4.20.8 Не мстите за себя, но дайте место гневу Божию

4.20.8 თქვენთვის ნუ იძიებთ შურს, მიეცით ადგილი ღვთის რისხვას

ლევ.19,18; 1მფ.24,12; 4მფ.9,7 ფს.3,8; 17,47 იგავ.20,22; 24,29 იერ.29,7 მათ.5,38-45; 10,23 ლუკ.23,34 იუდ.1,9 რომ.12,19; 1კორ.6,7 გმცხ.6,10

ბიბლიის მუხლები

შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.

ლევ.19,18

უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე შენზე ხელს არ აღვმართავ.

1მფ.24,12

შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს და შურს იძიებ ჩემი წინასწარმეტყველი მსახურების სისხლისა და უფლის ყველა მსახურის სისხლის გამო.

4მფ.9,7

აღსდეგ, უფალო, მიხსენი . . . რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს.

ფს. 3,8

ღმერთია ჩემთვის შურისმაძიებელი და ის მიმორჩილებს ერებს.

ფს.17,47

ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.

იგავ.20,22

ნურც იმას იტყვი: როგორც მომექცა, ისევე მოვექცევი, თავისი ქცევისამებრ მივუზღავო.

იგავ.24,29

მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისთვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.

იერ.29,7

გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. ვინც გთხოვოს – მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

მათ.5,38-45

როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძე კაცისაც მოვა.

მათ.10,23

თქვა იესომ: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.

ლუკ.23,34

როდესაც ეშმაკს ეპაექრებოდა და მოსეს სხეულისთვის დაობდა, მიქაელ მთავარანგელოზმა ვერ გაბედა გმობის სასჯელი მოეწია მასზე, არამედ თქვა: შეგრისხოს შენ უფალმა!

იუდ.1,9

თქვენი თავისთვის ნუ იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ მიეცით ადგილი ღმერთის რისხვას, ვინაიდან დაწერილია: ჩემია შურისგება, და მე მივაგებ, იტყვის უფალი.

რომ. 12,19

ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?

1კორ.6,7

დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის?”

გმცხ.6,10