4.18.1. Бог открывает уста и вкладывает слова

Исх.4,10-16 Прит.15,23,, 25,11 Ис.50,[4],, 57,19 Иер.1,9 Матф.10,20,, 13,54,, 22,46 Лук.21,15,, Иоан.7,15-17.46,, 14,26,, 16,13,, 1Иоан.2,27 

**

И сказал Моисей Господу: о, Господи! человек я не речистый, и таков был и вчера и третьего дня, и когда Ты начал говорить с рабом Твоим; я тяжело говорю и косноязычен.

Господь сказал: кто дал уста человеку? кто делает немым, или глухим, или зрячим, или слепым? не Я ли Господь?

Итак пойди; и Я буду при устах твоих, и научу тебя, что тебе говорить.

Моисей сказал: Господи! пошли другого, кого можешь послать.

И возгорелся гнев Господень на Моисея, и Он сказал: разве нет у тебя Аарона брата, Левитянина?Я знаю, что он может говорить, и вот, он выйдет на встречу тебе, и, увидев тебя, возрадуется в сердце своем.

Ты будешь ему говорить и влагать слова в уста его; а Я буду при устах твоих и при устах его, и буду учить вас, что вам делать.

И будет говорить он вместо тебя к народу. Итак он будет твоими устами; а ты будешь ему вместо Бога. (Исход 4,10-16). ** И отвечал он и сказал: не должен ли я в точности сказать то, что влагает Господь в уста мои? (Чис.23,12). **И встретился Господь с Валаамом, и вложил слово в уста его, и сказал: возвратись к Валаку и так говори.( Чис. 23,16). ** Радость человеку в ответе уст его, и как хорошо слово вовремя! (Прит.15,23). ** Золотые яблоки в серебряных прозрачных сосудах - слово, сказанное прилично. (Прит. 25,11). ** Господь Бог дал Мне язык мудрых, чтобы Я мог словом подкреплять изнемогающего; каждое утро Он пробуждает, пробуждает ухо Мое, чтобы Я слушал, подобно учащимся.( Ис.50,[4]). **Я исполню слово: мир, мир дальнему и ближнему, говорит Господь, и исцелю его. ( Ис. 57,19). ** И простер Господь руку Свою, и коснулся уст моих, и сказал мне Господь: вот, Я вложил слова Мои в уста твои. ( Иер.1,9). **ибо не вы будете говорить, но Дух Отца вашего будет говорить в вас. ( Матф.10,20). ** И, придя в отечество Свое, учил их в синагоге их, так что они изумлялись и говорили: откуда у Него такая премудрость и силы? ( Матф.13,54). **И никто не мог отвечать Ему ни слова; и с того дня никто уже не смел спрашивать Его. ( Матф.22,46). ** и ни к одной из них не был послан Илия, а только ко вдове в Сарепту Сидонскую; ( Лк.4,26). ** ибо Я дам вам уста и премудрость, которой не возмогут противоречить ни противостоять все, противящиеся вам. (Лк. 21,15). ** И дивились Иудеи, говоря: как Он знает Писания, не учившись?

16 Иисус, отвечая им, сказал: Мое учение - не Мое, но Пославшего Меня;

17 кто хочет творить волю Его, тот узнает о сем учении, от Бога ли оно, или Я Сам от Себя говорю. ( Иоан.7,15-17). ** Служители отвечали: никогда человек не говорил так, как Этот Человек. ( Ин.7,46). **Утешитель же, Дух Святый, Которого пошлет Отец во имя Мое, научит вас всему и напомнит вам все, что Я говорил вам. (Ин.14,26). ** Когда же приидет Он, Дух истины, то наставит вас на всякую истину: ибо не от Себя говорить будет, но будет говорить, что услышит, и будущее возвестит вам.(Ин.16,13). ** Впрочем, помазание, которое вы получили от Него, в вас пребывает, и вы не имеете нужды, чтобы кто учил вас; но как самое сие помазание учит вас всему, и оно истинно и неложно, то, чему оно научило вас, в том пребывайте. ( 1Иоан.2,27).

4.18.1. უფალი უხსნის ბაგეს, უდებს სიტყვას და მჭევრმეტყველად აქცევს მორჩილს

გამ.4,10-16 იგავ.15,23,, 25,11 ეს.50,[4],, 57,19 იერ.1,9 მათ.10,20,, 13,54,, 22,46 ლუკ.21,15,, ინ.7,15-17.46,, 14,26,, 16,13,, 1ინ.2,27 

ბიბლიის მუხლები

 

გამოსვლათა 4

10. უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.

11. უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?

12. ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა უნდა თქვა.

13. უთხრა მოსემ: გევედრები, უფალო, სხვა ვინმე გაგზავნე.

14. განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს. აჰა, მზად არის იგი შენს შესახვედრად, დაგინახავს და გულით გაიხარებს.

15. ელაპარაკე და ბაგეში ჩაუდე სიტყვები; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან. გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.

16. ის ილაპარაკებს ხალხთან შენს ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის.

იგავნი 15

23. კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!

იგავნი 25

11. მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;

ესაია 50

4. უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით.

ესაია 57

19. და შევუქმნი სიტყვას ბაგეებში: მშვიდობა, მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ! ამბობს უფალი, და განვკურნავ მას.

იერემია 1

9. გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში.

მათე 10

20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.

მათე 13

54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?

მათე 22

46. ვერავინ შესძლო მისთვის სიტყვის მიგება: და იმ დღიდან ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე. 

ლუკა 21

15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.

იოანე 7

15. უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი? 

16. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა.

17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.

46. მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი.

იოანე 14

26. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.

იოანე 16

13. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.

1იოანე 2

27. თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით.

__თემაზე წერდნენ__

***

მჭერმეტყველება, რომელიც გვარწმუნებს შემპარავი სინაზით და არა შემზარავი ძალმოსილებით, როგორც ტირანი და არა როგორც მეფე.

__ ბლეზ პასკალი __

***

მჭერმეტყველება ხელოვნებაა, იმნაირი მეტყველების ხელოვნება, რომ მსმენელნი არა მარტო ძალდაუტანებლად, არამედ სიამოვნებითაც გვისმენდნენ და, ამრიგად, ცნობისწადილით აღძრულნი და თავმომწონეობით წაქეზებულნი, ცდილობდნენ უფრო ღრმად ჩასწვდნენ სიტყვის შინაარსს.

მაშასადამე, მჭერმეტყველება სხვა არა არის რა, თუ არა ურთიერთშესატყვისობა, რომლის დამყარებასაც ვცდილობთ, ერთის მხრივ, ჩვენი მსმენელების გულსა და გონებას, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენს საკუთარ აზრებსა და სიტყვებს შორის. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად უნდა ვიცნობდეთ ადამიანის გულს. მის ყოველ იდუმალ კუნჭულს; მხოლოდ მაშინ შეაღწევს ჩვენი სიტყვა მის სიღრმეში, მხოლოდ მაშინ აღიბეჭდება ის გულის გულში. დავაყენოთ ჩვენი თავი მსმენელის ადგილას და გამოვცადოთ საკუთარ გულზე ჩვენივე სიტყვის ზემოქმედების ძალა; ვნახოთ, რამდენად შეესატყვისება სიტყვა გულს, ან როგორ ეხმიანება გული სიტყვას, რათა, ამრიგად, დავრწმუნდეთ, შევძლებთ თუ არა მსმენელის გულის შეძვრას. საჭიროა შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ სისადავე და ბუნებრიობა. ნუ გავაზვიადებთ უმნიშვნელოს, ნუ დავაკნინებთ მნიშვნელოვანს. საკმარისი არ არის მარტოოდენ ფორმის დახვეწილობა; ის ზედმიწევნით უნდა შეესიტყვებოდეს შინაარსს: არც რამ მეტი და არც რამ ნაკლები, მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი.

__ ბლეზ პასკალი __