3.24.4. Исполненная просьба при испытании

Суд. 10,12; 15,18.19; 1цар.7,8-10 Пс.4,2 Ион.2,3

И сказали сыны Израилевы Самуилу: не переставай взывать о нас к Господу Богу нашему, чтоб он спас нас от руки Филистимлян.

 И взял Самуил одного ягненка от сосцов, и принес его во всесожжение Господу,

 и воззвал Самуил к Господу о Израиле, и услышал его Господь. И когда Самуил возносил всесожжение, Филистимляне пришли воевать с Израилем. Но Господь возгремел в тот день сильным громом над Филистимлянами и навел на них ужас, и они были поражены пред Израилем. (1Царств 7, 8-10)

 И почувствовал сильную жажду и воззвал к Господу и сказал: Ты соделал рукою раба Твоего великое спасение сие; а теперь умру я от жажды, и попаду в руки необрезанных.

 И разверз Бог ямину в Лехе, и потекла из нее вода. Он напился, и возвратился дух его, и он ожил; от того и наречено имя месту сему: "Источник

 взывающего ", который в Лехе до сего дня. (Суд. 15, 18.19).

 И сказали сыны Израилевы Самуилу: не переставай взывать о нас к Господу Богу нашему, чтоб он спас нас от руки Филистимлян.

9 И взял Самуил одного ягненка от сосцов, и принес его во всесожжение Господу, и воззвал Самуил к Господу о Израиле, и услышал его Господь.

10 И когда Самуил возносил всесожжение, Филистимляне пришли воевать с Израилем. Но Господь возгремел в тот день сильным громом над Филистимлянами и навел на них ужас, и они были поражены пред Израилем. (1цар.7,8-10);

 Когда я взываю, услышь меня, Боже правды моей! В тесноте Ты давал мне простор. Помилуй меня и услышь молитву мою. (Пс.4,2);

 И как недоставало вина, то Матерь Иисуса говорит Ему: вина нет у них. (И как недоставало вина, то Матерь Иисуса говорит Ему: вина нет у них.(Ин.2,3)

 

 

3.24.4. განსაცდელში ვედრება და სათხოვრის ასრულება

მსაჯ.10,12; 15,18.19; 1მფ.7,8-10 ფს.4,2 იონ.2,3

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 10

12. ციდონელები, ყამალეკი და მაყონი, გავიწროებდნენ და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?

მსაჯულნი 15

18. ძალიან მოსწყურდა და შეევედრა უფალს: ეს დიდი საქმე ხომ ჩაიდინე შენი მორჩილის ხელით, ნუთუ ახლა წყურვილმა უნდა მომკლას და წინდაუცვეთელებს ჩავუვარდე ხელში?

19. გააჩინა ღმერთმა ლეხში ნაპრალი და ამოხეთქა იქიდან წყალმა. დალია სამსონმა, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომაც ეწოდა იმ ადგილს ვედრების წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში.

1მეფეთა 7

8. უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: ნუ შეგვიწყვეტ უფლის, ჩვენი ღვთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთაგან.

9. აიყვანა სამუელმა ძუძუთა ბატკანი და მთლიანად აღუვლინა იგი უფალს. შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა.

10. როდესაც სამუელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.

ფსალმუნი 4

2. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.

იონა 2

8. როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.

თემაზე წერდნენ

ღაღად-ვყავ დღეს ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ჩემისა,

და მოავლინა სოფლისა მაცხოვარმან

და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრებაი ჩემი.

გრიგოლ ხანძთელი

[ნერონის ბრძანებით საპყრობილეში ჩაგდებული ქრისტიანი ლიგიასთვის ლოცულობდნენ მოციქული პეტრე, მისი საქმრო ვინიციუსი და ლიგიას თანატომელი ქრისტიანი გოლიათი ურსუსი. ნერონს სურდა იგი დაესაჯა სამაგალითოდ. და აი ამფითეატრში იპატიჟებს ვინიციუსს. დასმწრეთაგან არავინ არ იცოდა რა უნდა მომხდარიყო.] ყველას თვალი იქით მიეპყრო, სადაც უბედური საქმრო იჯდა.... დამსწრეთ გადაავლო თვალი და იმათ ცნობისმოყვარე შემოხედვაზე იგრძნო, შესაძლოა რაღაც საშინელება მოხდესო, ისეთი ვნებით დაუწყო ქრისტეს ვედრება, რომ მუქარას ჰგავდა. "შენ შეგიძლია, შენ შეგიძლია!" - იმეორებდა იგი წინათ როდი ეგონა, რომ ის წამი, როდესაც შიში სინამდვილედ გადაიქცეოდა ასე საზარელი იქნებოდა. ახლა მთლად თავდავიწყებული, იმას მაინც გრძნობდა, როდესაც ლიგიას ტანჯვას დავინახავ, მაშინ ქრისტესადმი სიყვარული სიძულვილად გადამექცევა, ხოლო რწმენა - სასოწარკვეთილებადო. ეს გრძნობები აშინებდნენ, ეშინოდა, ქრისტე არ შევურაცხვყოო. თან ემუდარებოდა, წყალობა მოეღო და სასწაული მოეხდინა, ის აღარ სთხოვდა ქრისტეს ლიგიასთვის სიცოცხლე შეენარჩუნებიდა, იმას მარტო ის უნდოდა, ლიგია ასპარეზზე გამოსვლამდე მომკვდარიყო, და გულში იმეორებდა: "ეს მაინც შემისრულე და მე უფრო მეტად შეგიყვარებ, ვიდრე აქამდე მიყვარდი." ბოლოს აზრი მთლად მიმოეფანდა, თითქოს ქარმა წამოუბერაო. მასში სამაგიეროს მიგებისა და სისხლის დაღვრის წყურვილმა გაიღვიძა, უნდოდა, ნერონს მივარდნოდა და მაცქერალთა თვალწინ დაეხრჩო! მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ ეს სურვილი შეურაცხყოფდა ქრისტეს, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება - და ამ აზრს მოეჭიდა, მისი ხსნა მარტო სარწმუნოებას შეეძლო.... და მან ძალღონე მოიკრიბა, ეჭვი ჩაიხშო და სასწაულის მოლოდინი დაიჭირა.

მაგრამ როგორც ძალიან გაჭიმული სიმი წყდება, ისევე ვინიციუსი გატეხა ამდენმა მღელვარებამ. იმას სახეზე მკვდრის ფერი დაედო, სხეული გაეყინა. მაშინ იფიქრა, ჩემი ვედრება შესმენილია, ესაა ვკვდებიო. მოეჩვენა რომ ლიგიაც მოკვდა და ქრისტეს ორივენი თავისთან მიჰყავს [იგი ცუდად შეიქმნა და მისმა დეიდაშვილმა გარეთ გასვლა შესთავაზა, მაგრამ უარი უთხრა] ამფითეატრში შეეძლო მომკვდარყო, მაგრამ იქიდან გასვლა კი არ შეეძლო. წარმოდგენა ხომ ახლა უნდა დაწყებულიყო.

[მალე ასპარეზზე გოლიათი ურსუსი გამოიყვანეს. მან არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა] უიარაღო იყო და გადაწყვიტა, უნდა დავიღუპო, როგორც კრავის თაყვანისმცემელს შეეფერება - დამშვიდებით და მოთმინებით. უნდოდა, ერთი კიდევ ელოცნა, ასპარეზის შუა დაიჩოქა, გულხელი დაიკრიფა და თვალები ვარსკვლავებს მიმართა.... მაგრამ ეს ბრბოს არ მოეწონა. საკმაოდ ნახეს ქრისტიანები, ცხვრებივით რომ იხოცებოდნენ. ყველა მიხვდა, თუ ეს გოლიათი თავის დაცვას არ მოინდომებდა, მაშინ იმათ საყურადღებო სანახავი მოაკლდებოდა. აქა-იქ სტვენა გაისმა. [მალე] რიკულები ყურთამდე გაიღო და ასპარეზზე.... გაშმაგებული ურჩხულისებური გერმანული ხარი გამოვარდა თავზე დაშარტული ტიტველი ქალით.

- ლიგია! ლიგია! - დაიყვირა ვინიციუსმა.

ხელები თავზე წაიჭიდა, შუბნაკრავი კაცივით მოიხარა და ხრინწიანი, არაადამიანური ხმით წამოიძახა:

მწამს! მწამს! ქრისტეო, სასწაული მაჩვენე!....

ასპარეზზე რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა. მორჩილი და სიკვდილისთვის გამზადებული ლიგიელი თავისი მეფის ასული ხარის რქებზე დაინახა თუ არა, წამოხტა, თითქოს გახურებული რკინა მიაკრესო, და წელში მოხრილი, გაშმაგებული ნადირის შესახვედრად გაიქცა.

მაყურებლებს გაოცების ხმა აღმოხდათ. შემდეგ ისევ დუმილი ჩამოვარდა. ლიგიელ მარბენალ ხარს წუთში მოეწია და რქებში ხელი წაავლო....

ვინიციუსი წამოდგა, გაფითრებლი სახე უკან გადიღო და მთლად უგრძნობელი თვალებით ასპარეზს დააცქერდა.

მაყურებლებმა სუნთქვა შეიგუბეს. ამფითეატრში ბუზის გაფრენის გაგონება შეიძლებოდა.... ლიგიელს ნადირი რქებით ჰყავდა დაჭერილი. ფეხები კოჭებს ზევითამდე ქვიშაში ჩაფლობოდა, ზურგი მაგრად მოზიდული მშვილდივით გამოებერა, თავი მხრებს შუა ჩაერგო. კუნთები ისე დაეჭიმა, კაცი იფიქრებდა, საცაა კანი გაუსკდებაო, მაინც ხარი ერთ ადგილას გააშეშა. კაციცა და ხარიც ისე უძრავად იდგნენ, მაცქერალთ ეგონათ, ქვის ქანდაკებას ვხედავთო.... ამფითეატრში ბევრმა ხელები მაღლა აიღო და ისევე გაშეშდა, ზოგს კიდევ ოფლმა დაასხა, თითქოს ნადირს თვითონ ისინი ეჭიდებოდნენ.... ყველას გული ისე უცემდა, თითქოს გარეთ გამოვარდნა უნდაო.

....უცებ ასპარეზზე გმინვის მსგავსი ღმუილი გაისმა, მაცქერალთაც კივილი აღმოხდათ და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხმა შეამჩნია, როგორ ძირს დაეშვა ბარბაროსის რკინის ხელებში მომწყვდეული ხარის თავი... წამიც და ახლოს მჯდარ მაცქერალთ გატეხილი ძვლების ჭახანი მოესმათ და კისერმოტეხილი მხეცი მიწაზე გაიშხლართა.

იმწამსვე გოლიათმა ხარს რქებზე თოკები დააგლიჯა, ქალი ხელში აიყვანა და ღრმად ამოისუნთქა.... შენობის კედლები რამდენიმე ათი ათასი კაცის ყვირილმა შეაზანზარა.... გოლიათი ძალ-ღონის პატივისმცემელი ხალხისთვის ძვირფასი შეიქმნა და რომში პირველ ადამიანად იქცა.

ლიგიელმა გაიგო, რომ ხალხი მის სიცოცხლესა და თავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ ეტყიბოდა, ამას ცოტაობდა. წუთით აქეთ-იქით მიმოიხედა, შემდეგ კეისრის პოდიუმთან მივიდა, ნერონს მავედრებელი თვალი შეავლო, თითქოს სთხოვსო: ეს შეიბრალეთ, ამას აპატიეთ, ამისთვის ჩავიდინეო!...

ხალხი ორივეს პატიებას ითხოვდა.... ვინიციუსი.... მოაჯირზე გადახტა, ლიგიასთან მიირბინა და ქალის შიშველ ტანს თავისი ტოგა დააფარა....

მაშინ ხალხის შეგულიანება საზღვარს გადასცილდა. ფეხების ბრაგუნი და გმინვა დაიწყეს. პატიების მთხოვნელნი უფრო ძლიერ ახმაურდნენ. ხალხი არა მარტო გოლიათს ესარჩლებოდა, არამედ ქალსაც მფარველობას უწევდა, მეომარსაც და მათს სიყვარულსაც. [ნერონი შეფიქრიანდა, ხალხის მღელვარებას მოერიდა და] პატიების ნიშანი მისცა....

ოთხ მონას ლიგია ფრთხილად მიჰქონდა. [ვინიციუსი] ახდილ ტახტრევანს ჩაჰყურებდა, რათა ძვირფასი სახე დაენახა და გონებაში იმეორებდა: "ეს ლიგიაა! ქრისტემ დაიხსნა!..." ურსუსი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შესცქეროდა და ლოცულობდა.

ჰენრიკ სენკევიჩი "ვიდრე ჰხვალ"