3.16.11. Молитва о детях

Быт.17,18.20; 2цар.12,16 Плач.2,19 Матф.17,19; 19,13

.

И сказал Авраам Богу: о, хотя бы Измаил был жив пред лицем твоим!

Бог же сказал: именно Сарра, жена твоя , родит тебе сына, и ты наречешь ему имя Исаак; и поставлю завет Мой с ним заветом вечным, и потомству его после него..

И о Измаиле Я услышал тебя: вот я благословлю его и возвращу его, и весьма размножу; двенадцать князей родятся от него; и Я произведу от него великий народ.

3.16.11. ლოცვა ბავშვებისთვის

დაბ.17,18.20; 2მფ.12,16 გოდ.2,19 მათ.17,15; 19,13

ბიბლიის მუხლები

დაბადება 17

18. უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე.

20. ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამთავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.

2მეფეთა 12

16. ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს.

გოდება იერემიასი 2

19. ადექი, იღაღადე ღამით, ყოველ სახმილავზე, წყალივით დაღვარე შენი გული უფლის წინაშე; გაიწოდე ხელები მისკენ შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილით რომ იხოცებიან გზაჯვარედინებზე.

მათე 17

15. და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება.

მათე 19

13. მაშინ მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი, მოწაფეები კი უშლიდნენ მათ.

__თემაზე წერდნენ__

***

ღმრთისმოშიშებით ეკლესიად შევიდა და თანამიიყვნნა სამნი იგი ძენი მისნი და ერთი ასული და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველსა და ესრეთ ილოცვიდა და იტყოდა:

- უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაითა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა - უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეისა.

__ იაკობ ხუცესი შუშანიკის წამება __

***

[გაბრიელმა, მეფის აზნაურმა, გრიგოლ ხანძთელს] წარმოუდგინნა წინაშე მისსა ოთხნი იგი ძენი თვისნი, ყოვლად კეთილნი და ყოვლითავე მსგავსნი გაბრიელ მამისა მათისანი: პატრიკ, გვარამ, არშუშა და აბულასათ. და ჰრქვა ნეტარსა გრიგოლს:

- წმიდაო ღმრთისაო, აკურთხენ ესენი წმიდათა ხელთა შენთა დასხმითა. ვითარცა ისრაელ იოსების ძენი აკურთხნა, ეგრეთვე შენ ყოველნი შვილნი ჩვენნი აკურთხენ ჩვენ - მშობელთა მათთა თანა!

და ვითარცა იხილა წმიდამან მან ფრიადი სარწმუნოებაი კურთხეულთა მათ მეუღლეთა და შვილთა მათთაი, მაშინ აღდგა სიხარულისა ცრემლითა სავსეი და აღიპყრნა წმიდანი ხელნი თვისნი ცისა მიმართ და ჰრქვა:

- უფალო! საუკნუნითგანთა წმიდათა შენთა მორწმუნენი შენნი, რომელნიცა იკურთხნიან, სიტყვაი მათი საქმით აღასრული. აწცა, უფალო, მოხედე ლოცვასა ჩემსა, გლახაკისა მონისა შენისასა და ლოცვითა ყოველთა წმიდათა შენთაითა აკურთხენ მშობელნი შვილითურთ და შვილნი მშობელთა თანა, კეთილად მორწმუნენი ესე და მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი. ვითარცა აკურთხე სახლი ნოვე მართლისაი და აბრაჰამ მამათმთავრისაი და ყოველთან ნებისმყოფელთა შენთაი, ღმერთო დიდებისაო, იგივე კურთხევაი საუკუნოი დაამკვიდრე ამათ შორის და უხვად მიანიჭე კეთილი ქვეყანისაი დღეგრძელებასა შინა და კეთილი ზეცისაი დაუსრულებელი, და ჩვენთვის წყალობაი ყავ. ამენ.

__ გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება __

***

ღმერთო!.. მოჰმადლე მადლი ზეცისა, შთაბერე ყრმასა ძლიერი სული.

__ ილია ჭავჭავაძე __

***

ერთ ოჯახში ყველა ბავშვი ადრეულ ასაკში მოიქცა უფლის მიმართ, და როცა ეკლესიის წინამძღვარმა ჰკითხა მოქცეულთა დედას იმ საიდუმლოს შესახებ, თუ როგორ მოიქცნენ ჭეშმარიტების შეცნობისკენ, დედამ ასე უპასუხა:

"როცა ჩემი შვილები იყვნენ ჯერ კიდევ პატარები და დილაობით ვაბანავებდი, მე მივმართავდი ჩემს გულს ლოცვაში ღმერთისკენ, რათა მას განეწმიდა ისინი თავისი ძის სისხლით ყოველგვარი ცოდვისგან. როცა მათ ვაცმევდი, ვევედრებოდი ღმერთს, რომ მას შეემოსა ისინი თავისი ძის მართლობის სამოსითაც. როცა ვაჭმევდი, ვლოცულობდი, რომ მას ეკვება თავისი სიცოცხლის პურით. საღამოს, როცა ვაწვენდი მათ დასაძინებლად, ვაბარებდი ღვთის მოწყალე მფარველობას. როცა ეკლესიაში წასაყვანად ვამზადებდი მათ, შევთხოვდი ღმერთს, რომ ისინი ექცია თავისი წმინდა სულის საუფლოდ. როცა მათ სკოლაში ვაგზავნიდი, მიუმძღვარებდი თან ჩემს ლოცვას, რათა უფალს წარემართა ისინი ჭეშმარიტების გზით, რომელსაც მიჰყავს საუკუნო სიცოცხლისკენ. ასე ყოველთვის ვატარებდი ჩემი ლოცვის ხელზე მათ და უფალმაც იზრუნა მათზე. ეს ჩემი ღვაწლი კი არაა, არამედ ღმერთისა."

ძვირფასო მშობლებო, ლოცულობთ კი თქვენი შვილებისთვის ისე, როგორც ლოცულობდა ეს დედა?

__ იაკობ ლევენი __