3.27.17. В суде молитва виновного будет в грех

Пс.17,42;108,7 Пр.15,8.29 Иез.8,18

3.27.17. განკითხვისას მტყუანის ლოცვა ცოდვად ჩაითვლება

ფს.108,[7] ეს.66,3.4 მათ.23,14

- ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე 2მფ.15,7.8 იგ.15,8.29; 21,27 ეს.1,15 ეზეკ.8,18

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 15

7. ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს.

8. რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მორჩილმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.

ფსალმუნი 108

7. განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.

იგავნი 15

8. ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.

29. ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.

იგავნი 21

27. ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა მზაკვრობით სწირავენ.

ესაია 1

15. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

ესაია 66

3. არის ხარის დამკვლელი და არის კაცის მკვლელი, ცხვრის შემწირველი და ძაღლის კისრის მომგრეხელი, ძღვენის აღმავლენი და ღორის სისხლის დამღვრელი, გუნდრუკის მკმეველი და კერპის მაკურთხეველი. როგორც თითოეულს თავისი გზა აქვს არჩეული და თითოეულის სული თავის სიბილწეში პოულობს ნეტარებას,

4. მეც ავარჩევ მათთვის უბედურებებს და შიშისზარს მოვუვლენ მათ, რადგან ვეძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, სიავეს სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც არ მომწონდა, იმას ირჩევდნენ.

ეზეკიელი 8

18. მაშინ მეც რისხვით მოვიქცევი, არ ექნება შებრალება ჩემს თვალს და არ დავინდობ; თუნდაც მაღალი ხმით ჩამძახონ ყურში, არ მოვუსმენ მათ.

მათე 23

14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.

__გამოყენებული სურათი__

ოპტინის უდაბნოს მოხატულობა „ბოროტების უძლურება“