4.21.29. В благовестнике должно видно Христос

4.21.29 მახარებელში უნდა იცნობოდეს ქრისტე

იოან.13,20 საქ.4,13.14; 2კორ.3,1.[2].3; 1თეს.1,6.[7]

ბიბლიის მუხლები

იოანე 13

20. ვინც ღებულობს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს.

საქმეები 4

13. ხედავდნენ პეტრესა და იოანეს გაბედულებას; იმასაც მიხვდნენ, რომ უწიგნური და მდაბიო ადამიანები იყვნენ და გაუკვირდათ; თან იცნეს, რომ იესოსთან ერთად იყვნენ.

14. ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, საპასუხოს ვეღარაფერს ამბობდნენ.

2კორინთელთა 3

1. ნუთუ კიდევ დავიწყოთ საკუთარი თავის წარდგენა? ნუთუ ზოგიერთებივით გვჭირდება წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან?

2. თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში ჩაწერილი, რომელსაც იცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი;

3. თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან გაგზავნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით; არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ დაფებზე.

1თესალონიკელთა 1

6. თქვენ თვითონ გახდით ჩვენი და უფლის მიმბაძველები, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით.

7. ისე, რომ ნიმუშად იქეცით ყველა მორწმუნესათვის მაკედონიასა და აქაიაში.

__თემაზე წერდნენ__

***

დოქტორმა გორდეიმ ერთხელ მოგვითხრო ერთი შემთხვევა სამისიონერო მოღვაწეობიდან. ჩინელი ქალიშვილი პირველად მოვიდა ქრისტიანულ შეკრებაზე. მოისმინა რა იოანეს სახარებიდან ნაწყვეტი ქრისტეზე და მის დამოკიდებულებაზე ადამიანებთან ურთიერთობაში, ქალიშვილი უცებ გამოცოცხლდა და წამოიძახა:

“ამ კაცს მე ვიცნობ!”

“საიდან იცნობ მას?” – ჰკითხეს.

“ის უცხო კაცია – უპასუხა მან, - მისიონერია, რომელიც ჩვენთან ჩამოვიდა.”

__ იაკობ ლევენი __

***

ახალგაზრდები მუდამ ეძებენ მისაბაძ მაგალითებს სპორტის, მუსიკოსების ან გამოჩენილ მსახიობებს, რომელთა ტალანტები და შესაძლებლობებიც იწვევენ მათში აღტაცებას. ამ კერპების მიმართ თავიანთ თაყვანისცემაში ახალგაზრდობა ბაძავს მათ, ვისზე მიმსგავსებასაც ესწრაფვიან, მიუხედავად იმისა კარგია ეს თუ ცუდი. ვინ უნდა იყოს ახალგაზრდობის მისაბაძი მაგალითი? რა თქმა უნდა იესო ქრისტე! მაგრამ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ნახონ იესო – მათი შეხედვით ვინც ატარებს ქრისტიანის სახეს. მხოლოდ ჩვენი ცხოვრების მაგალითზე, ყოველდღიურად მათზე დაკვირვებით ახალგაზრდა ხალხი დაინახავს იესო ქრისტეს.

__ კევინ ჰემი __

------------------------

სურათზე: პეტრეს და იოანეს განმსჯელებმა მათში დაინახეს იესო