3.27.1. Они думали, что Господь с ними

Исх.14,3,, 15,9,, 1цар.23,7.20.21,, 24,5 иов.20,5 пс.70,10.11 ис.66,5 мих.3,11 лук.19,44 Иак.1,[7]

3.27.1. იფიქრეს, ეგონათ, რომ ღმერთი მათკენ იყო

გამ.14,3,, 15,9,, 1მფ.23,7.20.21,, 24,5 იობ.20,5 ფს.70,10.11 ეს.66,5 მიქ.3,11 ლუკ.19,44 იაკ.1,[7] 

ბიბლიის მუხლები

 

გამოსვლათა 14

3. იფიქრებს ფარაონი ისრაელიანებზე, გზა აებნათო ამ ქვეყანაში, უდაბნომ მოიმწყვდიაო.

გამოსვლათა 15

9. თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ვიყრი მათზე, მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი.

1მეფეთა 23

7. აცნობეს საულს, რომ კეყილში იყო დავითი მისული, და თქვა საულმა: ხელში ჩამიგდო იგი ღმერთმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიკეტა თავი.

20. ახლა, შენს ნებაზეა, მეფეო, წახვალ თუ არა. ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს ჩავუგდოთ იგი ხელში.

21. თქვა საულმა: უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ!

1მეფეთა 24

5. უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოსო. წამოდგა დავითი და ჩუმად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.

იობი 20

5. ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.

ფსალმუნი 70

10. რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა.

11. და ამბობენ: ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.

ესაია 66

5. ისმინეთ უფლის სიტყვა, მისი სიტყვის მოშიშნო: ამბობენ თქვენი ძმები - თქვენი მოძულენი და ჩემი სახელისთვის თქვენი უარისმყოფელნი: გამოაჩინოს უფალმა თაეისი დიდება, რომ ვიხილოთო თქვენი სიხარული. მაგრამ შერცხვებიან ისინი.

მიქა 3

11. მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო

ლუკა 19

44. მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი.

იაკობი 1

7. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან. 

__ თემაზე წერდნენ__

***

კაცი უწოდებს ცოდვას შემთხვევითობას, ღმერთი – საზიზღრობას.

კაცი უწოდებს ცოდვას გაუფრთხილებლობას, ღმერთი – სიბრმავეს.

კაცი უწოდებს ცოდვას ნაკლს, ღმერთი – ავადმყოფობას.

კაცი უწოდებს ცოდვას წარუმატებლობას, ღმერთი – სიძულვილს.

კაცი უწოდებს ცოდვას სისუსტეს, ღმერთი – ურჯულოებას.

კაცი უწოდებს ცოდვას ფუფუნებას, ღმერთი – კეთრს.

კაცი უწოდებს ცოდვას თავისუფლებას, ღმერთი – მონობას.

კაცი უწოდებს ცოდვას წვრილმანს, ღმერთი – ტრაგედიას.

კაცი უწოდებს ცოდვას შეცდომას, ღმერთი – უგუნურებას.

__ იაკობ ლევენი __

***

ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს გაიცნოს ღმერთი თავისი გრძნობების მიხედვით. როცა გრძნობენ თავს კარგად, ფიქრობენ, რომ ღმერთმა უსმინათ მათ ლოცვებს. როცა გრძნობენ თავს არც ისე კარგად, ფიქრობენ, რომ უსმინათ ღმერთმა. მათი რწმენა დაფუძნებულია მათს გრძნობებზე, მაშინ როცა უნდა დაფუძნებულიყო იმაზე, თუ რას ამბობს ღვთის სიტყვა.

__ კენეტ ხეიგინი __