3

- დამთმენი გადარჩება მათ.10,22; 1კორ.9,19.25 ებრ.10,32 გმცხ.2,10

- განსაცდელში მყოფთ აღთქმული აქვთ ჯილდო ლუკ.22,28-30 იაკ.1,[12] გმცხ.2,10; 3,21

- ჭირი არ დაგელევათ, მაგრამ გამხნევდით ინ.16,33 ფლპ.1,29 ებრ.11,36-38

- სიხარულით მიიღეთ განსაცდელი იაკ.1,2.3; 1პეტ.4,13 რომ.5,3

- განსაცდელი სრულყოფისთვისაა 1პეტ.5,10

- ბოლოს ცეცხლით გამოიცდება ჩვენი საქმეები 1კორ.3,13-15

- თანამოზიარენი ვართ მისი ვნებებისა, ვემსგავსებით მის სიკვდილს ფლპ.3,10

- შეაგონეთ ერთმანეთს, რათა არავინ გაქვავდეს ცოდვის საცთურით ებრ.3,13

__თემაზე წერდნენ__

***

როგორც დათესილი მარცვალი საჭიროებს წვიმას, ასევე ჩვენთვისაც აუცილებელია ცრემლთა ღვრა, როგორც მიწას ესაჭიროება მოხვნა თუ დაბარვა, ასევე ჩვენი სულისთვისაც აუცილებელი ყოფილა სხვადასხვა განსაცდელნი, საცდურნი და მწუხარებანი, რათა მან ღვარძლი არ აღმოაცენოს, არ გაამპარტავნდეს და სასტიკი არ შეიქმნას. საგულდაგულო დამუშავების გარეშე ხომ მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენ განუწყვეტელ შეჭირვებაში ვიყოთ ამქვეყნად, რათა სასო არ წარგვეკვეთოს. ამასთან, არც იმას დაუშვებს, რომ გამუდმებით კეთილდღეობითა და სიხარულით ვჰგიებდეთ, რათა არ დავეცეთ.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

ღმერთი სამუდამოდ არც უბედურებაში სტოვებს ადამიანებს, რათა სრულიად უღონონი არ შეიქნან, და არც – ბედნიერებაში, რათა დაუდევრობით არ ევნონ და სხვებზე ზრუნვა არ დაივიწყონ, რამეთუ იგი სხვადასხვა საშუალებებითა და ღონით განაგებს ადამიანთა ხსნას.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

ისრაელი ერის მოგზაურობა არაბეთის უდაბნოში ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების სახეა, სანამ ზეციურ აღტქმულ ქვეყანას მივაღწევდეთ, მრავალი უბედურება, გაჭირვება და მწუხარება უნდა დავითმინოთ, რამეთუ როგორც ქვეყნად მცხოვრები ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ იცოცხლებს უჰაეროდ, ასევე ვერცერთი ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში ვერ ასცდება მწუხარებასა და სნეულებებს.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

წმინდად დაფქვილი ხორბლით წმინდავე პური ცხვება, ასევე კაცი ჭირთათმენით იძენს გონიერებას.

__ დანიელ პყრობილი __

***

როცა საყვედურის ან შეურაცხყოფის გამო გიმძიმს, იცოდე რომ ამას დიდი სარგებლობა მოაქვს შენთვის. დამცირების საშუალებით მზვაობრობა განიდევნა შენგან.

__ წმ. მაქსიმე აღმსარებელი __

***

სნეულებებს უფალი ცოდვათაგან განწმენდისთვის გვიგზავნის, ხოლო ზოგჯერ, რათა შეაჩეროს ჩვენი სწრაფვა დაცემისაკენ.

__ წმ. იოანე კლემაქსი __

***

მრავალი მინახავს რაიმე სნეულებით გაწამებულნი, თითქოს ეპიდემია დადებულნი, ამ გზით განიწმინდებოდნენ სულიერი ვნებებისაგან.

__ წმ. იოანე კლემაქსი __

***

გიკვირს განა, რატომ მომივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებასო?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი ცხოვრება – ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად გასწიროს? განა არ უბრძანებ შენს ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას, ყოველივე დაჰკარგოს, მშიერი და მწყურვალი იყოს, სნეულებებმაც შეაწუხონ, რათა იძულებული გახდეს კვლავ შენ დაგიბრუნდეს?! აბა, განა ასე არ მოიქცევი?! დიახადაც, რომ ამას იქმ, და როცა უძღები შვილი დაგიბრუნდება, სიხარულით ჩაიკრავ მას გულში და მშვიდობით შეიწყნარებ! მაშ, რაღად გიკვირს შემოქმედი ღმერთის ზრუნვა ჩვენზე, მის უძღებ ცოდვილ შვილზე? მას ხომ უსაზღვროდ ვუყვარვართ და მხოლოდ ის სურს, რომ დავუბრუნდეთ და სამარადისო მისმიერ სიხარულში ვჰგიებდეთ!

__ წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი __

***

აწინდელი ცხოვრების სიხარულიც ხომ არ არის მწუხარების ელფერის გარეშე, ისევე, როგორც ნახატი არ შეიძლება იყოს ჩრდილთა გარეშე. განა რომელი ცხოვრებისეული სიტკბოება შეიძლება იყოს ისე, რომ თან არ ახლდეს მწუხარების თანაზიარობა?!

__ წმ. იოანე დამასკელი __

***

ცხოვრების ფიალა სიტკბოებით გულს აგიმსუყებდა, შიგ რომ ცრემლი არ ერიოს.

__ პითაგორა __

***

ბრძანა: ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება,

ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება . . .

მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება.

__ რუსთაველი __

***

უბედურება – ჩვენი ხვედრის სიმწარე ყველაზე უკეთ გამოხატეს სიტყვით სოლომონმა და იობმა – უბედნიერესმა და უუბედურმა კაცთა შორის. ერთმა პირველი ცდით შეიცნო განცხრომათა ამაოება, მეორემ – უბედურების სიმწარე.

__ ბლეზ პასკალი __

***

განა შენდა სამსახურად არ მიბოძე ჯანმრთელობა? მე კი ფუჭსა და ცრუ მიზანს შევწირე იგი. ახლა თავს მახვევ სნეულებას, რათა თვალი ამიხილო და წრფელი გზა მიჩვენო . . . მე ბოროტად მოვიხმარე ჯანმრთელობა, და შენ სამართლიანად დამსაჯე. მაშ, შემეწიე, რათა სიკეთედ მოვაქციო შენი სასჯელი.

__ ბლეზ პასკალი “ლოცვა უფლის მიმართ სნეულების სიკეთედ მოქცევისთვის” (ტრაქტატი)__

***

ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი სულ ბედნიერებასა და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა.

__ აკაკი წერეთელი __

***

[უფალი შენთანაა და გეუბნება:] თუ შენ იმყოფები მძიმე მდგომარეობაში იმ ადამიანთა შორის, რომელთაც არ ესმით შენი, ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც შენს სულს სჭირდება, და რომელნიც გთრგუნავენ შენ, გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო.

მე ვარ უფალი, ყველანაირი გარემოების მეუფე, შენ შემთხვევით კი არ აღმოჩნდი იმ ადგილას, რომელიც მე მიგიჩინე.

შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა დაგაყენე იმ ადგილას, იმ გარემოებაში, იმ გაკვეთილზე, სადაც ამას ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი, მხოლოდ ჩემს ნებას ასრულებენ.

__ მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცელი იერუსალიმის თემის თავმჯდომარის წერილი რომის სენატს (1937წ.) __

***

გახსოვდეს ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა.

__ სერაფიმე ვირიცელი __

***

რკინა იწრთობა ცეცხლითა, კაცი კი განსაცდელითა.

__ ქართული ხალხური __

***

არასოდეს დამავიწყდება გიორგი მიულერის შენიშვნა კაცისადმი, რომელსაც კითხა, რა ხერხით შეიძლება მივიღოთო ძლიერი რწმენა.

“ერთადერთი გზა ძლიერი რწმენის მისაღებად, - უპასუხა რწმენის კაცმა, - გადის ჯერ განსაცდელებს. მე განმიმტკიცდა რწმენა ძლიერი განსაცდელების ჟამს სიმტკიცის შენარჩუნებით.”

მართლაც ასეა! განდიდება საჭიროა სწორედ მაშინ, როდესაც ყოველივე ირგვლივ იცვლება. ძვირფასო მეგობარო, შენ არ აძლევ ანგარიშს და ფასს ვერ დებ იმ მშვენიერ შემთხვევას, თუ მოცემულ ჟამს განიცდი დიდ უბედურებას, იმყოფები ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც შეუძლია რწმენის განმტკიცება და თუ შენ არ ეძლევი ცდუნებებს, უფალი გასწავლის ამ ძნელ საათებში, როგორ ისარგებლო მისი ტახტის ძალაუფლებით. ისე რომ მიაღწიო წარმატებას, ისეთს, როგორიც არ გიხილავს აქამდის.

“ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე!” ხოლო თუ შიში გიპყრობს, აღმართე შენი თვალები უფლის მიმართ და უთხარი: “როცა მე შიშში ვარ, შენ გადიდებ” და შენ მოემადლიერები ღმერთს მწუხარების სწავლების გამო, რომელიც აღმოჩნდა შენთვის რწმენის სკოლა.

“ძლიერი რწმენა იშვება ძლიერი განსაცდელების ჟამს.” თუ ჩვენ შევხედავთ სულიერ მხარეს ან დროებით მხარეს, ვნახავთ, რომ ყველა დიდი რეფორმები, სასარგებლო აღმოჩენები, სულიერი გამოღვიძებანი არის დიდი შრომის, ცრემლის, ტანჯვისა და დაღვრილი სისხლის შედეგი, რომლებიც მოიწიეს რწმენის კაცებმა და დედაკაცებმა, რომელთა აუტანელი მდგომარეობაც იყო ამ მიღწევების წინაპირობა. თუ შენდება ღვთის ტაძარი, დავითს მოუწევს მომავალი განსაცდელის გადატანა. თუ ღვთის მადლის სახარება უნდა განთავისუფლდეს იუდეველთა გამცემლობისგან, მაშინ პავლეს ცხოვრება გაივლის “ტანჯვით შობაში.”

__ იაკობ ლევენი __

***

ზოგი ცხოვრებისეული ქარიშხალი გვატყდება თავს მოულოდნელად: დიდი უბედურება, მწარე სასოწარკვეთა, დამთრგუნველი წარუმატებლობა. სხვები გვეწევიან თანდისთანობით, ისინი გვეჩვენებიან ჰორიზონტის კიდეზე კაცისთვის ხელის მიუწვდენლად, მაგრამ უბედურება, თითქოსდა უმნიშვნელო, იზრდება, ფარავს მთელ ცას და იქცევა ჩვენთვის აუტანლად.

ღმერთი კი ასეთ ქარიშხლებში გვამზადებს ჩვენ მსახურებად. როდესაც ღმერთს ესაჭიროება მუხა, რგავს მას გაშლილ მინდორში, სადაც ბობოქრობს ქარიშხალი და შოლტავს წვიმები, სტიქიასთან ღამიერ ბრძოლებში მტკიცდებიან მისი ტოტები. და ის იკრებს ძალას, რათა იქცეს ტყეთა მეფედ.

როდესაც ღმერთს ესაჭიროება ერთგული და გამობრძმედილი კაცი, იგი უგზავნის მას ქარიშხალს. ჭეშმარიტი კაცის ისტორია ყოველთვის სუსხიანი და ნარ-ეკლიანია. ადამიანი იწრთობა ქარიშხლებში. როდესაც იგი პოულობს პასუხს გასაოცარ ლოცვაზე: “ღმერთო, მიმიღე, გადამადნე და გადამაკეთე!”

ფრანგმა მხატვარმა დახატა მსოფლიო გენიოსთა სურათი. მასზე გამოსახულნი არიან ორატორები, ფილოსოფოსები და წამებულნი – ისინი ვინც მიაღწია წარმატებებს ცხოვრების სხვადასხვა დარგში. აღსანიშნავია ამ სურათში ის, რომ თითოეული მათგანი, რომელთაც მიაღწიეს წარმატებებს თავიანთ დარგში, გამოირჩეოდა მანამდე ტანჯვის გამოვლით.

პირველ პლანზე დგას მოსე, რომელსაც ჩამოერთვა აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება. მის გვერდითაა ხელის ცეცებით მოსიარულე დაბრმავებული ჰომეროსი, იქვეა მილტონიც, ბრმა, გაბზარული გულით. შემდეგ ჩნდება ქრისტეს სახება მდგომი ყოველთა ზემოთ. რით გამოირჩევა მისი თვისებები? “რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა (რადგან არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!)” (ესაია 52,14).

მხატვარს შეეძლო სურათისთვის ეწოდებინა “ქარიშხალი”. ბუნება განსაკუთრებით გვიზიდავს თავისი სილამაზით ქარიშხლის შემდგომ. ასევე გმირი ცხოვრებაში იშვება ქარიშხალში, ატარებენ ჭრილობებსა და ნამჭდევებს მიყენებული ცხოვრებისეულ ბრძოლებში.

__ იაკობ ლევენი __

***

არსებობს ლეგენდა გერმანელ ბარონზე, რომელმაც თავის ციხესიმაგრეში რაინზე გაჭიმა მავთულები ერთი კოშკიდან მეორეზე, რათა ნიავს ისინი ექცია არფად.

ციხესიმაგრეს დასტრიალებდა მსუბუქი ნიავი, მაგრამ მუსიკა არ იშვებოდა.

ერთხელ ღამით ამოვარდა ქარიშხალი, მთა და ციხესიმაგრე თითქოს შეირყნენ. ბარონი გამოვიდა ზღურბლზე. გამოიხედა და აი “არფამ” აღავსო ჰაერი ჰანგებით. თურმე საჭირო ყოფილა ქარიშხალი, რათა დაეკრა მუსიკა!

ნუთუ თქვენ არ გინახავთ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც არ გამოსცემდა საუცხოო ჰანგებს ბედის ნებიერობის ჟამს. მაგრამ რომელნიც საკმარისი იყო მოხვედრილიყვნენ ქარიშხალში და გამოსცემდნენ საოცარ ჟღერადობას?

შენ ყოველთვის უნდა იყო ღმერთზე მინდობილი, როდესაც გადაიტან უბედურებებს. თუკი ისინი იყო სულიერად სწორად გადალახული, გაქცევენ უფრო მეტად კურთხეულს, ვიდრე ის, რაც წინ უძღოდა ამ განსაცდელებს . . . ყოველგვარი აღზრდა [რუს. “ნაკაზანიე” - სასჯელი] სიხარულად კი არ გვეჩვენება ამჟამად, არამედ მწუხარებად; მაგრამ შემდეგ . . . (ებრ. 12,11) რაოდენი ჯილდოა!

__ იაკობ ლევენი __

***

მე მომიწია ჩასვლა ურალის ქვის საბადოებში. მიდიხარ მრავალი კილომეტრი მიწისქვეშა გვირაბებით და ხედავ მხოლოდ მრავალფეროვან მარილს. მას აქვს წითელი, თეთრი, მწვანე, მუქი ლურჯი და სხვა შეფერილობა. გვხვდება უფერო მარილიც კი. საუცხოო მიწისქვეშა მრავალფეროვან სამეფოში იმყოფები.

როდესაც ამ სხვადასხვა ფერის მარილს ხდიან, ის იღებს ერთ საერთო თეთრ ფერს.

დევნა ჰკრავს ქრისტიანებს ერთობლივი სურვილითა და სწრაფვით შეხვდნენ უფალს მზადმყოფნი. კურთხეულნი არიან, რომელნიც სტოვებენ ბუნებრივ შეფერილობას და იღებენ განსაცდელებით მართალთა სამოსელს.

__ იაკობ ლევენი __

***

უბედურება სულმოკლე კაცის დამამხობელია და ამამაღლებელია დიდსულოვანისა.

__ სეგური __