4.15.53 Отрок - мальчик, подросток

4.15.53 ყრმა, ყმაწვილი, ბიჭი, ბავშვი, ბალღი

- წუთისოფლის წესებს ემონებიან ეკლ.11,9; 1კორ.13,11 გალ.4,3

- ნუ ვიქნებით ყრმანი გონებით 1კორ.14,20

.

მოხსენიებულნი:

- ისმაელი დაბ.21,18

- ისააკი დაბ.22,12

- ბენიამინი დაბ.44,22

- სამსონის დამხმარე მსაჯ.16,26

- სამუელი 1მფ.2,21

- ძუძუს მოწყვეტილი 1მფ.15,3

- იონათანის მორჩილი 1მფ.20,22

- დამსმენი აბესალომთან 2მფ.17,18

- მოწმინდარნი ამ.2,11

- ბეთლემელ ყრმათა დახოცვა მათ.2,16

- იესო მათ.2,21

- განკურნა იესომ ლუკ.9,42

- ბიჭი 5 პურითა და 2 თევზით იოან.6,9

- პავლეს დისწული საქ.23,16

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

18 . ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას”.

დაბადება 22

12. უთხრა: "ნუ აღმართავ ხელს ამ ყრმაზე, ნურაფერს დაუშავებ, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ძე, შენი ერთადერთი, ჩემთვის!”

დაბადება 44

22. ვუთხარით ჩვენს ბატონს: "არ შეუძლია ყმაწვილს მამის დატოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი”.

მსაჯულნი 16

26. და უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელსაც ხელით დაჰყავდა: „ხელი შემავლებინე იმ სვეტებისთვის, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო მათ.“

1მეფეთა 2

21. მოხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ძე და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფლის წინაშე იზრდებოდა.

1მეფეთა 15

3. ახლა წადი და დაეცი ყამალეკს და გაანადგურე ყველაფერი, რაც გააჩნია. ნუ დაზოგავ, მოკალი ყოველი მამაკაცი, დედაკაცი, ყრმა და ძუძუმწოვარი, ყოველი ხარი, კრავი, აქლემი და სახედარი”.

1მეფეთა 20

22. და თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით ყრია-მეთქი ისრები! წადი, რადგან უფალი გიშვებს.

2მეფეთა 17

18. მაგრამ დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა აბესალომს, მაგრამ საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მივიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში, რომელსაც ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ.

ეკლესიასტე 11

9. იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი.

ამოსი 2

11. დავადგინე თქვენი ძენი წინასწარმეტყველებად და თქვენი ჭაბუკნი - მოწმიდრებად. განა ასე არაა, ძენო ისრაელისა? - ამბობს უფალი.

მათე 2

16. როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა.

21. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.

ლუკა 9

42. ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა ძირს დაახეთქა და კრუნჩხვაში ჩააგდო. იესომ შერისხა არაწმიდა სული, განკურნა ყრმა და მამამისს ჩააბარა.

იოანე 6

9. „აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამდენი ხალხისათვის?“

საქმეები 23

16. შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, ციხეში შეაღწია და აუწყა პავლეს.

1კორინთელთა 13

11. როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმეტყველებდი, ბალღურად ვაზროვნებდი და ბალღურად ვმსჯელობდი; მამაკაცი რომ გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე.

1კორინთელთა 14

20. ძმებო! ნუ იქნებით გონებით ბავშვები, არამედ ბოროტებისთვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი - ზრდასრულნი.

გალატელთა 4

3. ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, წუთისოფლის წესებს ვემონებოდით.

----------------------

სურათზე: ჯონ ევერეტ მილე "ყრმა იესო ოჯახურ გარემოცვაში"