4.15.67 Дочь, дочери

4.15.67 ასული, ასულები

ასულებად წმ. წერილში იწოდებიან:

- აბრაამის ცოლი დაბ.20,12

- ისრაელიანი ქალწულები მსაჯ.21,12

- ებრაელი ქალები ეს.43,6

- მთელი ისრაელი ფს.9,15

.

სიონის ასულებად იწოდებიან იერუსალიმის მცხოვრებნი:

- მათ მიმართაა ღმერთის ქება ფს.9,15

- მიმართავს მათ ქებ.3,11

- დატოვებულნი არიან ღმერთის მიერ ეს.1,8

- მეფე მიდის მათთან მათ.21,5

.

ხასიათდებიან:

- გარყვნილნი დაბ.19,30-38

- თავდადებული მსაჯ.11,36-39

- იდეალური იგავ.31,29

- მშვენიერი ფს.44,10-13

- უზრუნველნი ეს.32,9-11

- წინასწარმეტყველნი იოვ.2,28

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

30. აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში.

დაბადება 20

12. მართლაც ჩემი და არის სარა, მამაჩემის ასულია, თუმცა დედაჩემის ასული არ არის; და გახდა ჩემი ცოლი.

მსაჯულნი 11

36. უთხრა ასულმა: "მამა, თუ სიტყვა მიეცი უფალს, უნდა აღასრულო, რადგან შენი ხელით იძია შური უფალმა მტრებზე, ყამონის ძეებზე”.

მსაჯულნი 21

12. გამოარჩიეს გილყადის იაბეშის მაცხოვრებლებში ოთხასი ქალწული, რომლებმაც მამაკაცის სარეცელი არ იცოდნენ და მიიყვანეს შილოს ბანაკში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია.

ფსალმუნი 9

14. რათა შენი ყოველი ქება განვაცხადო სიონის ასულის კარიბჭესთან და შენმიერი ხსნით ვილხინო.

ფსალმუნი 44

10. მისმინე, ასულო, მოიხედე და ყური მომაპყარ. დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.

11. მაშინ ისურვებს ხელმწიფე შენს მშვენებას, რადგან ის არის შენი უფალი, თაყვანი ეცი მას.

12. ტვიროსის ასული ძღვენით მოვა შენთან; ხალხთა შორის უმდიდრესნი, შენს წყალობას მოძებნიან.

13. შიდა ოთახში - მეფის ასულია, მოოქროვილია მისი სამოსი.

იგავნი 31

29. მრავალი ასული მოქცეულა სანაქებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!

ქებათა ქება 3

11. გამოდით და შეხედეთ სიონის ასულნო, მეფე სოლომონს და გვირგვინს, რომლითაც შეამკო იგი დედამისმა ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.

ესაია 1

8. და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.

ესაია 32

9. უზრუნველო ქალებო, წამოდექით, შეისმინეთ ჩემი ხმა! უდარდელო ასულნო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს!

10. ერთი წლის და რამდენიმე დღის შემდეგ შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან აღარ იქნება რთველი, აღარ დადგება მოსავლის აღების ჟამი.

11. თრთოდეთ უზრუნველნო, შეშფოთდით უდარდელნო, გაიხადეთ, გაშიშვლდით და ძაძა შემოირტყით წელზე.

ესაია 43

6. ჩრდილოეთს ვეტყვი: მიეცი! სამხრეთს: ნუ დააკავებ! მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი - ქვეყნის კიდიდან.

იოველი 2

28. ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ.

მათე 21

5. უთხარით სიონის ასულს: "აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე”.