1.2.69 Распространение безбожного общества на земле

Темой четвертой главы являются численный рост и географическое распространение безбожного общества. Мы видим тут человека, восставшего против Бога, человека, который в своем нежелании повиноваться Богу подрывал всякое благочестие и отказывался нести ответственность за это. Нечестивые представлены здесь как живущие в мире (под защитным «знамением благодати»; толкование на стих 15), но не обретшие спасения в вечности. Их чувство вины притуплялось под действием их культурных достижений и в результате распространения их по земле.

РАСПРОСТРАНЕНИЕ БЕЗБОЖНОЙ ЦИВИЛИЗАЦИИ (4:17-26)

Далее в повествовании прослеживается линия Каина до «полного» ее развития. Что постигает общество, восставшее против Бога, отвергшее Его законы и предписанные Им жертвоприношения? В данном случае оно достигло процветания. Но праведные не должны завидовать нечестивым, не идти их путем (Пс. 48 и 72). Бог допускает преуспевание нечестивых на их сугубо земных путях. Они сочиняют музыку, изобретают оружие и орудия земледелия, возводят города; так возникают и растут культуры. И это то, чем живут люди в мире, на котором тяготеет проклятие.

Но не так с праведными. Некоторые из потомков Сифа, который был дан Еве Богом, вместо Авеля, начали призывать имя Господне. Они – Ной и Авраам в их числе – возвещали своим современникам истину. Мы видим, что какая-то часть людей в каждом поколении (называемая в Священном Писании остатком), отвергая блага «зажиточной жизни», неизменно озабочена вещами духовными. Израилю следовало подражать своему патриарху Еносу (буквально значит «слабый», «немощный» и – как следствие этого – смиренный перед Богом; 4:26) – как в духовном отношении, так и в повседневной жизни.

Быт. 4:17-18. Начало роду Каина было положено в земле Нод (стих 16). Это название – Нод – связано по смыслу со словами «не знающий отдыха скиталец» (наванад, стих 14). То есть это была земля «убежавших от Бога». Тут у Каина родился сын Енох, именем которого он назвал построенный им город. (Несомненно, женой Каина была одна из дочерей Адама; сравните с 5:4.)

Быт. 4:19-24. Седьмым от Адама по линии Каина был Ламех (вероятно, современник праведного Еноха, тоже седьмого от Адама, 5:3-21). Ламех нарушил план Бога, взяв себе две жены. В его роду изготовлялись музыкальные инструменты (гусли и свирели), а также орудия труда и войны из меди и железа. Одни из сыновей Ламеха Иавал – был скотоводом-кочевником (жил в шатрах со стадами).

Но, несмотря на процветание и «достижения», зло в их жизни множилось угрожающе. Стихи 22-23, известные под названием «песни Ламеха» – древнейший памятник семитской поэзии, с характерными для нее параллелизмами (т. е. повторами одной и той же мысли, выраженной разными словами). Надменно и зловеще хвастает перед женами Ламех (в распоряжении, которого «железное оружие», изобретенное его сыном Тувалкаином) тем, что убил некоего юношу. Хвалится он и своей, якобы, безнаказанностью, видимо, «уповая» все на то же «железное оружие». Если за Каина отомстится всемеро, то за Ламеха в семьдесят раз всемеро.

И в такой-то мир предстояло войти Израилю, а позднее – Церкви, чтобы провозглашать в нем праведность Божию.

Быт. 4:25-26. Безбожному обществу резко противопоставлены праведные. Линия Сифа была линией веры. Сам Сиф был для Евы, не утратившей веры в Бога, подарком от Него. Во дни Еноса, сына Сифова, люди начали призывать (точнее – «возвещать») имя Господа (имя Иеговы).

__Комментарии Далласской семинарии__

1.2.69 უღმერთო საზოგადოების გავრცელება ქვეყნიერებაზე

__თემაზე წერდნენ__

***

დაბადების მეოთხე თავის თემას წარმოადგენს რიცხობრივი ზრდა და გეოგრაფიული გავრცელება უღმერთო საზოგადოებისა.

აბელის და კაენის ამბავში ქალის "თესლი" ეჯახება გველის "თესლს" 3,15.

კაენი დაემორჩილა ბოროტის ზემოქმედებას და ბოლოსდაბოლოს წავიდა ქვეყნიერებაზე - შექმნა უღმერთო საზოგადოება. უარყო ღმერთისგან შეთავაზებული გზა.

კაენის გზა (იუდ.1,11) აღნიშნავს რწმენის უქონლობას, რაც ვლინდება მართალი ადამიანებისადმი შურში, რის შედეგიცაა მკვლელობა. განსხვავებული საქმიანობის გამო კი არ მოკლა ძმა, არამედ იმის გამო, რომ განსხვავებულად სცემდნენ თაყვანს ღმერთს. აბელი სათნო-ეყო ღმერთს თავისი მსხვერპლით, რაც შეუძლებელი იქნებოდა რწმენის გარეშე ებრ.11,4-6 შეადარე 1იოან.3,12. კაენს იმის მაგიერ, რომ ეფიქრა, როგორ ესიამოვნებინა ღმერთისთვის და გამოესწორებინა მდგომარეობა, გამწარდა.

ადამის და ევას პირველი ძენი მსგავსნი არიან მათი შემდგომი ურთიერთსაწინააღმდეგო კაცობრიობისა. დღესაც ასეთი ორი ტიპის ადამიანები არსებობენ ქვეყნიერებაზე.

4,6.7 გაბოროტდა კაენი და გაცნობიერებულად დაემორჩილა ცოდვას. გაიხსენეთ, ევას დასჭირდა ზემოქმედება ცოდვის ჩასადენად, მაგრამ კაენი უკვე იყო ცბიერისგან 1იოან.3,12 და სურდა ძმის მოშთობა. ტიპიური ხორციელი ადამიანის რეაქცია თავის წარუმატებლობაზე. ცოდვა წევს მისი გულის კარებთან და ცდილობს შეიჭრას შიგნით. ადამიანი არ უნდა ემორჩილებოდეს მას, პირიქით ეუფლებოდეს 4,7. კაენმა არ ისურვა ცოდვისთვის მიეყენებინა დარტყმა და იქნა მისგან შეპყრობილი სულით.

4,8-16 ძმის მოკვლის შემდეგ გულისხმაში ვერ ჩააგდო კაენი ღმერთის მცდელობამ მოენანიებინა და არ შეეცადა თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა ჩადენილზე 4,9 ღვთის სასჯელი სატანჯველს უმზადებს 4,10-12 რაც მას ემძიმება 4,13 დამახასიათებელია, რომ მკვლელს ეშინია, მასაც ისევე არ მოეპყრონ 4,14 მაგრამ ღმერთმა თავისი წყალობით დაადო ნიშანი პოტენციური შურისძიებისგან დასაცავად 4,15 რა ნიშანი იყო ეს, არ ზუსტდება თუმცა ღმერთმა სამუდამო მიუსაფრობა მიუსაჯა 4,12 უნდა ყოფილიყო ღმერთის პირისგან მოფარებული 4,14

4,17-26 ნაჩვენებია კაენის ხაზი მის "სრულ" განვითარებამდე. საზოგადოება აღმდგარია ღმერთის წინააღმდეგ, უარყოფს მის კანონებს, არ სწირავს მსხვერპლს. მიაღწია თავის აყვავებას. მაგრამ მართლებს არ უნდა შურდეთ უმართლოების და არ იარონ მათი გზით იხ.ფსალ.48 და 72

ღმერთი უშვებს უმართლოთა ყოველივეთი აღვსებას წმინდა მიწიერი გზებით. ისინი თხზავენ მუსიკას, იგონებენ იარაღს და მიწათმოქმედების ინსტრუმენტებს, აშენებენ ქალაქებს; ასე ჩნდებიან და იზრდებიან კულტურები. და ეს ისაა, რითაც ცხოვრობენ ადამიანები ქვეყნიერებაზე, რომლებსაც ეწევათ წყევლა.

4,19-24 ლამექმა დაარღვია ღმერთის გეგმა. მოიყვანა ორი ცოლი. ბოროტება მრავლდებოდა მის ცხოვრებაში მიუხედავად გამრავლებისა და აყვავებისა 4,22.23

4,25.26 უღმერთო საზოგადოების საპირისპიროდაა შეთის ხაზი, მართლების რწმენის ხაზი. მისი ძის ენოშის (სიტყვასიტყვით "სუსტი") დროს დაიწყო უფლის სახელის ხსენება და წარმოსდგა ღმერთისადმი მორჩილება. მის შემდგომ ყოველ თაობაში იყო მცირე ნარჩომი, რომელიც უარყოფდა ამქვეყნიურ ცხოვრებას და სულიერი საქმეებით იყო დაკავებული ღვთის წინაშე.

__დალასის სემინარიის კომენტარები__

 

***

4:11-15 კაენის ნიშნის რაობა გაურკვეველია, რადგან მისი შთამომავლები წარღვნისას დაიღუპნენ. ნიშანი დაღი კი არა, მისი დაცვის საშუალება იყო, რაც ღვთის უსაზღვრო სიყვარულის მაჩვენებელია, თუნდაც მოუნანიებელ ცოდვილთა მიმართ.

4:16 ნოდი ებრაულად სიტყვის თამაშია და `ხეტიალს~ ნიშნავს (მიუსაფარი ანუ `მოხეტიალე~ მე-12 მუხლი); იგი მთელ სიცოცხლეს დაუსრულებელ ხეტიალში გაატარებს.

4:20-22 ლამექის სამი შვილი პიონერები იყვნენ თავიანთ სფეროში. თუბალ-კაენმა მჭედლობა განავითარა. ეს ხელობა წმ. წერილისა და არქეოლოგიური აღმოჩენების თვალსაზრისითაც წარღვნის შემდეგი საუკუნეების განმავლობაში დაკარგული იყო (ძვ. წ. აღ-ით 1500 წლამდე).

4:23, 24 ეს მოკლე მონაკვეთი ცოდვის სწრაფ გავრცელებას ადასტურებს. ლამექის შინაგანმა გახრწნილებამ კაენისას გადააჭარბა. იგი ტრაბახობს ყმაწვილის მკვლელობით, რომელმაც მხოლოდ გვემა მას.

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.4,17-24 - შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის შედეგად წარმოქმნილი ცივილიზაცია სულ უფრო მეტად შორდებოდა ღმერთს და სისხლსა და ძალადობაზე ეფუძნებოდა.

"გააშენა... ქალაქი". კაენი მუდმივად ქალაქმშენებლობით იყო დაკავებული, ანუ კაენი წარმოადგენს მიწიერი ცივილიზაციის "მამას".

"უწოდა ამ ქალაქს". ადამი სახელებს იმას არქმევდა, რაც ღმერთის მიერ შეიქმნა და ამას ღვთის ნების გათვალისწინებით აკეთებდა. კაენმა, მას შემდეგ, რაც ღმერთს დაშორდა, "ქალაქს შვილის სახელი" უწოდა. არც ეს ქალაქი და არც მის შესახებ ხსოვნა არ შემორჩა კაცობრიობას, თუმცა, წარღვნამდელი ცივილიზაციის მეგალითური ნაგებობები ისე დგანან და გამოიყურებიან, როგორც ადამიანის სიამაყის გამომხატველი და ღმერთის გამომწვევი უტყვი საყვედურები (ასეთია, მაგალითად "ბაალბეკის ტერასები") - ისინი თავიანთი გიგანტური ზომებითა და არანაკლებ გიგანტური უაზრობით გასაოცარია.

დაბ.4,19 - ლამექი გაბოროტებისა და ცოდვაში მუდმივად ზრდის გამოხატულებაა, რაც ვლინდება მის მიერ სისხლის აღებით, მრავალცოლიანობით, დაბ.2,24-ში თქმულთან წინააღმდეგ. ცოდვის გამრავლებაა (გაორებაა), რადგან ორი ცოლის მიერ გაჩენილი შთამომავლობა იმ ელემენტების რაოდენობრივ ზრდას გულისხმობს, რომელთა მატარებლებიც კაენის შთამომავლები იყვნენ.

დაბ.4,26 - ეს მუხლი იმ დაშვების მტკიცებულებაა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში (აბელის სიკვდილიდან შეთის დაბადებამდე) კაცობრიობა ღმერთს არ იცნობდა. რა სახის ცრურწმენები გაჩნდა ამ პერიოდში, ცნობილი არ არის, მაგრამ მათ შესახებ ნათქვამია: "უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა". ამ არასულიერების (ან ცრუსულიერების) ანარეკლი წარღვნის შემდგომი კაცობრიობის ცხოვრებაშიც გამოიკვეთა.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__