4.15.17 Брат, братья

4.15.17 ძმა, ძმები

ჩვეულებრივ ეწოდებათ:

- ვაჟებს ერთი დედმამისგან დაბ.42,4

- საერთო წინაპრის შთამომავლებს დაბ.14,16

- სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს რჯ.23,7

- კაცობრიობა დაბ.9,5

.

გადატანითი მნიშვნელობით:

- მოკავშირეები ამ.1,9

- ერთი ღმერთის შვილები მალ.2,10

- ქრისტეს მოწაფეები მათ.23,8

- სულიერი თანამშრომლები 1კორ.1,1

.

ქრისტიანული ძმობის საფუძველი:

- ერთი მოძღვარი გვყავს - იესო ქრისტე მათ.23,8

- ერთი რწმენა გვაქვს ლუკ.8,21

- ზოგიერთი სუსტია რომ.14,15.21; 1კორ.8,11-13

- ზოგი თავმდაბალია იაკ.1,9

- მდიდარი იაკ.1,10

- არიან მსაჭიროებელნი იაკ.2,15

- მძრახველნი და განმკითხველნი იაკ.4,11 რომ.14,10

- შებრკოლების, ცდუნების დამდებნი რომ.14,13

- უწესონი 2თეს.3,6

- საჭიროებენ დარიგებას 2თეს.3,15

.

ძმობა დარღვეულია:

- სატანის მიერ იოან.8,44

- ცოდვით 1იოან.3,12

- გაყიდეს ძმა დაბ.37,27.28

.

ძმათამკვლელები

- კაენმა მოკლა აბელი დაბ.4,8

- აბიმელექმა - 70 ძმა მსაჯ.9,5

- აბესალომმა - ამნონი 2მფ.13,28

- სოლომონმა - ადონია 3მფ.2,25

- იორამმა - 6 ძმა 2ნეშ.21,4

- წინასწარმეტყველება ძმათამკვლელ ომებზე მათ.10,21

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4

8. უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.

დაბადება 9

5. უსათუოდ მოვიკითხავ თქვენ სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველი მხეცისაგან და ადამიანისაგან, მისი მოძმისგანაც მოვიკითხავ ადამიანის სიცოცხლეს.

დაბადება 14

16. დაიბრუნა მთელი ქონება და თავისი ძმისშვილი ლოტიც, მისი ქალებითა და ქონებითურთ.

დაბადება 37

27. მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.

28. ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.

დაბადება 42

4. ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუგზავნია იაკობს ძმებთან ერთად, რადგან ამბობდა: "ფათერაკი არ შეემთხვასო”.

მეორე რჯული 23

7. ნუ შეგძაგდება ედომელი, შენი მოძმეა იგი; ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან ხიზნად იყავი მის ქვეყანაში;

მსაჯულნი 9

5. მივიდა მამის სახლში, ყოფრაში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი; მხოლოდ იოთამი, იერუბაყალის უმცროსი ძე გადარჩა, რადგან დაიმალა.

2მეფეთა 13

28. უბრძანა აბესალომმა თავის მსახურებს: "თვალყური ადევნეთ და როცა ღვინით გამხიარულდება ყამნონი, გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ყამნონს; თქვენც დაჰკარით და მოკალით, ნუ შეგეშინდებათ. მე გიბრძანებთ ამას, გამხნევდით და გაბედულად მოიქეცით”.

3მეფეთა 2

25. გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე, დაჰკრა და მოკლა ადონია.

2ნეშტთა 21

4. დადგა იორამი მამამისის სამეფოზე, გაძლიერდა და მახვილით ამოხოცა თავისი ძმები და ისრაელის მთავართაგანნი.

ამოსი 1

9. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ცორს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს და ძმური აღთქმა დაივიწყეს.

მალაქია 2

10. განა ყველას ერთი მამა არა გვყავს? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? რატომ ღალატობთ ერთი-მეორეს და ბღალავთ ჩვენი მამების აღთქმას?

მათე 10

21. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; შვილები მშობლების წინააღმდეგ აღდგებიან და დახოცავენ მათ.

მათე 23

8. თქვენ კი ნუ გიწოდებენ მოძღვარს, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე; თქვენ ყველანი კი ძმები ხართ.

ლუკა 8

21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: "დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ღმერთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ”.

იოანე 8

44. თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.

იაკობი 1

9. თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით,

10. მდიდარი - თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი.

იაკობი 2

15. თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია,

იაკობი 4

11. ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის დამძრახავი და განმკითხველი, რჯულს ძრახავს და რჯულს განიკითხავს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი.

1იოანე 3

12. მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა - მართალი.

რომაელთა 14

10. მაშ, რაღატომ განიკითხავ შენს ძმას და ამცირებ, ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე?!

13. ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდოთ ძმას.

15. თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.

21. უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შებრკოლდება შენი ძმა.

1კორინთელთა 1

1. პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღმერთის ნებით და ძმა სოსთენი,

1კორინთელთა 8

11. და შენი ცოდნის მეშვეობით დაიღუპება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.

12. ამგვარად თუ სცოდავთ ძმების მიმართ და აჭრილობებთ მათ უძლურ სინდისს, ამით ქრისტეს მიმართ სცოდავთ.

13. ამიტომ თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, უკუნისამდე აღარ შევჭამ ხორცს, რათა ჩემი ძმა არ დავაბრკოლო.

2თესალონიკელთა 3

6. ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ.

15. ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.