2.15.13 Неразумный спит до второго пришествия

2.15.13 უგუნურს სძინავს მეორედ მოსვლამდე

იგავ.10,5 ეს.56,10 მათ.25,11-13; 1კორ.11,30; 1თეს.5,6.7

ბიბლიის მუხლები

იგავნი 10

5. ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე - შემარცხვენელი.

ესაია 56

10. მისი გუშაგნი ბრმები არიან, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, არ შეუძლიათ ყეფა, მწოლიარე მესიზმრენი, თვლემის მოყვარულნი.

მათე 25

11. მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.

12. ხოლო მან მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ!

13. ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა”.

1კორინთელთა 11

30. ამის გამო ბევრია თქვენ შორის უძლური და ავადმყოფი, და ბევრს სძინავს.

1თესალონიკელთა 5

6. ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ.

7. ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან.

__თემაზე წერდნენ__

***

გინახავთ, რა ტანჯვით იხუთება ნაპირზე გადმოგდებული თევზი?! აი, ასეთივე ტანჯვით შეიხუთება მძიმედ შეწირვებული ჩვენი სულიც. როცა იგი მანამდე მხოლოდ ამა ქვეყნისათვის მცხოვრები, პირდაპირ დადგება მისი დატოვების აუცილებლობის წინაშე. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ წუთის გამო, რომელიც შეგვეძლო სულის სარგებლობისთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს და უქმად დაგვეკარგა ისინი. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ უზაკველი სიხარულის გამო, რომლითაც შეგვეძლო დავმტკბარიყავით, მაგრამ არ დავტკბით, რადგან ამაო, წარმავალი გრძნობისმიერი სიამენი გვიშლიდა ხელს და თავისკენ გვიტაცებდა მაცდუნებელი მომხიბლაობით. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ შემთხვევისთვის, რომელიც ღმერთისგან მოგვემადლა სათნოებაში ჩვენს განსამტკიცებლად, და ხელიდან გავუშვით ისინი. მაშინ ჩვენ სრულად შევიცნობთ, თუ რა კნინ ფარად გაგვიყიდია ამქვეყნად ჩვენი უფლება ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე და რა ძვირად მოგვისყიდია გეჰენიის ცეცხლი! და მაშინ, ცხადად შეიცნობ შენ, ჰოი, ცოდვილო ადამიანო, თუ რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგვიკარგავს. მაგრამ იმ მძიმე ჟამს, როცა იძულებული იქნები დასტოვო ეს ქვეყანა, უკვე მეტისმეტად გვიან იქნება რაიმე გამოასწორო! მაშინ კი ისურვებდი ნებისმიერ ფასად გეყიდა იგი, მაგრამ ვერ კი შეიძლებ!

__ წმ. ანტონი დიდი __

***

მე უნდა დავხატო დაბრმავებული ახალგაზრდა, რომელიც უარს ამბობს ბედნიერებაზე, რათა ნებაყოფლობით თავი ჩაიგდოს უკიდურეს უბედურებაში.

__ აბატი პრევო __

***

წარმოიდგინეთ საკანში მჯდარი ბრალდებული, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, მაგრამ ერთ საათში უსათუოდ შეიტყობს, გადაწყვეტილია თუ არა იმისი საქმე. დავუშვათ, რომ ეს ერთი საათი საკმარისია ბრალდებისათვის ამ გადაწყვეტილების გამაუქმებელი საბუთების წარსადგენად (თუ გადაწყვეტილება უკვე გამოტანილია). ახლა თავად განსაჯეთ, რამდენად გონივრული იქნება მისი ქცევა, თუ ამ ერთ საათს გადაწყვეტილების გასაგებად კი არა, პიკეტის სათამაშოდ გამოიყენებს. ასეთივე უგუნურებაა სხვა რამეს შეალიო შენი სიცოცხლე და არა მომავალ ცხოვრებისათვის სამზადისს. ეს იქნებოდა ჭეშმარიტი ღვთის რისხვა.

__ ბლეზ პასკალი __

***

ეზოს ბადეში გაბმული ჭუკი ჯიუტად მიიწევს და ახლის უტვინო თავს, კი არ შემოუვლის. იქვე მიმდგარა ჯორიც, ყურს აპარტყუნებს და უნდა ისევ ამ გზით მისწვდეს ბადის იქით მწვანე ხეივანს. დამდგარა სიცხეში და უყურებს. ამათ რა უჭირთ, თქვენ ის ნახეთ, სწორედ ასე რომ დასდგომია ბრიყვი კაცი იმ გზას, რომელიც უფსკრულით მთავრდება.

__ მ.ბ. __

***

ძილად არის მივარდნილი ქვეყნიერება და მათთან ერთად სთვლემენ ისინიც, ვისაც ავალიათ გამოღვიძება . . . მოვა მთავარი გამღვიძებელი და დასანანი იქნება უამრავთაგან ვითომ ღვიძილი, რადგან თუ ღვიძილით არა, აბა რითღა განერჩნენ ქვეყნიერებას?!

__ მ.ბ. __