4.15.20 Особенный любовь к одному сыну

Израиль любил Иосифа более всех сыновей своих, потому что он был сын старости его; и сделал ему разноцветную одежду.

И увидели братья, его, что отец их любит более всех братьев его и возненавидели его, и не могли говорить с ним дружелюбно (Быт.37,3.4).

И благословил их в тот день, говоря: тобою будет благословлять Израиль, говоря: Бог да сотворит тебе, как Ефрему и Манассии. И поставил Ефрема выше Манассии (Быт.47,20).

И увидел Иосиф, что отец его положил правую руку свою на голову Ефрема; и прискорбно было ему это. И взял он руку отца своего, чтобы переложить её с головы Ефрема на голову Манассии; (Быт.48, 17).

4.15.20 გამორჩევით სიყვარული ერთერთი შვილისადმი

დაბ.25,28; 27,1-10; 37,[3].4; 44,20-22; 48,17-19

P. S.

- მამას უყვარს ძე იოან.3,35

- ერთი მოწაფეთაგანი გამორჩევით უყვარდა იესოს, რადგან ის ყველაზე ახალგაზრდა იყო იოან.13,23

ბიბლიის მუხლები

დაბადება 25

28. უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.

დაბადება 27

1. როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი ისე, რომ ვეღარ ხედავდა, მოუხმო მან ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: "შვილო ჩემო!” და უპასუხა: "აქა ვარ”.

2. უთხრა: "მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;

3. აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი.

4. მომიმზადე ჩემი საყვარელი კერძი და მაჭამე, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა სანამ მოვკვდები”.

5. ესმოდა რებეკას, როცა ისაკი ელაპარაკებოდა ესავს, თავის ძეს. და გასწია ესავმა ველად სანადიროდ, მამისთვის ნანადირევის მოსატანად.

6. და უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ძეს: "მოვისმინე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას; ასე უთხრა:

7. "მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის წინაშე, სანამ ცოცხალი ვარ”.

8. ახლა, მომისმინე შვილო, და ჩემი ბრძანებისამებრ მოიქეცი:

9. წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.

10. და მიართმევ მამაშენს, რომ ჭამოს, რათა შენ გაკურთხოს სიკვდილის წინ”.

დაბადება 37

3. ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.

4. დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.

დაბადება 44

20. ჩვენც ვუთხარით ჩვენს ბატონს: მოხუცებული მამა გვყავს და პატარა ბავშვი, მის სიბერეში შობილი; ძმა მოუკვდა და ისღა დარჩა მისი დედისგან, ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.

21. გვითხარი შენს მორჩილთ: ჩამომიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახოო.

22. მივუგეთ ჩვენს ბატონს: ვერ მიატოვებს ყმაწვილი მამას, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.

დაბადება 48

17. როცა იხილა იოსებმა, რომ მარჯვენა ხელი ეფრემს დაადო მამამისმა, არ მოეწონა. აიღო მამის ხელი, რათა ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაენაცვლებინა.

18. უთხრა იოსებმა მამას: "ასე არა, მამაჩემო. ესაა პირმშო. მის თავს დაადე შენი მარჯვენა”.

19. მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: "ვიცი, შვილო, ვიცი; ისიც იქცევა ხალხად და ისიც განდიდდება; მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება და მისი შთამომავლობა გადაიქცევა მრავალრიცხოვან ხალხად”.

იოანე 3

35. მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას.

იოანე 13

23. ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას.