3.46.10. Бесстрашие с верою

Втор.20,1-4 Пс.3,7,, 4,9,, 26,5,, 90,1.2,, 111,7 Мар.4,35-41 Лук.8,50,, 11,17,, 1Ин.4,18 Евр.2,15

Когда ты выйдешь на войну против врага твоего и увидишь коней и колесницы и народа более, нежели у тебя, то не бойся их, ибо с тобою Господь Бог твой, Который вывел тебя из земли Египетской.

2 Когда же приступаете к сражению, тогда пусть подойдет священник, и говорит народу,

3 и скажет ему: слушай, Израиль! вы сегодня вступаете в сражение с врагами вашими, да не ослабеет сердце ваше, не бойтесь, не смущайтесь и не ужасайтесь их,

4 ибо Господь Бог ваш идет с вами, чтобы сразиться за вас с врагами вашими и спасти вас. (Втор.20,1-4). 

Не убоюсь тем народа, которые со всех сторон ополчились на меня. ( Пс.3,7). 

Спокойно ложусь я и сплю, ибо Ты, Господи, един даешь мне жить в безопасности. ( Пс. 4,9). 

ибо Он укрыл бы меня в скинии Своей в день бедствия, скрыл бы меня в потаенном месте селения Своего, вознес бы меня на скалу. (Пс.26,5).

Живущий под кровом Всевышнего под сенью Всемогущего покоится,

2 говорит Господу: "прибежище мое и защита моя, Бог мой, на Которого я уповаю!" 

Не убоится худой молвы: сердце его твердо, уповая на Господа. (Пс. 111,7). 

Вечером того дня сказал им: переправимся на ту сторону.

36 И они, отпустив народ, взяли Его с собою, как Он был в лодке; с Ним были и другие лодки.

37 И поднялась великая буря; волны били в лодку, так что она уже наполнялась водою.

38 А Он спал на корме на возглавии. Его будят и говорят Ему: Учитель! неужели Тебе нужды нет, что мы погибаем?

39 И, встав, Он запретил ветру и сказал морю: умолкни, перестань. И ветер утих, и сделалась великая тишина.

40 И сказал им: что вы так боязливы? как у вас нет веры?

41 И убоялись страхом великим и говорили между собою: кто же Сей, что и ветер и море повинуются Ему? (Мар.4,35-41).

Но Иисус, услышав это, сказал ему: не бойся, только веруй, и спасена будет. (Лук.8,50). 

Но Он, зная помышления их, сказал им: всякое царство, разделившееся само в себе, опустеет, и дом, разделившийся сам в себе, падет; (Лк.11,17). 

ибо у тебя было пять мужей, и тот, которого ныне имеешь, не муж тебе; это справедливо ты сказала. (1Ин.4,18). 

и избавить тех, которые от страха смерти через всю жизнь были подвержены рабству. (Евр.2,15).

3.46.10. უშიშობა რწმენით

უშიშობის წყარო:

- ღვთის აღთქმის რწმენა რიცხ.13,31

- ღმერთის თანაყოფნა დაბ.46,3.4 რჯ.20,1-4; 2ნეშ.20,17 ფს.3,6; 4,8; 22,4

- ღვთის მფარველობა 4მფ.6,15-17 იობ.5,22 ფს.26,1.3.5; 45,1.2; 90,1.2 იგავ.3,24-26 ეს.10,24.25; 43,1-5

- მინდობა უფალზე ფს.33,4; 55,3; 111,7; 117,6-9 ეს.12,2; 40,9 ლუკ.8,50 ებრ.13,6

- ღმერთია ნუგეშისმცემელი ეს.41,10; 51,12

- ღმერთისადმი რწმენა იგავ.1,33 ეს.54,14 მიქ.4,4 საქ.27,22-26

- სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს 1ინ.4,18

- უფალმა გვიხსნა შიშის საკვრელებისგან ეს.35,3.4 ებრ.2,15

- არ მიგვიღია შიშის სული რომ.8,15

-

მაგალითები:

- აბრაამი დაბ.14,14-16

- იონათანი 1მფ.14,6-14

- დავითი 1მფ.17,34-37

- ნეემია ნეემ.4,14-23

- ებრაელი ჭაბუკები დან.3,15-18

- პეტრე და იოანე საქ.4,13

- პავლე საქ.21,13.14

-

შიშს შობს რწმენის შესუსტება მათ.14,26-31 მარ.4,37-41 ინ.6,19.20

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

14. როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი კაცი და სდია მტერს დანამდე.

დაბადება 46

3. უთხრა: "მე ვარ მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლა, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.

4. მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მევე გამოგიყვან უკან. თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს იოსები”.

რიცხვნი 13

31. გააჩუმა ხალებმა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: "წავიდეთ და დავიმკვიდროთ ის ქვეყანა, რადგან ძალგვიძს მათი ძლევა”.

მეორე რჯული 20

1. როცა გახვალ შენს მტრებთან საომრად და დაინახავ ცხენებს, ეტლებსა და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამომყვანი.

2. ბრძოლის მოახლოებისას მოდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს,

3. უთხრას: ისმინე, ისრაელო! ახლა ებმები ბრძოლაში შენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეშინდებით, ნუ შედრკებით, ნუ დაფრთხებით მათ წინაშე.

4. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ საბრძოლველად თქვენს მტრებთან, რომ გიხსნას თქვენ.

1მეფეთა 14

6. უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.

1მეფეთა 17

34. მიუგო დავითმა: "მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა,

35. უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი.

36. ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”.

37. თქვა დავითმა: "უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: "წადი და უფალი იყოს შენთან”.

4მეფეთა 6

15. ადგა დილაადრიან ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა და, აჰა, ლაშქარი შემორტყმია ქალაქს ცხენებითა და ეტლებით. ჰკითხა მსახურმა: "ვაი, ბატონო, როგორ მოვიქცეთ?”

16. მიუგო ელისემ: "ნუ გეშინია, რადგან ჩვენს მხარეს უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მათთან”.

17. ასე ილოცა ელისემ: "უფალო, გთხოვ აუხილე თვალი, რომ დაინახოს”. აუხილა უფალმა ჭაბუკს თვალი და ხედავს: აჰა, მოფენილია მთა ელისეს ირგვლივ ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.

2ნეშტთა 20

17. ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ; აღსდექით და იხილეთ უფლისმიერი ხსნა, იუდავ და იერუსალიმ! ნუ შეშინდებით და შეძრწუნდებით. გადით ხვალ მათ პირისპირ, რადგან უფალი იქნება თქვენთან!”

ნეემია 4

14. შევხედე, ავდექი და ვუთხარი დიდებულებს, მთავრებსა და დანარჩენ ხალხს: "ნუ გეშინიათ მათი, გაიხსენეთ დიდი და საშინელი უფალი და იბრძოლეთ თქვენი ძმების, თქვენი ძეების და ასულების, თქვენი ცოლებისა და სახლების გულისთვის”.

იობი 5

22. გაჭირვებასა და შიმშილს დასცინებ და ველურ მხეცებს არ შეუშინდები.

ფსალმუნი 3

6. ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან.

ფსალმუნი 4

8. მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.

ფსალმუნი 22

4. სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.

ფსალმუნი 26

1. უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა – ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი – ვინ შემაძრწუნებს?

3. ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.

5. რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს.

ფსალმუნი 33

4. ვეძებდი უფალს და მიპასუხა, დამიხსნა ყველა ჩემი შიშისგან.

ფსალმუნი 45

1. ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.

2. ამიტომ არ შეგვეშინდება, სახეც რომ იცვალოს დედამიწამ, მთებიც რომ ჩაცვივდნენ ზღვათა შუაგულში.

ფსალმუნი 55

3. როდესაც მეშინია, შენზე ვდებ იმედს.

ფსალმუნი 90

1. უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.

2. ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.

ფსალმუნი 111

7. ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.

ფსალმუნი 117

6. უფალი ჩემთანაა - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?

7. უფალი ჩემთანაა, ჩემს შემწეთა შორის, ამიტომ ვიზეიმებ ჩემს მტრებზე.

8. უკეთესია უფალს შეაფარო თავი, ვიდრე ადამიანზე დაიმედდე.

9. უკეთესია უფალს შეაფარო თავი, ვიდრე მთავრებზე დაიმედდე.

იგავნი 1

33. ხოლო ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და ბოროტების შიშის გარეშე მოისვენებს”.

იგავნი 3

24. როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი.

25. არც უეცარი შიში შეგაძრწუნებს და არც სიავე, ბოროტეულთაგან რომ მოვა,

26. რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და ის დაიფარავს შენს ფეხს მახისგან.

ესაია 10

24. ამიტომ ასე ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი: "ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებო! ნუ გეშინია აშურისა, რომელიც კვერთხით გცემს და ეგვიპტესავით აღუმართავს შენზე არგანი.

25. რადგან სულ ცოტაც და გადაივლის ჩემი წყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაღუპად შებრუნდება.

ესაია 12

2. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა”.

ესაია 35

3. გაიმაგრეთ მოდუნებული ხელები და განიმტკიცეთ აკანკალებული მუხლები.

4. უთხარით სულსწრაფებს: "გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით”.

ესაია 40

9. მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: "აჰა, თქვენი ღმერთი!”

ესაია 41

10. ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.

ესაია 43

1. ახლა კი ასე ამბობს უფალი - შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: "ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.

ესაია 51

12. თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?

ესაია 54

14. სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები ჩაგვრისაგან, არ შეძრწუნდები და შიშის ზარი არ აგიტანს შენ.

დანიელი 3

15. ახლა, თუ ხართ მზად, რომ როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, დაემხოთ და თაყვანი სცეთ ჩემ მიერ აღმართულ კერპს? თუ თაყვანს არ სცემთ, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაგდებულნი! რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?”

16. მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: "არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

17. ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ,

18. მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”

მიქა 4

4. და დაჯდება თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ და აღარაფერს შეუშინდება, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგემ ბრძანა.

მათე 14

26. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს.

27. მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.

28. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან.

29. მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან.

30. მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე!

31. მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?

მარკოზი 4

37. ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი.

38. ხოლო ის კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?

39. მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.

40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?

41. ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?

ლუკა 8

50. მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება.

იოანე 6

19. ოცდახუთი თუ ოცდაათი სტადიონი რომ გაცურეს, ზღვაზე მომავალი იესო დაინახეს, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეშინდნენ;

20. მან კი უთხრა მათ: "მე ვარ, ნუ გეშინიათ”.

საქმეები 4

13. ხედავდნენ პეტრესა და იოანეს გაბედულებას; იმასაც მიხვდნენ, რომ უწიგნური და მდაბიო ადამიანები იყვნენ და გაუკვირდათ; თან იცნეს, რომ იესოსთან ერთად იყვნენ.

საქმეები 21

12. ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში.

13. მაგრამ პავლემ გვითხრა: "რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.

საქმეები 27

22. ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა,

23. რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,

24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.

25. ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა:

26. რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ”.

1იოანე 4

18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.

რომაელთა 8

15. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!”

ებრაელთა 2

15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა.

ებრაელთა 13

6. ამიტომ თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?”

__თემაზე წერდნენ__

***

ვისაც სიცოცხლე შეუცვნია და დაუთმენია:

მისთვის ვეფხსა და მარტორქას არა უვნია.

აბჯარაუსხმელი და უიარაღო: ვერ შეუკრთია ხმალთაკვეთებას,

მარტორქა ვერსაით ჩასცემს რქას,

ვეფხი ვერსაით ჩააბრჭენს ჭანგს,

მახვილი ვერსაით განგმერს მას.

ჭეშმარიტად: ვინცა შეიცნო სიცოცხლე და დაითმინა:

მისთვის არ არსებობს სიკვდილი.

__ ლაო-ძი __

***

წმიდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუ ღმერთი ჯვარს ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისთვის და ცხოვნებისთვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვიტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?!. ამისთვის ყოველი სატანჯველი მათ სიხარულად უქცია ღმერთმა.

__ წმ. იოანე ოქროპირი __

***

ის ვინც ზენაარს მინდობილია, არასდროს შედრკება, ვითარცა მთა სიონისა.

__ დანიელ პყრობილის სიტყვა __

***

მე არ ვაპირებ ჩენი სიმართლის უარყოფას, ნუ გეშინია მისი, ვინც სხეულს კლავს, გეშინოდეს სიმართლის ხელყოფისა! ემსახურეთ სიმართლეს, იცოცხლეთ სიმართლისათვის აღსასრულამდე, როგორც ვიბრძოდი და ვდგავარ აქ მე მაგისტრი იან ჰუსი.

***

ერთი მხრივ, მის გულში შიში და მწუხარება ბობოქრობდა, მეორე მხრივ უცნაური სურვილი ებადებოდა – გამბედაობა, სიმტკიცე გამოეჩინა და თვითონ ტანჯვა და სიკვდილი აბუჩად აეგდო. განა თვითონ ღვთაებრივმა მოძღვარმა არ გვიბრძანა, ესე მოვიქცეთ? . . ამის მაგალითი თვითონ არ გვიჩვენა? . . პონპონიამაც აკი უთხრა, რომ ახალი რჯულის ერთგულ მიმდევართ სულითა და გულით ასეთი გამოცდა ხვდეთ წილად და უფალს ამას ევედრებიან კიდეც.

__ ჰ. სენკევიჩი __

__ო-გინი__

. . . ერთხელ, შობა ღამეს, მცველებით ხლებული ეშმაკი უეცრად შევიდა მაგოსიტის სახლში. გამჭვარტლულ კედელზე მარტო ამ ერთი ღამით ჩამოეკიდათ ჯვარი. ეს კიდევ არაფერი: სახლის უკან, ბოსელში, ახალდაბადებული ძესუსუს განსაბანი წყლით სავსე როფი აღმოჩნდა. მცველებმაც მაშინვე თვალი უყვეს ერთმანეთს, ფიცხლად მოსდეს თოკები მაგოსიტის და მის მეუღლეს, ო-გინიც გაკოჭეს.

მაგრამ სამივენი მხნედ იყვნენ, შიშის ნასახიც კი არ დასტყობიათ. ოღონდ კი თავიანთი ანიმა გადაერჩინათ და წამება არად უჩნდათ. ეგონათ, უფალმა მოწყალება მოიღო მათზე: მაინცა და მაინც ამ შობა ღამეს რომ შეიპყრეს სამივე. განა ეს ზეციური მოწყალების ჭეშმარიტი ნიშანი არ იყო? სამივეს ასე სწამდა, თითქოს წინასწარ შეთანხმებულანო. გზაშიაც, როცა ნაცვლის სასახლისკენ გაბაწრულები მიჰყავდათ მცველებს, მხნედ მიაბიჯებდნენ და ღამეულ ქარში ერთთავად საშობაო ლოცვებს იმეორებდნენ: “ჰოი, ვაკაგისიმა, ბერენის ქვეყნად დაბადებულო, სადა ხარ ახლა! კურთხეულ იყოს სახელი შენი!”

ეშმაკმა რომ გაკოჭილები ნახა ისინი, ტაში შემოჰკრა და მორთო მხიარული ხარხარი. ოღონდ ეს კია, ცოტათი მათი სიმტკიცე აბრაზებდა. ჩამორჩა მცველებს, გადააფურთხა და წამსვე ვეება ფილთაქვად გადაიქცა, მერე გრუხუნით გაგორდა და სიბნელეს შეერია, გაქრა.

ძიოან-მაგოისიტი, ძიოანა-ო-სუმი და მარია-ო-გინი მიწისქვეშა დილეგში ჩააგდეს და მისცეს ათასგვარ სატანჯველს, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებას განდგომოდნენ. წყლითაც აწამეს, ცეცხლითაც, მაგრამ ვერა და ვერ შეარყიეს მათი სიმტკიცე. არაფერია, დაიწვას კანი და ხორცი, ცოტაც და პარაისოში ვიქნებითო.

მართლაც: ახსენეს თუ არა უფლის წყალობა, პირქუში დილეგი მაშინვე აივსო პარაისოს ბრწყინვალებითა! ძილში იყო თუ ცხადში, ნათელი ანგელოზები და წმინდანები მრავალგზის მოფრინდნენ მათდა ნუგეშად . . .

ნაცვალმა არც ჭეშმარიტი სარწმუნოება იცოდა, არც ბუდას მოძღვრება და ვერაფრით შეიგნო, ასე რად ჯიუტობდნენ ტყვეები. ერთი ფიქრი იფიქრა, ჭკუაზე ხომ არ შეცდნენო. ბოლოს, სამივეს რომ ჭკუამყოფლობა დაატყო, უკვე უშველებელ მახრჩობელა გველებად და მარტორქებად ეჩვენებოდა ისინი, ყოველ შემთხვევაში – მხეცებად, არაფერი საერთო რომ არა აქვთ ადამიანთა მოდგმასთან. ასეთი მხეცების ცოცხლად გაშვება კი არათუ კანონებს ეწინააღმდეგებოდა, მთელი ქვეყნის სიმშვიდესაც საფრთხეს უქადდა. ამიტომ ერთი თვის განმავლობაში დილეგში რომ აწამა პატიმრები, ბოლოს მათი კოცონზე დაწვა გადაწყვიტა . . .

სოფლის ბოლოს დასასჯელად გაყვანილ, ძიოან-მაგოსიტის თავკაცობით მავალ სამ მორწმუნეს არც გზაში ეტყობოდა შიშის ნასახი . . . სამივეს წაუკითხეს ბრალდება და ცალცალკე მიაკრეს მსხვილ, ოთხკუთხა სვეტებზე . . . სამივეს, უკვე ფიჩხის გროვაზე შემაღლებულთ, მშვიდი სახე ჰქონდა . . .

__ აკუტაგავა რიუნოსკე __

***

არცერთ წიგნს, რომლებიც მე წამიკითხავს, არ მოუცია ის შვება, რომელიც მომცა ღვთის სიტყვამ. “შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.” (ფს. 22,4).

__ იაკობ ლევენი __