2.14.16. Идите по узкой дороге в ворота

Матф.7,13.14 Лук.13,23.24

2.14.16. შედით ვიწრო ბჭით (გზით)

იგავ.4,26.27; 9,6; 16,25 ზირაქ.21,10 ეს.35,8; 55,7 იერ.6,16 ეზეკ.18,29-31; 3ეზრ.7,14 მათ.7,[13.14] მარ.8,34 ლუკ.12,32; 13,24; 14,33 ინ.10,9; 15,19 საქ.14,22 რომ.12,2

ბიბლიის მუხლები

იგავნი 4

26. გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი.

27. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე.

იგავნი 9

6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.

იგავნი 16

25. არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.

ზირაქი 21

10. ცოდვილთა გზა ქვებით არის მოკირწყლული, მაგრამ მის ბოლოში ჯოჯოხეთის უფსკრულია.

ესაია 35

8. შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ.

ესაია 55

7. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია.

იერემია 6

16. ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო.

ეზეკიელი 18

29. ამბობს ისრაელის სახლი: არ არის სწორიო გზა უფლისა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის!

30. ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი. შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება.

31. მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო?

3ეზრა 7

14. ამიტომ, თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის.

მათე 7

13. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე.

14. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას.

მარკოზი 8

34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

ლუკა 12

32. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი.

ლუკა 13

24. იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ.

ლუკა 14

33. ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

იოანე 10

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.

იოანე 15

19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.

საქმენი მოციქულთა 14

22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.

რომაელთა 12

2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.