2.1.40 Вера

2.1.40 რწმენა

რწმენის ბუნება:

- ღმერთის საქმე იოან.6,29

- გამომდინარეობს გულიდან რომ.10,9.10

- სულის ნაყოფი გალ.5,22

- ნიჭია ღვთისა ეფ.2,8

- დარწმუნებულობა უხილავში ებრ.11,1

.

არის შედეგი:

- წმინდა წერილის იოან.14,1

- ღვთის სიტყვის ქადაგების იოან.17,20

- სახარების საქ.15,7

.

რწმენის ობიექტები:

- ღმერთი იოან.14,1

- იესო ქრისტე იოან.20,31

- მოსეს წიგნები იოან.5,46

- წინასწარმეტყველთა წიგნები საქ.26,27

- სახარება მარ.1,15

- ღვთის აღთქმები რომ.4,21

.

რწმენის სახეები:

- დროებითი ლუკ.8,13

- მკვდარი იაკ.2,17.20

- ინტელექტუალური იაკ.2,19

- მხსნელი რომ.10,9.10

.

დახასიათებულია როგორც

- დიდი მათ.8,10

- მცირე მათ.8,26

- გაბედული მათ.14,28.29

- კოლექტიური მარ.2,5

- მორჩილი ლუკ.7,6.7

- უფესვო ლუკ.8,13

- უსაზღვრო იოან.11,21-27

- სრულყოფილი იაკ.2,22

- ძვირფასი 2პეტ.1,1

- წმინდა იუდ.1,20

- საერთო რომ.1,12 ტიტ.1,4

- ფუჭი 1კორ.15,14.17

- უთვალთმაქცო 1ტიმ.1,5

.

რწმენის ნაყოფები:

- გადარჩენა მარ.16,16

- ღვთის შვილობა იოან.1,12

- საუკუნო სიცოცხლე იოან.3,15.16

- მსჯავრისგან გამოხსნა იოან.3,18

- დაცულობა იოან.10,26-29

- სულიერი სიკვდილისგან გამოხსნა იოან.11,25.26

- ეძლევა სულიერი სინათლე იოან.12,36.46

- სულიერი სიცოცხლე იოან.20,31

- ცოდვის მიტევება საქ.10,43

- გამართლება საქ.13,39

- გულის განწმენდა საქ.15,9

- წილი განწმედილთა შორის საქ.26,18

- მშვიდობა ღმერთთან რომ.5,1

- მისასვლელი ღმერთთან ეფ.3,12

- ღვთის შეგონება 1ტიმ.1,4

.

რწმენის ადგილი ქრისტიანის ცხოვრებაში:

- ლოცულობს რწმენით მათ.21,22

- სძლევს ქვეყნიერებას 1იოან.2,13-17

- რწმენით ცოცხლობს რომ.1,17

- მისდევს რწმენის კვალს რომ.4,12

- ეწინააღმდეგება ბოროტებას ეფ.6,16

- კვდება რწმენით ებრ.11,13

.

რწმენის ზრდა ქრისტიანის ცხოვრებაში:

- ლოცულობს რწმენის მომატებისთვის ლუკ.17,5

- არის მასში საქ.14,22

- მტკიცეა რომ.4,20-24

- დგას მყარად 1კორ.16,13

- უხვობს მასში 2კორ.8,7

- დამკვიდრებულია კოლ.1,23

- აქვს რწმენა 1ტიმ.1,19

- დარწმუნებულია მასში 2ტიმ.1,12

.

ბიბლიის მუხლები

მათე 8

10. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.

26. და უთხრა მათ: – რამ შეგაშინათ, მცირედმორწმუნენო? – მერე წამოდგა, შერისხა ქარებს და ზღვას, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.

მათე 14

28. მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალზე.“

29. მან უთხრა: „მოდი!“ და გადმოვიდა პეტრე ნავიდან და წყალზე წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო.

მათე 21

22. და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.

მარკოზი 1

15. და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება.

მარკოზი 2

5. დაინახა იესომ მათი რწმენა და ეუბნება დამბლადაცემულს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“

მარკოზი 16

16. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება.

ლუკა 7

6. იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორიახლოს იყვნენ, როდესაც ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, რადგან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.

7. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.

ლუკა 8

13. კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;

ლუკა 17

5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.

იოანე 1

12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;

იოანე 3

15. რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.

16. რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.

18. ვისაც ის სწამს, არ დაისჯება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე დასჯილია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.

იოანე 5

46. ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა.

იოანე 6

29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული.

იოანე 10

26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით.

27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.

28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.

29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.

იოანე 11

21. და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.

22. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი.

23. უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა.

24. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას.

25. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

26. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?

27. მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.

იოანე 12

36. სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.“ ეს თქვა იესომ, და წავიდა და თვალს მიეფარა.

46. მე, ნათელი, მოვედი ქვეყანაზე, რათა არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს.

იოანე 14

1. ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

იოანე 17

20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.

იოანე 20

31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

საქმეები 10

43. მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.“

საქმეები 13

39. მისით მართლდება ყველა მორწმუნე.

საქმეები 14

22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.

საქმეები 15

7. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.

9. განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როდესაც რწმენით განწმიდა მათი გულები.

საქმეები 26

18. იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის.

27. გწამს, მეფეო აგრიპა, წინასწარმეტყველთა სიტყვები? ვიცი, რომ გწამს.

იაკობი 2

17. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.

19. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც.

20. შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია?

22. ხედავ, რწმენა ამოქმედებდა მის საქმეებს, საქმეებით კი განსრულდა რწმენა.

2პეტრე 1

1. სიმეონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენთან ერთად მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით.

1იოანე 2

13. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი.

14. ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი.

15. ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.

16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

17. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.

იუდა 1

20. ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით,

რომაელთა 1

12. ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით.

17. რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.

რომაელთა 4

12. ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.

20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.

21. რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.

22. ამიტომაც შეერაცხა მას სიმართლედ.

23. თუმცა მარტო მისთვის როდი დაიწერა, შეერაცხაო,

24. არამედ ჩვენთვისაც: დიახ, ჩვენც შეგვერაცხება, რომელთაც გვწამს ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი ჩვენი იესო,

რომაელთა 5

1. ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,

რომაელთა 10

9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.

10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.

1კორინთელთა 15

14. ხოლო ქრისტე თუ არ აღდგა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც.

17. ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.

1კორინთელთა 16

13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.

2კორინთელთა 8

7. და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.

გალატელთა 5

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,

ეფესელთა 2

8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;

ეფესელთა 3

12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით.

ეფესელთა 6

16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,

კოლასელთა 1

23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.

1ტიმოთე 1

4. და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით.

5. ხოლო ხარების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით,

19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.

2ტიმოთე 1

12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის.

ტიტე 1

4. ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის - ქრისტე იესოსაგან.

ებრაელთა 11

1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.

4. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს.

13. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.