3.35.8. Изнеможение тела от поста для спасения душы

Пс.34,13; 108,[24] Матф.4,2; 1Кор.9,27; 2Кор.11,27 Евр.12,11-13

3.35.8. ხორცის მოუძლურება სულის სახსნელად

ფს.34,13; 108,[24] მათ.4,2; 1კორ.9,27; 2კორ.11,27 ებრ.12,11-13

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 34

13. მე კი ძაძებს ვიცვამდი მათი სნეულების ჟამს, ჩემს სულს მარხვით ვიძაბუნებდი, მაგრამ ჩემი ლოცვა უკან მიბრუნდებოდა.

ფსალმუნი 108

24. მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.

მათე 4

2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.

1კორინთელთა 9

27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.

2კორინთელთა 11

27. შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით.

ებრაელთა 12

11. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.

12. მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.

13. მოასწორეთ ბილიკნი თქვენს ფეხთათვის, რათა გზას კი არ გადასცდეს კოჭლი, არამედ განიკურნოს.

__თემაზე წერდნენ__

***

ყველაზე დიდი მკურნალი ადამიანისა მარხულობაა.

__ პლუტარქე __

***

დღეთა მამათა ჩვენთა პირველთასა სამი ესე სათნოებაი დაემარხა მტკიცედ, რომლითა შემძლებელ იქმნნეს ცხოვრებად: მარხვაი ძლიერი, და სიმდაბლეი მიუთხრობელი, სიგლახაკეი მიუწდომელი. ხოლო დღეს მიუგიეს მონაზონთა ნაყროვნებაი სიხარბით, და გულფიცხელობაი მანკიერებით, და შეკრებაი მრავლისდა მონაგებისაი. აწ, რომელიცა სათნო არს წინაშე თვალთა შენთა ორთა ამათგანი, იგიცა შეიკრძალე.

__ იოანე მოსხი __

***

ვიმარხულე მარხულობა ვიწყევ.

*

იმარხა – მარხულობა ქნა.

*

მარხვა - უჭმელობა, გინა შენახვა.

*

მარხულობა მ ა რ ხ ვ ა არს შენახვა, ვინათგან ვიტყვით უნჯთა დამარხვასა, ანუ ცხოველთა, ანუ მკვდართა დამარხვასა; აგრეთვე მუცლისა, ენისა, ხვაშიადისა და სწავლისა შენახვასა მ ა რ ხ ვ ა დ სახელ-ედების; ხოლო მ ა რ ხ უ ლ ო ბ ა იგი არს, ოდესცა განწესებულთა დღეთა ანუ საკანონოთათვის რაოდენ დღე მარხულობითა ვიმარხვიდეთ და დღიურ ერთგზის ვჭამდეთ; ხოლო კ ო ლ ვ ი ზ მ ა – მარხულობა ძლიერი ხორცთა ქენჯნისათვის.

*

ნამარხულევი – მიბარებული.

*

სამარხო - დასამარხავი.

*

სამარხო - მარხვაში საჭმელი.

__ სულხან საბა ორბელიანი "ლექსიკონი ქართული" __

***

სულით მარხულობა ბევრად აღემატება ჭკუით მარხულობას.

__ ვაჟა ფშაველა __