3.49.32. Каждый искушается увлекаясь и обольшаясь собственной похотью

- плот склонен к греховному удоволствию Быт.3,6; 2цар.11,2.3 Матф.5,28

- грех влечет к себе, но ты господствуй над ним Быт.4,5-8

- в сердца человеков были зло во всякое время Быт.6,5; 8,21 Ос.13,9 Авв.2,13 Иак.1,[14]; 4,1 Рим.7,14

- користен Иисн.7,21; 3цар.21,2-4 Деян.5,1-3

- больше всего хранимого храни сердце свое Пр.4,23 Матф.15,28 Еф.4,22

3.49.32. ყველა თავისი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება

- ხორცი მიდრეკილია ცოდვილი სიამოვნებისკენ დაბ.3,6; 2მფ.11,2.3 მათ.5,28

- ცოდვას შენსკენ აქვს ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე დაბ.4,5-8

- ადამიანი უკეთური იყო მუდამ დაბ.6,5; 8,21 ოს.13,9 აბაკ.2,13 იაკ.1,[14]; 4,1 რომ.7,14

- ხარბია იესნ.7,21; 3მფ.21,2-4 საქ.5,1-3

- შევინახოთ გული ყოველ შესანახავზე მეტად იგ.4,23 მათ.15,28 ეფ.4,22

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.3:6 - შემეცნების სურვილი დედაკაცს საკმაოდ გონივრული ეჩვენება. სამწუხაროდ, შეცნობის მისეული განსაზღვრება ადამიანური თვითმმართველობიდან იბადება და არა იგ. 1:7-ში გაცხადებულ ღმერთზე დამოკიდებულებიდან.

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.3,6 - "საამური სანახავი". ეს "განცდა" დედაკაცისთვის ცნობილი არ იყო. ხის მიმზიდველი ძალა სწორედ ამაში მდგომარეობდა და სწორედ ამის გამო გახდა იგი "კარგ საჭმელად... თვალწარმტაცი და საამური სანახავი". უნდა ითქვას, რომ გველის სიტყვებში სიმართლის მარცვალიც იყო: მან თქვა, ადამიანები ღმერთივით "კეთილისა და ბოროტის" შემცნობელნი გახდებიან, ანუ ისინი მათ შეიცნობენ და საკუთარ თავზე გამოცდიან. ყველაზე საშინელი ბოროტება კი ღმერთის უარყოფა და, შესაბამისად, უღმრთოდ სიკვდილია. ამ თვალსაზრისით, სიკვდილი სასჯელი კი არა, ბოროტებაა, რომლის შეცნობაც, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთისაგან გაფრთხილებული იყო, ადამიანმა მაინც მოისურვა.

"მოწყვიტა და შეჭამა, მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა." ამგვარად, არჩევანი გველის სასარგებლოდ, მისი რჩევისამებრ გაკეთდა.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__