1.9.64 Уц

1.9.64 ყუცი

ერთი ყუცი იყო

- სემის შვილიშვილი არამისგან დაბ.10,23; 1ნეშ.1,17

.

მეორე ყუცი იყო

- აბრაამის ძმის ნახორის ძე დაბ.22,21

.

მესამე ყუცი იყო

- სეყირის შთამომავალი დიშანისგან, მის სახელს ატარებდა ქვეყანა დაბ.36,28; 1ნეშ.1,42

.

ყუცის ქვეყანა იყო

- ადგილი სამხრეთ ედომში, სადაც ცხოვრობდა იობი იობ.1,1

- ღვთის რისხვის ობიექტი იერ.25,20 გოდ.4,21

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10

23. არამის ძენი: ყუცი, ჰული, გეთერი და მაში.

დაბადება 22

21. ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, მისი ძმა, კემუელი - არამის მამა,

დაბადება 36

28. აი, დიშანის ძენი: ყუცი და არანი.

1ნეშტთა 1

17. სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი.

42. ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი.

იობი 1

1. იყო კაცი ვინმე ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.

იერემია 25

20. ყველა აღრეულ ტომსა და ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზასა და ყეკრონს, აშდოდის ნარჩენს,

გოდება იერემისი 4

21. იმხიარულე და გაიხარე, ედომის ასულო, მცხოვრებო ყუცის ქვეყანაში, შენთანაც გადმოვა თასი, დათვრები და გაშიშვლდები.