3.47.6. Оживление с покаянием духовно мертвого

Лук.15,24.32

**

** ибо этот сын мой был мертв и ожил, пропадал и нашелся. И начали веселиться.(Лук.15,24) А о том надобно было радоваться и веселиться, что брат твой сей был мертв и ожил, пропадал и нашелся. (Лук.15,32)

3.47.6 სულიერად მკვდრის მონანიებით გაცოცხლება

ლუკ.15,[24].32

- ღმერთი ქრისტესთან ერთად გვაცოცხლებს ცოდვებით მკვდრებს როდესაც ვინანიებთ და შევუდგებით ქრისტეს ინ.5,25 ეფ.2,1.5; 5,14 კოლ.2,13

- სულიერად მკვდრის შესახებ 1ტიმ.5,6 გმცხ.3,1

- ორგზის გამხმარად იწოდნენ იდ.1,12

ბიბლიის მუხლები

ლუკა 15

24. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.

32. ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.

იოანე 5

25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.

იუდა 1

12. ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი;

ეფესელთა 2

1. და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით,

5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),

ეფესელთა 5

14. რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.

კოლასელთა 2

13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით.

1ტიმოთე 5

6. განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია.

გამოცხადება 3

1. ხოლო სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ.