3.46.33 Чтение при неиспольненой надежде

3.46.33 იმედგაცრუების ჟამს საკითხავი

იობ.14,7.8; ფს.9,18; 91,13.14 იგავ.23,18 ეს.12,3; 35,10; 40,31 იერ.28,11 იოან.16,24 რომ.8,28; 15,13 ფლპ.1,20; 1თეს.4,13.14

ბიბლიის მუხლები

იობი 14

7. რადგან ხესაც აქვს იმედი: თუ მოჭრიან, კვლავ ამოხეთქავს, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება.

8. თუ ფესვი დაუბერდა მიწაში და ღერო ჩაუკვდა მტვერში,

ფსალმუნი 9

18. ვინაიდან სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, არც ტანჯულთა იმედი დაიღუპება სამარადისოდ.

ფსალმუნი 91

13. უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;

14. სიბერეშიც გამოიღებენ წვნიანსა და ხასხასა ნაყოფს.

იგავნი 23

18. რადგან არსებობს მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.

ესაია 12

3. ამიტომ სიხარულით ამოხაპავთ წყალს გადარჩენის წყაროებიდან.

ესაია 35

10. დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.

ესაია 40

31. უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.

იერემია 28

11. თქვა ხანანიამ მთელი ხალხის გასაგონად: "ასე ამბობს უფალი: ასევე დავამსხვრევ ორ წელიწადში ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის მიერ ყველა ერის ქედზე დადებულ უღელს!” წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.

იოანე 16

24. ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

რომაელთა 8

28. ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

რომაელთა 15

13. ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.

ფილიპელთა 1

20. ველოდები და ვიმედოვნებ, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში - სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით,

1თესალონიკელთა 4

13. არ გვსურს, ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, იმედი რომ არ გააჩნიათ.

14. ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად.