2.10.9. Веельзевул

- Говорили, что Христос с его помошью гонит злых духов Матф.9, 34; 12,24.27 Мар. 3,22 Лук. 11,15.18.19

- Христа и его учеников називают веельзевулом Матф. 10,[25]

2.10.9. ბელზებული

(ბუზების ბატონი)

- ბაალზებელი იყო ფილისტიმელთა ღმერთი ყეკრონში 4მფ.1,2

- მეფე ახაზია მიმართავდა მას 4მფ.1,2.6.16

- ახალ აღთქმაში ეშმაკთა მთავარი იწოდება ბელზებულად მათ.12,24

- იწოდება სატანად მათ.12,26

- აბრალებდნენ ქრისტეს ბელზებულის ძალით აძევებსო ეშმაკთ მათ.9,34; 12,24.27 მარ.3,22 ლუკ.11,15.18.19

- ქრისტეს და მის მოწაფეებს ბელზებულად უხმობენ მათ.10,[25]

ბიბლიის მუხლები

4მეფეთა 1

2. გადმოვარდა ახაზია თავისი ზემოთვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. გაგზავნა მოციქულები და დააბარა: წადით და დაეკითხეთ ბაალზებებს ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგან?

6. მიუგეს: კაცი შემოგვხვდა და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არის ღმერიი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაალზებუბთან მიდიხართ სამკითხაოდ? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.

16. უთხრა მას: ასე ამბობს უფალი: რაკი ბაალზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან, გაგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები.

მათე 9

34. ხოლო ფარისეველნი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.

მათე 10

25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. =2.10.9.

მათე 12

24. ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო.

26. თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მასი სამეფო?

27. და თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.

მარკოზი 3

22. ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.

ლუკა 11

15. ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.

18. თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ.

19. მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.